პატრიარქი: ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს

ადმინისტრატორი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარმა ილია II-მ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ სტიქიურ უბედურებებსა და ბორჯომის ხეობაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. პატრიარქი მრევლს ღვთისმშობლისადმი ლოცვისკენ მოუწოდებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა:

''ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებებმა, განსაკუთრებით კი, ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მთელი მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც...

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ. მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.

ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შესაძლებლობებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა ''მოწყალებისა კარი განგვიღე''...

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებულად ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხელობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით ეს მომავალშიც ასე იქნება. 

ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ, სიყვარულით, თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.''

მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან

16 ნოემბერი, 2017

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან imedi.ge The post როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან appeared first on jandacva.ge.

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ნოემბერი, 2017

20 ნოემბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ გორში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

პატრიარქი: ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს

პატრიარქი: ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს
19:00 | 23 აგვისტო, 2017

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა:

''ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებებმა, განსაკუთრებით კი, ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მთელი მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც...

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ. მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.

ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა, თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შესაძლებლობებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა ''მოწყალებისა კარი განგვიღე''...

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებულად ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხელობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით ეს მომავალშიც ასე იქნება. 

ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ, სიყვარულით, თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.''

ავტორი: ადმინისტრატორი