გიორგი კვირიკაშვილი: სულ მალე, კახეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას დავაანონსებთ

ადმინისტრატორი

"მინდა მოგახსენოთ, რომ კახეთს და თუშეთს თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიული და კულტურული ძეგლებით შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის კუთხით. თითოეული ჩამოსული ახალი ტურისტი ეს არის დამატებითი მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქტზე და დამატებითი სამუშაო ადგილები, როგორც სოფლის მეურნეობაში" - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, კახეთის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

"ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ იმისათვის, რომ კახეთი გავხადოთ სამაგალითო მიმართულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით.

ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ასევე გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. სულ ახლო მომავალში ჩვენ დავაანონსებთ ამ უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას, რომელიც იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამაგალითო, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა კახეთში მერობის კანდიდატების შემდეგ შემადგენლობა დაასახელა:

დედოფლისწყაროში - ნიკოლოზ ჯანიაშვილი; საგარეჯოში - გიორგი ერბოწონაშვილი; გურჯაანში - არჩილ ხანდამაშვილი; ახმეტაში - იოსებ ქარუმაშვილი; ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი; ყვარელში - როსტომ სესიაშვილი; სიღნაღში - გიორგი გოგილაშვილი; თელავში - შოთა ნარეკლიშვილი.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

გიორგი კვირიკაშვილი: სულ მალე, კახეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას დავაანონსებთ

გიორგი კვირიკაშვილი: სულ მალე, კახეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას დავაანონსებთ
23:01 | 5 სექტემბერი, 2017

"ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ იმისათვის, რომ კახეთი გავხადოთ სამაგალითო მიმართულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით.

ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ასევე გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. სულ ახლო მომავალში ჩვენ დავაანონსებთ ამ უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას, რომელიც იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამაგალითო, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა კახეთში მერობის კანდიდატების შემდეგ შემადგენლობა დაასახელა:

დედოფლისწყაროში - ნიკოლოზ ჯანიაშვილი; საგარეჯოში - გიორგი ერბოწონაშვილი; გურჯაანში - არჩილ ხანდამაშვილი; ახმეტაში - იოსებ ქარუმაშვილი; ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი; ყვარელში - როსტომ სესიაშვილი; სიღნაღში - გიორგი გოგილაშვილი; თელავში - შოთა ნარეკლიშვილი.

ავტორი: ადმინისტრატორი