პრემიერი: ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას, ქართველი კაცი დაუბრუნდა მევენახეობას

ადმინისტრატორი

ამის შესახებ პრემიერმა თელავში, კახეთის მერების წარდგენისას განაცხადა.

''გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად გადავდგით ის ნაბიჯები, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დააყენა. ჩვენ მივხედეთ, პირველ რიგში, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, მივხედეთ სოფლის მეურნეობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი კაცი დაუბრუნდა მევენახეობას, ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას და დღეს გვაქვს ვენახების გაშენების მზარდი ტენდენცია. ჩვენ 500 მილიონ ლარამდე შემოსავალი მივიღეთ კახეთში მარტო მევენახეობის განვითარებით და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო სათანადოდ მოემზადა წლევანდელი რთველისთვის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი." - განაცხადა პრემიერმა.
 
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა კახეთში მერობის კანდიდატების შემდეგ შემადგენლობა დაასახელა: დედოფლისწყაროში - ნიკოლოზ ჯანიაშვილი; საგარეჯოში - გიორგი ერბოწონაშვილი; გურჯაანში - არჩილ ხანდამაშვილი; ახმეტაში - იოსებ ქარუმაშვილი; ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი; ყვარელში - როსტომ სესიაშვილი; სიღნაღში - გიორგი გოგილაშვილი; თელავში - შოთა ნარეკლიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

პრემიერი: ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას, ქართველი კაცი დაუბრუნდა მევენახეობას

პრემიერი: ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას, ქართველი კაცი დაუბრუნდა მევენახეობას
10:17 | 6 სექტემბერი, 2017
''გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად გადავდგით ის ნაბიჯები, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დააყენა. ჩვენ მივხედეთ, პირველ რიგში, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, მივხედეთ სოფლის მეურნეობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი კაცი დაუბრუნდა მევენახეობას, ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას და დღეს გვაქვს ვენახების გაშენების მზარდი ტენდენცია. ჩვენ 500 მილიონ ლარამდე შემოსავალი მივიღეთ კახეთში მარტო მევენახეობის განვითარებით და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო სათანადოდ მოემზადა წლევანდელი რთველისთვის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი." - განაცხადა პრემიერმა.
 
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა კახეთში მერობის კანდიდატების შემდეგ შემადგენლობა დაასახელა: დედოფლისწყაროში - ნიკოლოზ ჯანიაშვილი; საგარეჯოში - გიორგი ერბოწონაშვილი; გურჯაანში - არჩილ ხანდამაშვილი; ახმეტაში - იოსებ ქარუმაშვილი; ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი; ყვარელში - როსტომ სესიაშვილი; სიღნაღში - გიორგი გოგილაშვილი; თელავში - შოთა ნარეკლიშვილი.
ავტორი: ადმინისტრატორი