პატრიარქი:მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში

ადმინისტრატორი

"ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებებმა, განსაკუთრებით კი, ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მთელი მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც..."- ასე მიმართა საზოგდოება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარმა ილია II-მ.

"მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ. მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.

ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შესაძლებლობებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა ''მოწყალებისა კარი განგვიღე''...

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებულად ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხელობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით ეს მომავალშიც ასე იქნება.

ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ, სიყვარულით, თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია პატრიარქის მიმართაში, რომელიც ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ სტიქიურ უბედურებებსა და ბორჯომის ხეობაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

პატრიარქი:მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში

პატრიარქი:მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში
19:35 | 23 აგვისტო, 2017

"მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ. მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.

ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შესაძლებლობებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა ''მოწყალებისა კარი განგვიღე''...

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებულად ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხელობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით ეს მომავალშიც ასე იქნება.

ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ, სიყვარულით, თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია პატრიარქის მიმართაში, რომელიც ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ სტიქიურ უბედურებებსა და ბორჯომის ხეობაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გაავრცელა.

ავტორი: ადმინისტრატორი