მეუფე დიმიტრი: ის რომ ჩემი და პრემიერის შეხვედრის შემდეგ დეკანოზს ბრალი დაუმძიმდა ჟურნალისტების ფანტაზიაა

ადმინისტრატორი

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი პრემიერსა და მას შორის შეხვედრის შემდეგ დაუმძიმდა ტყუილს და ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს.

„ზემო აჭარაში ტრაგედიის დღეს 19 აპრილს ჩემთან იყო პრემიერმინისტრი, ასევე შეხვდა ადგილობრივ მღვდელმთავარს, შემდეგ მოისურვა ჩემთან შეხვედრა. ასე რომ  ამაში განსაკუთრებული და გასაიდუმლოება არაფერია, ეს ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია. იქ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი, რა თქმა უნდა იყო ამ საკითხზე საუბარი, რამაც მითქმა-მოთქმა, მიკიბ-მოკიბვა გამოიწვია, ვითომ ამის შემდეგ დამძიმდა დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს მდგომარეობა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ჩემი სიძე,  სოსო ოხანაშვილი გადარჩენილიყო და ამის გამო გავწირე მამა გიორგი მამალაძე, ამას ვერაფრით ვიზამდი, რადგან ადამიანი რომ გაწირო, თანამონაწილე უნდა იყო. მე თანამონაწილე არ ვყოფილვა ყოველივე ამისა. 

რაც შეეხება სოსო ოხანაშვილს, თუ გაიხსენებთ თავიდანვე, ჯერ კიდევ გერმანიიდან გავაკეთე განცხადება, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ საქმეში ჩართული განურჩევლად სოციალური სტატუსისა, ამაში ჩემ სიძესაც ვგულისხმობდი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ძალინ საშიშ და მძიმე ბრალდებასთან, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა მეუფემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე, ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდების ნაწილში მუხლი გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო 9 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯა. 

მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა "ციანიდის საქმის" გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განაცხადა, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

მსგავსი სიახლეები
მარინა დარახველიძე წითელას ვირუსის შესახებ – გადაცემაში “იმედის დილა”

19 თებერვალი, 2018

წითელას ვირუსის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა დარახველიძემ გადაცემაში “იმედის დილა” ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრო The post მარინა...

მეტი
ექთნების დეფიციტი

ექთნების დეფიციტი

19 თებერვალი, 2018

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

მეუფე დიმიტრი: ის რომ ჩემი და პრემიერის შეხვედრის შემდეგ დეკანოზს ბრალი დაუმძიმდა ჟურნალისტების ფანტაზიაა

მეუფე დიმიტრი: ის რომ ჩემი და პრემიერის შეხვედრის შემდეგ დეკანოზს ბრალი დაუმძიმდა ჟურნალისტების ფანტაზიაა
18:50 | 5 სექტემბერი, 2017

„ზემო აჭარაში ტრაგედიის დღეს 19 აპრილს ჩემთან იყო პრემიერმინისტრი, ასევე შეხვდა ადგილობრივ მღვდელმთავარს, შემდეგ მოისურვა ჩემთან შეხვედრა. ასე რომ  ამაში განსაკუთრებული და გასაიდუმლოება არაფერია, ეს ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია. იქ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი, რა თქმა უნდა იყო ამ საკითხზე საუბარი, რამაც მითქმა-მოთქმა, მიკიბ-მოკიბვა გამოიწვია, ვითომ ამის შემდეგ დამძიმდა დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს მდგომარეობა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ჩემი სიძე,  სოსო ოხანაშვილი გადარჩენილიყო და ამის გამო გავწირე მამა გიორგი მამალაძე, ამას ვერაფრით ვიზამდი, რადგან ადამიანი რომ გაწირო, თანამონაწილე უნდა იყო. მე თანამონაწილე არ ვყოფილვა ყოველივე ამისა. 

რაც შეეხება სოსო ოხანაშვილს, თუ გაიხსენებთ თავიდანვე, ჯერ კიდევ გერმანიიდან გავაკეთე განცხადება, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ საქმეში ჩართული განურჩევლად სოციალური სტატუსისა, ამაში ჩემ სიძესაც ვგულისხმობდი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ძალინ საშიშ და მძიმე ბრალდებასთან, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა მეუფემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე, ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდების ნაწილში მუხლი გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო 9 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯა. 

მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა "ციანიდის საქმის" გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განაცხადა, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ავტორი: ადმინისტრატორი