ხულოს გამგეობის 123 თანამშრომლიდან მხოლოდ 25 ქალია, 28 წევრიან საკრებულოში - კი 1 ქალი

ციური სოლომონიძე

ხულოს მუნიციპალიტეტში 123 თანამშრომელია, საიდანაც ქალი მხოლოდ 25-მდე მათგანია. ქალ თანამშრომელთა უმრავლესობა გამგეობაში ძირითადად თანაშემწეებისა და საქმის მწარმოებლების პოზიცია იკავებენ, ხოლო გამგებლის სამი მოადგილიდან არცერთი არ არის ქალი, - ამის შესახებ "აიპრესთან" ხულო გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ ისაუბრა.

რაც შეეხება ხულოს საკრებულოს, 28 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთია ქალი, რომელიც "აიპრესთან" გენდერულ უთანასწორობაზე საუბრობს.

"აიპრესი" დაინტერესდა რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობებში.

პირველ მაგალითად ხულოს მუნიციპალიტეტი ავიღეთ. გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში სულ 123 თანამშრომელია, საიდანაც ქალი მხოლოდ 25-მდეა.

გამგებელის სამი მოადგილიდან ქალი არცერთია. ხულოს მესამე მოწვევის საკრებულოში 28 წევრიდან 1 ქალი მოღვაწეობს რომელიც კომისსის თავმჯდომარეა. საკრებულოს ერთადერთი ქალი წევრი „აიპრესთან“ გენდერულ უთანასწორობაზე საუბრობს.

ნარგიზ დეკანაზე ქალების რაოდენობას უთანასწოროდ მიიჩნევს არამარტო საკანონმდელო არამედ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

„გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ხულოს მესამე მოწვევის საკრებულოში ნამდვილად არ იყო დაცული გენდერული თანასწორობა საკრებულოს 28 წევრს შორის მხოლოდ ერთი ქალია. ეს ფაქტი ნამდვილად საწყენია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი ქალია ისეთი რომელსაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ხულოს მუნიციპალიტეტის საქიანობაში იმიტომ, რომ მათ აქვთ გამოცდილებაც , მიზანდასახულებიც არიან, და შეუძლიათ ბევრი რამის გაკეთება.

მე ვთვლი, რომ თანასწოროაბა ქმნის წარმატებას ამიტომ 28 წევრში ერთი ქალი ნამდვილად ცოტაა. ასევე საწყენია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში არამარტო საკანონმდებლოში არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიცაა თანასწორობის ბალანსი დარვეული, გამგებლის არცერთი მოადგილე არაა ქალი, არცერთი სამსახურის უფროსი არაა ქალი, მხოლოდ ოთხ განყოფილებას განაგებენ ქალები და უნდა ავღნიშნო ისიც, რომ იქ სადაც ისინი მუშაობენ ძალლიან ეფექტურად ართმევენ თავს თავიანთ საქმეს.“ განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნარგიზ დეკანაძემ.

გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე გამგეობაში მომუშავე ქალების სიმცირეს მუნიციპალიტეტის სპეციფიკას აბრალებს, მისივე განმარტებით მაღალმთიან აჭარაში არის ისეთი თანამდებობდბი სადაც ქალი ფიზიკურად ვერ შეძლებს მუშაობას, თუმცა ბოლქვაძე იმასაც ირწმუნება, რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ხულოში ამ კუთხით უკეთესი ვითარებააა.

„მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე ასევე მაღალმთიანობიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ განსხვავებით სხვა მუნიციპალიტეტებიდან საკმაოდ დაცულია გენდერული ბალანსი, არის სპეციფიური სამსახურებების მიმართულებები სადაც უფრო მეტად თავისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე მამაკაცების მიმართულებაა, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული 123 თანამშრომლიდან დაახლოებით 25-მდე მანდილოსანია რომლებიც წარმატებულად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ვთვლით, რომ მუნიციპალიტეტს მუშაობაში შეფერხება არ გვაქვს თუმცა ვისურვებდი უფრო მეტ აქტიურობას მანდილოსნების მხრიდან და კიდევ უფრო მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანბაში. ვთვლი, რომ სამომავლოდ ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯოესდება", - უთხრა "აიპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ.

მსგავსი სიახლეები
ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

20 ნოემბერი, 2017

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. ერთ-ერთი...

მეტი

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

20 ნოემბერი, 2017

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალექსანდრე ახალაძე უძღვება. ახალაძემ მადლობა გადაუხადა მერს შოთა მურღულიას გაწეული მუშაობისათვის და ახლადარჩეულ...

მეტი

ხულოს გამგეობის 123 თანამშრომლიდან მხოლოდ 25 ქალია, 28 წევრიან საკრებულოში - კი 1 ქალი

ხულოს გამგეობის 123 თანამშრომლიდან მხოლოდ 25 ქალია, 28 წევრიან საკრებულოში - კი 1 ქალი
14:05 | 1 სექტემბერი, 2017

რაც შეეხება ხულოს საკრებულოს, 28 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთია ქალი, რომელიც "აიპრესთან" გენდერულ უთანასწორობაზე საუბრობს.

"აიპრესი" დაინტერესდა რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობებში.

პირველ მაგალითად ხულოს მუნიციპალიტეტი ავიღეთ. გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში სულ 123 თანამშრომელია, საიდანაც ქალი მხოლოდ 25-მდეა.

გამგებელის სამი მოადგილიდან ქალი არცერთია. ხულოს მესამე მოწვევის საკრებულოში 28 წევრიდან 1 ქალი მოღვაწეობს რომელიც კომისსის თავმჯდომარეა. საკრებულოს ერთადერთი ქალი წევრი „აიპრესთან“ გენდერულ უთანასწორობაზე საუბრობს.

ნარგიზ დეკანაზე ქალების რაოდენობას უთანასწოროდ მიიჩნევს არამარტო საკანონმდელო არამედ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

„გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ხულოს მესამე მოწვევის საკრებულოში ნამდვილად არ იყო დაცული გენდერული თანასწორობა საკრებულოს 28 წევრს შორის მხოლოდ ერთი ქალია. ეს ფაქტი ნამდვილად საწყენია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი ქალია ისეთი რომელსაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ხულოს მუნიციპალიტეტის საქიანობაში იმიტომ, რომ მათ აქვთ გამოცდილებაც , მიზანდასახულებიც არიან, და შეუძლიათ ბევრი რამის გაკეთება.

მე ვთვლი, რომ თანასწოროაბა ქმნის წარმატებას ამიტომ 28 წევრში ერთი ქალი ნამდვილად ცოტაა. ასევე საწყენია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში არამარტო საკანონმდებლოში არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიცაა თანასწორობის ბალანსი დარვეული, გამგებლის არცერთი მოადგილე არაა ქალი, არცერთი სამსახურის უფროსი არაა ქალი, მხოლოდ ოთხ განყოფილებას განაგებენ ქალები და უნდა ავღნიშნო ისიც, რომ იქ სადაც ისინი მუშაობენ ძალლიან ეფექტურად ართმევენ თავს თავიანთ საქმეს.“ განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნარგიზ დეკანაძემ.

გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე გამგეობაში მომუშავე ქალების სიმცირეს მუნიციპალიტეტის სპეციფიკას აბრალებს, მისივე განმარტებით მაღალმთიან აჭარაში არის ისეთი თანამდებობდბი სადაც ქალი ფიზიკურად ვერ შეძლებს მუშაობას, თუმცა ბოლქვაძე იმასაც ირწმუნება, რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ხულოში ამ კუთხით უკეთესი ვითარებააა.

„მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე ასევე მაღალმთიანობიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ განსხვავებით სხვა მუნიციპალიტეტებიდან საკმაოდ დაცულია გენდერული ბალანსი, არის სპეციფიური სამსახურებების მიმართულებები სადაც უფრო მეტად თავისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე მამაკაცების მიმართულებაა, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული 123 თანამშრომლიდან დაახლოებით 25-მდე მანდილოსანია რომლებიც წარმატებულად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ვთვლით, რომ მუნიციპალიტეტს მუშაობაში შეფერხება არ გვაქვს თუმცა ვისურვებდი უფრო მეტ აქტიურობას მანდილოსნების მხრიდან და კიდევ უფრო მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანბაში. ვთვლი, რომ სამომავლოდ ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯოესდება", - უთხრა "აიპრესს" ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ.

ავტორი: ციური სოლომონიძე