"დემოკრატიულმა მოძრაობამ" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"დემოკრატიულმა მოძრაობამ" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ფოთის ორგანიზაციის მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ, ფოთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები და პარტიული სიის ათეული წარადგინა.

ხარჩილავას განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში მისი გუნდი პირველ რიგშi, უმაღლესი სასწავლებლების ფოთის ფილიალების გახსნის საკითხის მოგვარებას შეეცდება,მან ასევე გუნდის პრიორიტეტად არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება დაასახელა.

"სამწუხაროდ გვაქვს ასეთი რეალობა,რომ ქალაქში არაფერი არ ხდება რაც ფოთისთვის მნიშვნელოვანია,ჩვენ სწორედ ის ხედვა და ძალა გაგვაჩნია,რაც ქალაქის განვითარებას გამოიწვევს.“ დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის გუნდი მხოლოდ ხალხის სამსახურშია და არ ემორჩილება ვიღაცეების დირექტივებს",-განაცხადა ოთარ ხარჩილავამ.

"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაცია თვის ბოლოს ნინო ბურჯანაძის ვიზიტს ელოდება.

''ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

15 ოქტომბერი, 2017

''67 საოლქო საარჩევნო კომისიას ენმ-ს დატოვების შესახებ მოგვმართა გელა თოლორაიამ,ლევან მაქაცარიამ,გოდერძი კუკავამ და ბორის თოდურიამ.თუმცა ვადები უჯვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის,'' განუცხადა ''აიპრესსს'' მირანდა მესხმა.

USD 2.4671
EUR 3.0375
GBP 3.4475
TRY 0.6517