EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო

ადმინისტრატორი

სასამართლო რეფორმა, კომერციული პალატების შექმნის ინიციატივა, კანონი მეწარმეთა შესახებ და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაში დღეს მონაწილეობა მიიღო EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ, რომელიც საქართველოში ვიზიტით მესამედ იმყოფება. 

პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებში 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

სხდომაზე რევოლუციურ წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა სასამართლოებში კომერციული პალატების სისტემის შექმნა და ამ მიმართულებით მოსამართლეების პროფესიული მომზადება. ინვესტორთა საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს კომერციული დავების მოკლე ვადებში გადაწყვეტას და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას. გიორგი კვირიკაშვილმა სასამართლო რეფორმის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის ინიცირებისთვის, სხვა დონორებთან ერთად, მადლობა გადაუხადა EBRD-ის. 

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობაზე და საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური ჩართულობა ახალი კანონმდებლობის და რეგულაციების შემუშავების პროცესში.

საქართველოს ბოლო ხუთი წლის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება EBRD-ის პრეზიდენტმა. სუმა ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის პროგრესმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს რეკორდული ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცა. 

EBRD-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის EBRD-თან ინვესტორთა საბჭოს ფორმატში და განაცხადა, რომ ეს უზრუნველყოფს ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებას და წაახალისებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, მეტად დაინტერესდნენ საქართველოთი. 

ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან

16 ნოემბერი, 2017

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან imedi.ge The post როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან appeared first on jandacva.ge.

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ნოემბერი, 2017

20 ნოემბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ გორში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო

EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო
18:15 | 6 სექტემბერი, 2017

საბჭოს სხდომაში დღეს მონაწილეობა მიიღო EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ, რომელიც საქართველოში ვიზიტით მესამედ იმყოფება. 

პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებში 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

სხდომაზე რევოლუციურ წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა სასამართლოებში კომერციული პალატების სისტემის შექმნა და ამ მიმართულებით მოსამართლეების პროფესიული მომზადება. ინვესტორთა საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს კომერციული დავების მოკლე ვადებში გადაწყვეტას და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას. გიორგი კვირიკაშვილმა სასამართლო რეფორმის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის ინიცირებისთვის, სხვა დონორებთან ერთად, მადლობა გადაუხადა EBRD-ის. 

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობაზე და საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური ჩართულობა ახალი კანონმდებლობის და რეგულაციების შემუშავების პროცესში.

საქართველოს ბოლო ხუთი წლის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება EBRD-ის პრეზიდენტმა. სუმა ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის პროგრესმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს რეკორდული ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცა. 

EBRD-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის EBRD-თან ინვესტორთა საბჭოს ფორმატში და განაცხადა, რომ ეს უზრუნველყოფს ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებას და წაახალისებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, მეტად დაინტერესდნენ საქართველოთი. 

ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

ავტორი: ადმინისტრატორი