23 აგვისტოდან აშშ-მ რუსეთის მასშტაბით არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

23 აგვისტოდან აშშ-მ რუსეთის მასშტაბით არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

მიმდინარე წლის 23 აგვისტოდან აშშ-მ რუსეთის მასშტაბით არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს საელჩო იტყობინება. 

როგორც საელჩო განმარტავს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ანალოგიური დოკუმენტაციის გაცემა განახლება, მაგრამ შემცირებული რაოდენობით. ეს პროცესი მოსკოვში 1 სექტემბერს განახლდება.

აღნიშნული ზომების მიღება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც აშშ-ს დიპლომატიური მისიის პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

არასაიმიგრაციო ვიზები ადამიანებს შეერთებულ შტატებში დროებით დარჩენის საშუალებას აძლევს. კერძოდ, ამ ტიპის დოკუმენტებში შედის  ვიზა ტურისტული, საქმიანი და საგანმანათლებლო ვიზიტებისათვის.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აგვისტოს ახალი ანტირუსული სანქციების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რომელიც აშშ-ს სენატმა 27 ივლისს მიიღო. დოკუმენტი ბანკების, ნავთობისა და გაზის კომპანიების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. 

კონგრესის ზედა პალატის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი 1 სექტემბრისთვის ქვეყნის მასშტაბით დიპლომატიური მისიის პერსონალის საერთო რაოდენობას ამცირებს.

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

16 წუთის წინ

მან სინანული გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა. "ეს იმის გამოა, რომ მონტენეგრომ 12 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობამ დიდი წვლილი შეიტანა, სტრატეგიული არჩევანი ნატო-სა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036