ცესკო: "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის წარმომადგენელი და თანმხლები პირები ოლქში შეიჭრნენ

ადმინისტრატორი

დღეს, 11:47 საათზე, შეხვედრების დარბაზის კარი (კარი, რომელიც ძირითადად დაკეტილია და აღნიშნული დარბაზი ოლქის მიერ გამოიყენება მხოლოდ საგანმანათლებლო-სასწავლო შეხვედრებისთვის) ძალადობრივად გააღეს და ოლქში ვიდეოგადამღები კამერით შეიჭრნენ "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის წარმომადგენელი საოლქო კომისიაში და მისი თანხმლები არაუფლებამოსილი უცნობი პირები; ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

"მაშინ, როდესაც სამტრედიის ოლქის კომისიის წევრები, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, ამოწმებდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ მოქალაქეთა ხელმოწერების ბლანკებს.

ოლქში შევარდნილი პირები ხმაურით, ხმამაღალი განცხადებებით ხელს უშლიდნენ კომისიის მუშაობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.

სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლა, რაც უკვე ტენდენციის სახეს იძენს და არჩევნების დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და მთელ საზოგადოებას, მიმართოს ძალისხმევა საარჩევნო პროცესებში ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის და ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის განხორციელებას.

თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებელ, კანონიერ ფორმას, რომ მოქალაქეებს და ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მშვიდ საარჩევნო გარემოში მოახდინონ საარჩევნო უფლებების რეალიზაცია და განახორციელონ საკუთარი საქმიანობა", - აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

ცესკო: "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის წარმომადგენელი და თანმხლები პირები ოლქში შეიჭრნენ

ცესკო: "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის წარმომადგენელი და თანმხლები პირები ოლქში შეიჭრნენ
15:11 | 1 სექტემბერი, 2017

"მაშინ, როდესაც სამტრედიის ოლქის კომისიის წევრები, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, ამოწმებდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ მოქალაქეთა ხელმოწერების ბლანკებს.

ოლქში შევარდნილი პირები ხმაურით, ხმამაღალი განცხადებებით ხელს უშლიდნენ კომისიის მუშაობას. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.

სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლა, რაც უკვე ტენდენციის სახეს იძენს და არჩევნების დაზიანების მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და მთელ საზოგადოებას, მიმართოს ძალისხმევა საარჩევნო პროცესებში ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის და ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის განხორციელებას.

თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებელ, კანონიერ ფორმას, რომ მოქალაქეებს და ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მშვიდ საარჩევნო გარემოში მოახდინონ საარჩევნო უფლებების რეალიზაცია და განახორციელონ საკუთარი საქმიანობა", - აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი