ილიას ზუროსი: ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ და თქვენთვის ვიგებთ

ადმინისტრატორი

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ისრაელთან ოვერტაიმში მოგებული ძალიან დაძაბული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ემოციურად ილაპარაკა. საქართველომ ისრაელში ისრაელს მოუგო და ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა. ილიას ზუროსმა საქართველოს უმძიმესი გამოცდა ჩააბარებინა.

- დღეს თავდასხმაში თითქმის იდეალური იყო თორნიკე შენგელია, რომელიც თავიდანვე მიაწვა ომრი კასპის. ეს თქვენი გეგმა იყო?

- კი, ეს გეგმა იყო. თოკო აგრესიული მოთამაშეა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კასპისთვის თავიდანვე დისკომფორტის შექმნა. თორნიკე ამოდის პერიმეტრზე, ბრუნდება უკან, სამწამიანში და ნებისმიერი დამცველი ამ დროს მის წინააღმდეგ დიდ ენერგიას ხარჯავს. კასპი გამოცდილია, მაგრამ შენგელიამ მის წინააღმდეგ ძალიან კარგად გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. 

- ანუ, კმაყოფილი ხართ თორნიკეს თამაშით?

- ის დღეს კარგი იყო.

- ზაზა?

- ზაზა კაპიტანია. ის არის ყველასთვის მაგალითი. ეს იცის ზაზამ და ეს იციან სხვებმა. დღეს გვქონდა ბევრი მოხსნა და ეს ზაზას, თორნიკეს, შერმადინის აგრესიულმა თამაშმა, ჩვენმა გეგმამ განაპირობა.

- არ დაიღალეთ?

- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ამაზე ჯერ ვერ ვიფიქრებ. იტალიასთან თამაში მოდის.

- და იტალიის შემდეგ?

- იტალიის შემდეგ იტალიის შემდეგ დავილაპარაკოთ.

- თქვენ დღეს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი გეხმარებოდათ...

- და ნაკრების ყველა წევრი ამას ხედავს და აფასებს. ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ და ჩვენ თქვენთვის ვიგებთ. ყოველთვის ისე არ ამოდის, როგორც ყველას გვინდა, მაგრამ ჩვენ გვჯერა თქვენი და ჩვენ გვინდა, რომ თქვენ ბოლომდე ჩვენს გვერდით იყოთ. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფან კლუბის სპონსორია ტოტალიზატორი "კროკობეთი".

ზურა თალაკვაძე, სპეციალურად "აიპრესისთვის" თელ ავივიდან.

მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე

14 თებერვალი, 2018

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და...

მეტი

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

ილიას ზუროსი: ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ და თქვენთვის ვიგებთ

ილიას ზუროსი: ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ და თქვენთვის ვიგებთ
14:46 | 6 სექტემბერი, 2017

- დღეს თავდასხმაში თითქმის იდეალური იყო თორნიკე შენგელია, რომელიც თავიდანვე მიაწვა ომრი კასპის. ეს თქვენი გეგმა იყო?

- კი, ეს გეგმა იყო. თოკო აგრესიული მოთამაშეა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კასპისთვის თავიდანვე დისკომფორტის შექმნა. თორნიკე ამოდის პერიმეტრზე, ბრუნდება უკან, სამწამიანში და ნებისმიერი დამცველი ამ დროს მის წინააღმდეგ დიდ ენერგიას ხარჯავს. კასპი გამოცდილია, მაგრამ შენგელიამ მის წინააღმდეგ ძალიან კარგად გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. 

- ანუ, კმაყოფილი ხართ თორნიკეს თამაშით?

- ის დღეს კარგი იყო.

- ზაზა?

- ზაზა კაპიტანია. ის არის ყველასთვის მაგალითი. ეს იცის ზაზამ და ეს იციან სხვებმა. დღეს გვქონდა ბევრი მოხსნა და ეს ზაზას, თორნიკეს, შერმადინის აგრესიულმა თამაშმა, ჩვენმა გეგმამ განაპირობა.

- არ დაიღალეთ?

- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ამაზე ჯერ ვერ ვიფიქრებ. იტალიასთან თამაში მოდის.

- და იტალიის შემდეგ?

- იტალიის შემდეგ იტალიის შემდეგ დავილაპარაკოთ.

- თქვენ დღეს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი გეხმარებოდათ...

- და ნაკრების ყველა წევრი ამას ხედავს და აფასებს. ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ და ჩვენ თქვენთვის ვიგებთ. ყოველთვის ისე არ ამოდის, როგორც ყველას გვინდა, მაგრამ ჩვენ გვჯერა თქვენი და ჩვენ გვინდა, რომ თქვენ ბოლომდე ჩვენს გვერდით იყოთ. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფან კლუბის სპონსორია ტოტალიზატორი "კროკობეთი".

ზურა თალაკვაძე, სპეციალურად "აიპრესისთვის" თელ ავივიდან.

ავტორი: ადმინისტრატორი