''მაქსიმალურად შევეცადე, ხელი არ დამეკლო თბილისისთვის“ - ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

ადმინისტრატორი

ინტერვიუ  თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავწერეთ და საზოგადოებას თემების მიხედვით, რამდენიმე ნაწილად დაყოფილი მივაწოდეთ.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან.

როგორი ყოფილა თბილისის მერობა არა თბილისელი ადამიანისთვის?

პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თუ ადამიანი მონდომებულია და ორიენტირებულია საქმის კეთებისკენ, ამ შემთხვევაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თბილისში დაბადებული არის თუ არა, ამას ნამდვილად მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში, რასაკვირველია, აქვს მნიშვნელობა, როცა საუბარია ისტორიულ, ძირძველ, სიღრმისეულ რაღაცებზე, თუმცა, ჩემთვის ამას ამ სამი წლის განმავლობაში რაიმე არსებითი დისკომფორტი არ შეუქმნია.  მაქსიმალურად შევეცადე, რომ მიუხედავად ჩემი თბილისში არ დაბადებისა, ჩემი ხელი არ დამეკლო თბილისისთვის და  გამეკეთებინა ყველაფერი, რის გაკეთებაც შემეძლო არსებული რესურსებით, არსებული ადამიანებით და იმ გუნდით, რომლითაც მოვედი დედაქალაქის მერიაში.

არ ბრაზდებოდით ხოლმე, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც, „ჩამოსულს“, „სოფლელს“ „კოკელს“ გეძახდნენ? გულის სიღრმეში არ გწყინდათ მაინც?

გაბრაზებით ნამდვილად არ ვბრაზდებოდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც, ზოგიერთი ადამიანისგან  მწყინდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები უფრო სხვანაირად უნდა აზროვნებდნენ და სხვანაირად უყურებდნენ მოვლენებს.

მითუმეტეს, როცა ეს ადამიანები ნაკითხი, ფართო მსოფლმხედველობის ადამიანები არიან... ასეთი ადამიანებისგან, ზოგიერთი მათგანისგან, სიმართლე გითხრათ მწყინდა კიდეც თავიდან, მაგრამ როცა ვაანალიზებდი ყველაფერს, რომ საქმის კეთება იყო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანების ცალკეული მოსაზრებების ანალიზი, გადავიხარე იქითკენ, რომ საქმე უნდა მეკეთებინა და ასეთი მოსაზრებებისთვის არ მიმექცია ყურადღება. სწორედ ამან მომცა ის გარკვეული მნიშვნელოვანი შედეგი, რა შედეგიც დადგა ჩემი მერობის პერიოდში.  ყოველთვის მომყავდა მეც და ჩემი მეგობრებიც უხვად მაწვდიდნენ სხვა ანალოგებს, როცა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ძალიან ბევრი ადამიანი არ იყო დაბადებული იმ ქალაქში, რომლის  მერობაც მოუწია, მაგრამ იყვნენ ძალიან წარმატებული მერები და არა მხოლოდ მერები, ზოგადად წარმატებული ადამიანები.

როგორ ფიქრობთ, თქვენი მერობის ვადის ამოწურვის შემდეგ რა დარჩება თბილისს, რაზეც იტყვიან, რომ ეს ნარმანიას სახელობისაა, ეს ნარმანიას გაკეთებულია, მისი მერობის დროს გაკეთდა? ალბათ, გიფიქრიათ ამაზე.

რასაკვირველია, მიფიქრია, როცა გავიდოდა პერიოდი და დავამთავრებდი ასე ვთქვათ, ჩემი მერობის ვადას, როგორი იქნებოდა შეფასებები და რას იტყოდა ქალაქი იმაზე, თუ რა გააკეთა და რა დატოვა ნარმანიამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობა, საკმაოდ დიდი საბოტაჟი დაგვხვდა თბილისის მერიაში, პირველივე წელს მოხდა სტიქია თბილისში, რამაც ძალიან დიდი რესურსი და დრო წაგვართვა, მაინც ძალიან ბევრი რამ მოვახერხეთ და მე რამდენიმე მსხვილი პროექტის, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ჩამონათვალს გავაკეთებ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის: ეს არის ახალი ავტობუსების პროექტი, რომელიც ჩემი მერობის  პერიოდში დავიწყეთ და რეალიზებულია, ეს არის ახალაშენებული საბავშვო ბაღები, 143 ახალი ავტობუსი, 7 ახალაშენებული საბავშვო ბაღი, რომელსაც წელს 10 ემატება და ჯამში 17 იქნება, განახლებული აღმაშენებლის გამზირი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და პეკინის გამზირი.

  ასევე ჩემი მერობის პერიოდში მომზადდა და განხორციელდა ახალი გზების პროექტები, როგორიცაა  შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა. თავიდან დავიწყეთ და ავაშენეთ პუშკინის გამზირზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის პროექტი, რომელიც ასევე ჩემი მერობის დროს გაკეთდა. ამ გზამ მნიშვნელოვანი შვება მისცა ჩვენს ქალაქს,

ასევე, მე ხაზს გავუსვამდი იმას, რომ ჩემი მერობის დროს ყველაზე დიდ ინვესტიცია ჩაიდო დინამოს სტადიონის განახლებაში და ინვესტიციის განხორციელების შემდეგ უეფას სტანდარტების სტადიონი გვაქვს.

სწორედ აქ ჩატარდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის სამშენებლო და საორგანიზაციო  საკითხების კოორდინატორი და პროექტორი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მე ვიყავი.  ძალიან მნიშვნელოვანი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ავაშენეთ მუხიანში, რომელიც ჩემი მერობის დროს დაპროექტდა, აშენდა და სულ ახლახან გაიხსნა, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მთავრდება ნაძალადევის რაიონში, რომელიც ასევე თავიდან ბოლომდე ჩემი მერობის დროს დაპროექტდა და აშენდა. ასე, რომ ძალიან ბევრი პროგრამა და პროექტი განვახორციელეთ, რომელიც ჩემი მერობის პერიოდს უკავშირდება.

აქვე გეტყვით, რომ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დასრულდა და ვიწყებთ მის საჯარო განხილვებს, რაც ჩვენი ქალაქის სწორი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

აღსანიშნავია ის მასობრივი და მასშტაბური გამწვანების პროექტები, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ხე დაირგო, ბევრი პარკი განახლდა და რომლის ნაყოფსაც ცოტა უფრო მოგვიანებით  ნახავს და იგემებს ჩვენი თანაქალაქელები

როგორ ფიქრობთ, იტყვიან ეს ნარმანიას სახელობის ხეებიაო?

ალბათ, იტყვიან. მაგალითად, ზოოპარკის ბოლოში დარგულ ხეებს ნარმანიას ვენახებიც კი დაარქვეს, იმიტომ რომ ეს ასეთი პრინციპით არის დარგული ეს ხეები და ასე ეძახიან გარკვეული ჯგუფები ამას.

„მილიონი ხე“ - ასეთი იყო  თქვენი წინასაარჩევნო სლოგანი. როცა თქვენი ოპონენტები გეუბნებიან, საიდან გავიგოთ ეს მილიონია თუ არაო, თქვენ პასუხობთ, დათვალეთ  თუ არ გჯერათო. ასე ძნელია ისეთი რუკის შექმნა, სადაც მონიშნული იქნება ეს ლოკაციები? ოპონენტებსაც რომ თავი დავანებოთ, იმ ადამიანებს აჩვენეთ, რომლებსაც შეპირდით ამას.

ეს არის პასუხი იმ ოპონენტების მიმართ, რომლებსაც არ უნდათ თეთრი დაინახონ თეთრად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ და ვამწვანებთ ქალაქს, ისინი ამას სათანადოდ ვერ ხედავენ, ან ხედავენ, მაგრამ უარყოფენ, შესაბამისად, მათთვის პოლიტიკური პასუხი არის ის, რომ მიბრძანდნენ და დაითვალონ, დიახ, ეს ესეა.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებსაც რეალურად აინტერესებთ რა გააკეთა ქალაქის მერიამ მილიონი ხის დარგვის დანაპირებთან დაკავშირებით, მათთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ 3 000 -ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო კონკრეტულად იმ გზის მონაკვეთზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ანუ გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელ გზაზე, 2000-ზე მეტი დაირგო ზოოპარკის უკანა ნაწილში, 12 000 ძირი ზეთისხილი დაირგო მხოლოდ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მსხმოიარე ზეთისხილია, დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და თვითონ დენდროლოგიურ პარკში 50 000 ძირზე მეტი ხე-მცენარე დაირგო, ასე რომ საზოგადოება რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადაადგილდება, ამას სათანადოდ ხედავს, ისევე როგორც ჩვენ მათ პერიოდულად ვაწვდით ამ ინფორმაციას.   ჩვენ მაქსიმალურად ვუახლოვდებით ერთი მილიონი ხის ნიშნულს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შემოდგომაზე საკმაოდ მასშტაბური გამწვანების ღონისძიებებია დაგეგმილი.

რატომ არ დაიწყეთ გენერალური გეგმის განხორციელება მერად დანიშვნისთანავე? სანამ ამის განხორციელება დაიწყება, შემდეგ  სანამ რაიმე შედეგს მივიღებთ, მანამდე უამრავი რამ გაფუჭდა ქალაქში და ალბათ, ამაში მეთანხმებით, იმიტომ რომ ქალაქი ქალაქს აღარ ჰგავს.

ჩვენ დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ თბილისს ექნებოდა განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა, რომლის რეალიზაციაც ძალიან სწრაფად დავიწყეთ, როგორც კი მოვედი დედაქალაქის ხელისუფლებაში. მაგრამ ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გამოვაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი, შესაბამისად, მოხდა შერჩევა, შემდეგ კონსორციუმთან დაიდო ხელშეკრულება და საკუთრივ გენერალური გეგმის მომზადებას წელიწადნახევარი დაჭირდა. ასეც იყო განსაზღვრული. ეს წელიწადნახევარიც გავიდა ახლახანს და დასრულდა გენერალურ გეგმაზე მუშაობა, ასე რომ ჩვენ არც ერთი დღე არ გავჩერებულვართ, ყველა პროცედურა შერჩევა-შეფასება, მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები აბსოლუტურად დროულად და სწორად გავიარეთ და გვაქვს ძალიან მნიშნელოვანი გეგმა.

ნამდვილად შედის გენგეგმაში ელიავას ბაზრობის გადატანა იმ ტერიტორიიდან?

გენერალურ გეგმაში ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული საკმაოდ კონკრეტული წინადადებებია მოცემული, მათ შორის ამ ტერიტორიის სწორ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც არის შემოთავაზებული. როგორც კი დაიწყება გენერალური გეგმის საჯარო განხილვა, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც იქნება დისკუსიები, ისევე როგორც დისკუსიები იქნება სხვა იმ საკვანძო საკითხებზე, რასაც გვთავაზობს გენერალური გეგმა.

გენგეგმის თემას ამოვწურავ აქვე, თქვენი მერობის პერიოდში რამდენჯერმე შეიცვალა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი,  არქიტექტურული თვალსაზრისით, თბილისში საშინელი მდგომარეობაა. ფეხის დასადგმელი ადგილი არ დარჩა გარკვეულ ტერიტორიებზე, ან საერთოდ სასუნთქი ადგილი არ დარჩა. ანუ ვერ აღმოჩნდა ეს სამსახური ისეთი წარმატებული, როგორიც უნდა ყოფილიყო? ფაქტია, ქალაქში ბევრი მახინჯი შენობაა და თბილისი არანაირ არქიტექტურულ სტილში აღარ ჯდება.

ჩვენ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ მივიღეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც ინტენსიობის კოეფიციენტი შეიზღუდა ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ეს არის საბურთალო, ვაკე, მთაწმინდა, კრწანისის და ისნის ერთი ნაწილი, ასევე დიდუბის ერთი ნაწილი, სადაც K2 კოეფიციენტის გადამეტება არ ხდება.  გენგეგმის შემუშავების შემდეგაც არსებული სტანდარტული ინტენსივობა იქნება შენარჩუნებული და ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესში იქნება დაუშვებელი. თუ მშენებლობის ნებართვა მანამდე იყო გაცემული, მანამდე გაცემული მშენებლობის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ამიტომ თუ ძალიან მჭიდრო მშენებლობა მიმდინარეობს ან მოხდა, ეს ძირითადად წინა პერიოდში გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზეა.

ჩვენ გენერალური გეგმის ჯგუფი გვთავაზობს ე. წ. კომპაქტური ქალაქის კონცეფციას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ის უბნები, რომელიც მჭიდროდ არის განაშენიანებული, რჩება ასეთივე მჭიდრო განაშენიანების უბნებად, მაგრამ სხვა უბნები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ესეთი ფორმით განაშენიანებული, ისინი  უნდა განაშენიანდნენ სწორად. კონკრეტული უბნების  რეგულირების გეგმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნება ინტენსივობა, ტრანსპორტის პარკირების ადგილები, შიდა გზები, გამწვანებული სივრცეები და ა. შ. ამიტომ ეს იქნება ამ უბნების შემდგომი სწორი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა.

ამიტომ ქალაქის კომპაქტური ნაწილი დარჩება ასეთად და ის ვისაც სურს და უნდა კომპაქტურ ნაწილში ცხოვრება ისინი, რა თქმა უნდა ამ ნაწილში იცხოვრებენ, ის ვისაც შედარებით უფრო თავისუფალ და სწორად განვითარებულ უბნებში უნდათ ცხოვრება რა თქმა უნდა, ისინი დროთა განმავლობაში ამ უბნებში დაკონცენტრირდებიან.

როგორ ფიქრობთ, თქვენ იყავით კარგი მერი, საშუალო მერი, თუ არც ისე კარგი მერი?

მე საკუთარი თავის შეფასებას არ ვაპირებ. საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით შეფასება და მათ უნდა თქვან, ნდობა, რომელიც გამომიცხადეს, გამართლებულია, ნაწილობრივ გამართლებულია, თუ არ არის გამართლებული.

 მე დიდი სიამოვნებით დაველოდები საზოგადოების შეფასებას და მოვუსმენ მათ რათა, რეალურად მართლაც ვნახო, რამდენად კმაყოფილია საზოგადოება და რამდენად აქვთ მათ  ინფორმაცია და აღქმა იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გავაკეთეთ.

თქვენი პოლიტიკური  გუნდი, პრემიერი, ქართული ოცნების ლიდერები როგორ აფასებდნენ თქვენს საქმიანობას, შენიშვნებს არ გაძლევდნენ?

მე ძალიან ახლო, თბილი და საქმიანი ურთიერთობა მქონდა და მაქვს სამივე პრემიერთან, რომელთა პრემიერობის პერიოდშიც მომიწია მუშაობა. ეს იყო თავდაპირველად ბატონი ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და დღეს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით გარკვეულ საკითხებზე.  ყველა წვრილმანზე, რა თქმა უნდა, არ ვიჯექით და  ვმსჯელობდით, იმიტომ რომ ეს არ არის პრემიერის დონეზე განსახილველი საკითხები, მაგრამ საკვანძო საკითხებზე ერთობლივად ვიღებდით გადაწყვეტილებას. რაღაცა მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა არ გვქონია, მით უმეტეს მე, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე გუნდურად მოთამაშე ადამიანი ვარ, რაც გულისხმობს იმას, რომ გუნდის გადაწყვეტილებების აღსრულება ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასევე გუნდისთვის გარკვეული შეთავაზებების გაკეთება, მათთან ერთად მსჯელობა და დღემდე ვრჩები ასეთ ადამიანად.

სიმართლე გითხრათ მე ვერ გავიგე კარგად თქვენი პასუხი აუდიტის სამსახურის უფროსობაზე, თან დაადასტურეთ, თან არა ეს ინფორმაცია... მედიამ დაწერა, რომ დაადასტურეთ,

არ დამიდასტურებია, უბრალოდ ერთ-ერთმა საინფორმაციო საშუალებამ თქვა, რომ თითქოს დავადასტურე და შესაბამისად, სხვებმაც აიტაცეს. ბუნებრივია მოახლოებულ არჩევნებთან ერთად მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებზე. ასე რომ სხვადასხვა ვარიანტები განიხილება და შესაბამისად, კონსულტაციები გრძელდება, რომელსაც აუცილებლად უნდა დაველოდოთ. როგორც კი კონსულტაციები დასრულდება, აუცილებლად გაიგებთ ამის შესახებ.

ბატონო დავით, ერთ-ერთი სამიზნე უწყება და სამიზნე თანამდებობის პირი ოპოზიციისთვის, ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, იყო მერია და თქვენ.  სხვა სახელმწიფო უწყებებსაც „ურტყამდნენ“ პერიოდულად, მაგრამ თქვენს მიმართ კრიტიკა და თავდასხმები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ ხომ?

თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ? ალბათ ამაზე გიფიქრიათ და ალბათ ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა.

არა მხოლოდ მიფიქრია, პერიოდულად ვაანალიზებდი კიდეც თუ რა იყო თბილისის მერიის მიმართ მუდმივი თავდასხმების და შეტევების საფუძველი და ჰქონდათ თუ არა მათ რეალური საფუძველი ამ შემთხვევაში.

მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევებს თუ გავიხსენებ, როცა კრიტიკის რეალური საფუძველი იყო. სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ინფორმაციებით და მოსაზრებებით გვაკრიტიკებდნენ და ხშირ შემთხვევაში საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ. მე ამ ყველაფერს, 11 საათიანი ტრიბუნის გამოტანის სახელი დავარქვი, როცა მუდმივად  ცდილობდნენ, რომ საკრებულოში გამოეტანათ 11 საათზე ტრიბუნა და გაეკეთებინათ განცხადება. არ ჰქონდა მნიშვნელობა  სწორი იყო თუ არა, ხშირ შემთხვევაში იყო დეზინფორმაცია, რომელზეც მერე ჩვენ უნდა გვემართლებინა თავი.

თუმცა, ავირჩიე სტრატეგია, რომლის მიხედვითაც არასდროს ვიმართლებდი თავს და არ ვამტკიცებდი მათ წინაშე, რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებდით ამ ქალაქში. ავირჩიე სტრატეგია, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ გამეკეთებინა საქმე. ამ სტრატეგიამ ნამდვილად გაამართლა. მიუხედავად მათი კრიტიკისა, მუდმივად უამრავი საქმე კეთდებოდა ჩვენს ქალაქში და სწორედ ეს იყო  თავდასხმის საგანიც. მათ უნდოდათ, რომ ერთ-ერთი ბევრი საქმის მკეთებელი უწყებისთვის  ჩირქი მოეცხოთ, რათა ზოგადად გუნდის პოლიტიკური რეიტინგი დაეწიათ.

როცა თბილისის მერიაში მივედი, მათი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ძალიან ბევრი უსაქმური გავუშვი. დამხვდა ხელოვნურად შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოები დასუფთავების სამსახურში, ტრანსპორტის სამსახურში და სხვა სამსახურებში, რომლებიც დავითხოვეთ, იმიტომ რომ ესეთი სამეთვალყურეო საბჭოები ორი და სამი ათას ლარიანი ხელფასებით საჭირო არ იყო. ასევე იყვნენ მათი ოჯახის წევრებიც, რომლებიც სამსახურებში არ დადიოდნენ და შესაბამისად, ამ ადამიანების დათხოვნაც მომიხდა. ანუ  როცა პირადად მათ, მათ შემოსავლებს, მათი ოჯახის წევრებს შევეხეთ, დაიწყეს ჩვენი გაუთავებელი კრიტიკა.

პირველი 6 თვე, შეიძლება მეტიც,  ჩვენ გარკვეული საბოტაჟის რეჟიმშიც კი გვიწევდა ყოფნა და მუშაობა, მუდმივად ხელს გვიშლიდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი დავძლიეთ და ამის შემდეგ დავიწყეთ ქალაქის სტაბილური განვითარება.

ყველაფერში ტყუოდა თქვენს წინაშე ოპოზიცია? აი, მაგალითად, ნატა ნაზღაიძის ძმის საქმეში თქვენ ცამდე მართალი ხართ?

რა საკვირველია, ცამდე მართალი ვარ და ამაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული. ჩვენ დავეხმარეთ სტიქიით დაზარალებულ და გაჭირვებულ მოქალაქე ჩოხელს, რომელსაც შემდეგ სხვა, მისი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა ნაზღაიძესთან და შესაბამისად, ჩვენ არც ვიცოდით თუ ეს ნაზღაიძე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა იყო. რომც გვცოდნოდა აბსოლუტურად სამართლებრივად სწორად მიმდინარე პროცესის შემთხვევაში ამ პროცესს ჩვენ არ გავაჩერებდით და ვერ გავაჩერებდით.

იყო თუ არა თქვენთვის ყველაზე მძიმე დარტყმა პიროვნულადაც და მერის რანგშიც ჯოკია ბოდოკიას საქმე?

ჯოკია ბოდოკია მუშაობდა პარტიაში, ის იყო თბილისის შტაბში და როცა გადმოვედით დედაქალაქის მერიაში და იყო მისთვის შესაფერისი ადგილი, ბუნებრივია, გადმოვიყვანეთ. მასთან დაკავშირებული საქმე დღემდე გრძელდება, ასე რომ მე კონკრეტული სამართლებრივი შეფასებისგან თავს შევიკავებ.

 თუმცა, ეს კარგად გამოიყენა ოპოზიციამ, მათ შორის, ითქვა ისიც, რომ ის ჩემი სკოლელი იყო და ამიტომ მოვიყვანე, სინამდვილეში არ ყოფილა ჩემი სკოლელი, ვაკელია, თბილისში დაბადებული და გაზრდილია ჩემგან განსხვავებით, თუმცა კარგად გამოიყენეს იმისათვის, რომ მუდმივად ეს თემა ეტრიალებინათ და ამით გარკვეული ჩირქი მოეცხოთ ჩვენთვის, თუმცა, ეს არ გახდა ის თემა, რომელიც  გამოადგათ, ამიტომ შეეშვნენ და სხვა თემები აირჩიეს.

რომელიმე ამ თემაზე, ოპოზიციის ამ კრიტიკაზე, როგორც თქვენ ეძახით 11 საათიანი ტრიბუნების შემდეგ რომელიმე პრემიერს თუ დაურეკავს თქვენთვის და უთქვამს, რა არის, რა ამბავია, ისევ მერიაა დღის წესრიგშიო?

ასეთი ზარი არ მახსოვს, ვინაიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და პრემიერებმაც ყოველთვის იცოდნენ ის, რომ ისინი არაჯანსაღი ოპონენტები იყვნენ ხშირ შემთხვევაში და აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში ცრუობდნენ, ასე რომ იცოდნენ, რომ რაც არ უნდა განცხადება გაეკეთებინათ, ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია.

იმედია,  არ ფიქრობთ, რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთეთ და არაფერი შეცდომა და ხარვეზი არ გქონიათ?

რა საკვირველია, მქონდა ხარვეზები და მქონდა შეცდომებიც, უშეცდომო ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, როცა ამხელა სისტემაზეა საუბარი, სადაც 25 000-მდე ადამიანი მუშაობს, დაწყებული თბილისის დასუფთავების სამსახურის რიგითი თანამშრომლით, მერით დამთავრებული, იქ აბსოლუტურად საათის მექანიზმივით აწყობილი სისტემა ვერ იქნება და ასეთ დროს მენეჯმენტში ყოველთვის არის გარკვეული ხარვეზები, მაგრამ გამოუსწორებელი შეცდომა, რაც დიდ დაღს დაასვამდა ჩვენს ქალაქს, არ მქონია. გარკვეული ხარვეზები ბუნებრივია იყო, ყველა ქალაქშია, თბილისში ახლაც არის და მომავალშიც იქნება, ასე რომ ამისგან დაზღვეული არავინ არის.

თქვენი მერობა როგორ წარმოგიდგენიათ ნატა ფერაძის და ალეკო ელისაშვილის გარეშე?

აბსოლუტურად კარგად წარმომიდგენია და ასე ვთქვათ, თავისუფლად წარმომიდგენია, ასე რომ ...

ალეკო ელისაშვილთან კონფლიქტი როდის შემდეგ დაიწყო? რამე კონკრეტული მიზეზი ჰქონდა თქვენს დაპირისპირებას? პერიოდულად ალეკო ამბობდა, რომ წესიერი ადამიანი ხართ, მერე ამბობდა, რომ საშინელი მერი ხართ...

მე მას საკმაოდ ახლოს ვიცნობდი, ვინაიდან, მისი არაერთი გადაცემის სტუმარი ვყოფილვარ, პირისპირაც გვისაუბრია, წინა რეჟიმის წინააღმდეგ თანამოაზრეებიც ვიყავით. მას შემდეგ, რაც მოვედით დედაქალაქში მე დედაქალაქის მერად და ის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად, ბუნებრივია ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთისგან გაიყო.

მისი მოსაზრებით, სადმე რამე, რამაც შეიძლება რაღაცას ხელი შეუშალოს, არ უნდა აშენდეს, არ უნდა გაკეთდეს, რაც ჩემთვის როგორც ეკონომისტისთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი არის განვითარება და მშენებლობა, რაც მთლიან შიდა პროდუქტში თავის ასე ვთქვათ, სიტყვას ამბობს.

ვგულისხმობ იმას, რომ დამატებით ადამიანებს ასაქმებს, რაც ბიუჯეტში შემოსავლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ბიუჯეტში შემოსულმა ამდაგვარმა შემოსავლებმა უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ქალაქში სხვადასხვა პროგრამები და პროექტები განვახორციელოთ. მას მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა ძალიან პრინციპული მოსაზრებები და ვთქვათ, რაღაცების სათანადოდ, ალბათ, შეფასება-გადმოცემა უჭირდა, თუმცა, მან იცის ის, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ ისე როგორც წესი და რიგია, არასდროს დავარღვევ კანონს და არასდროს ჩავერთვები კორუფციაში.  უთქვამს კიდეც, რომ ამ თვალსაზრისით ის კარგად მიცნობს, მაგრამ როცა რაღაცა საკითხების გაჩერებაზეა საუბარი, ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსებზე ვიდექით და დღემდე ასე ვართ.

თქვენ არ ჩაერთვებით კორუფციაში და შეიძლება ეს ალეკომაც იცის და ბევრმა ადამიანმა, ვისაც თქვენთან წარსულში შეხების წერტილი ჰქონია, მაგრამ რატომ გამორიცხავთ, რომ თქვენი არ ჩარევა სხვა რგოლების არ ჩარევასაც ნიშნავს, მერია ხომ არ არის პატარა სტრუქტურა, რომელსაც უცებ გადახედავ და ყველას გააკონტროლებ?

არსებობენ მაკონტროლებელი ორგანოები იმისათვის, რომ ადევნონ თვალყური ჩინოვნიკების სამართლებრივ ქმედებას და იყო კიდეც რამდენიმე შემთხვევა, აქ დასამალი არაფერი არ არის, როცა მერიის ცალკეული თანამდებობის პირების დაკავება მოხდა, როცა ისინი გარკვეულ გადაცდომებში იყვნენ შემჩნეულნი. ძალიან ეფექტურად მუშაობდნენ შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც გვეხმარებიან და გვეხმარებოდნენ იმაში, რომ ვინმეს კანონი არ დაერღვია და ქალაქის კუთვნილი სიკეთეები, პირადი მიზნებისთვის არ გამოეყენებინა. ასე რომ, ასეთი რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, რამაც ჩვენ საშუალება მოგვცა უფრო თავისუფლად და თამამად გვემუშავა და გვემოქმედა, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ გარე თვალი, მაკონტროლებელი ორგანოები ამას არ დაუშვებდნენ და რამდენიმე ადამიანის დაკავებაც მოხდა.

თქვენ გქონდათ შესაძლებლობა გამხდარიყავით ყველასთვის საყვარელი მერი, ყველაზე მისაღები და ოპოზიცია ვერასდროს ვერაფერს დაგაკლებდათ, თუ „სითი პარკს“ მოაცილებდით თბილისს თავიდან. რატომ არ გააკეთეთ ეს?

ყველასთვის საყვარელი მერი არ არსებობს, ეს მხოლოდ თეორიული ცნებაა...

მაგრამ აქ დიდი შანსი იყო.

„სითი პარკის“, ასე ვთქვათ, გაძევება ჩვენს ქალაქს დაუჯდებოდა 25 მილიონი ლარი, რასთან დაკავშირებითაც პოლიტიკური გადაწყვეტილება არც ისე მარტივია. ბუნებრივია, დაისმევა და ისმის კითხვა, რისთვის უნდა მოგვეკლო ეს 25 მილიონი ლარი, რომ „სითი პარკისთვის“ მიგვეცა და გაგვეძევებინა ქალაქიდან?! ასევე მეორე კითხვა, რომელსაც მე ვსვამ არის ის, რომ რატომ უნდა გავატანოთ კიდევ 25 მილიონი ლარი „სითი პარკს“, რომელსაც არანაირი ინვესტიცია ჩვენს ქალაქში არ განუხორციელებია, გარდა ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეში ჩაძრომისა და ჯიბიდან ფულის ამოღებისა.

მეორეს მხრივ, „სითი პარკი“ რომც გაგვეძევებინა, ჩვენ აუცილებლად სხვა კომპანია უნდა შემოგვეყვანა, რომელსაც უნდა ემართა პარკირების სისტემა, თბილისის მერია ვერ იქნებოდა ეფექტიანი მმართველი პარკირების სისტემისა, ამიტომ იმ კომპანიის მიმართაც, რომელსაც ჩვენ შემოვიყვანდით საზოგადოების დამოკიდებულება იქნებოდა დაახლოებით ადეკვატური ან მაინც ყოველ შემთხვევისთვის, ნეგატიურად განწყობილი. ასე რომ, მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვეჭიდავეთ.

როგორც კი თქვენგან ეს ფრაზა მოვისმინე, იმ წუთიდან მაინტერესებდა ეს ამბავი, დიდი ხანია გიცნობთ, როგორც ექსპერტს, როგორც რეპოდენტს და არასდროს თქვენგან მსგავსი რამ არ მსმენია... ეს „ვირიშვილო მაიმუნო“ რა იყო ბატონო დავით?

ეს იყო ალბათ იმ გარკვეული დაგროვებული ნეგატიური მუხტის შედეგი, რომელიც იმ პერიოდში ტრიალებდა. საერთოდ, ჩემი სტილი არ არის ხმააწეული ლაპარაკი, ლანძღვა-გინება, ჩემი სტილია ადამიანური ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობა უნდა გქონდეს საქმიანად. თუმცა, როცა შენ მაქსიმალურს აკეთებ, როცა ძალიან ბევრ ხეს რგავ ქალაქში, როცა მართლა გულით ზრუნავ იმაზე, რომ საქმე გააკეთო და ასე ვთქვათ, იარო ღირსეულად ქალაქში და ამ დროს ვიღაცა კომისიის სხდომაზეა დაძახებული და ერთ ადგილს, ბოდიშით ამ გამოთქმისთვის, წამოდებს მაგიდაზე და დაიწყებს უსაფუძვლო კრიტიკას, ძალიან ძნელია გაჩერდე და შესაბამისად, ჩემი რეაგირებაც იყო ის, რაზეც მე წინასწარ არ მიფიქრია და რაღაცნაირად არ დამიგეგმია, რომ მეთქვა მაიმუნო ვირიშვილო.  შეიძლება ითქვას, რომ წამომცდა და რადგან წამომცდა, ბოდიში მოვიხადე კიდეც.

მმართველ გუნდს რომ შემოეთავაზებინა თქვენ დათანხმდებოდით მეორე ვადით  მერობას? საინტერესო საქმეა ეს? იცის ამან აზარტში შეყვანა?

ნამდვილად აზარტული საქმეა, რომელიც მუდმივად შედეგიანია და შესაბამისად, არასდროს გაძლევს საშუალებას, რომ მხართეძოზე წამოწვე და დაისვენო, ჩვენთან დღისითაც კეთდება საქმე და ღამითაც კეთდება საქმე, როცა ღამე ქალაქს სძინავს. ძალიან ბევრი მეგზევე აგებს გზას, მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუშაობენ ღამე გვირაბებში უსაფრთხოებისთვის, დილას, 4 საათიდან დგებიან დასუფთავების თანამშრომლები და მე ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ღამის 12 საათზე, 1-ელზე, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო გვიანაც, გამოვსულვარ სამსახურიდან და ვიდრე სახლში მივიდოდი, შემივლია და მინახავს საგზაო პროექტები, ჩავსულვარ მეტროში, მისაუბრია მეტროს ღამის თანამშრომლებთან, გამიჩერებია დილაუთენია ქუჩაზე და გავსაუბრებივარ მეგზევეს, რომელიც გზას აგებდა, ან მეეზოვეს, რომელიც ეზოს, ქუჩას ალაგებდა და ა. შ. და რეალურად მათი სატკივარი, მათი მოსაზრება მომისმენია, შემიქია ისინი, რაღაცა ადამიანურად მითანაგრძნია მათთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათგანი ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებს და არ არის მაინცდამაინც ადეკვატური ის ანაზღაურება, რომელსაც 700-800 ლარის ოდენობით იღებს თვიდან თვემდე.

 ზოგიერთი თანამშრომელი უფრო ნაკლებსაც კი იღებს ჩვენს სისტემაში, როცა ასეთ სისტემაში გიწევს მუშაობა, ეს ერთი მხრივ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მეორე მხრივ, ძალიან დიდი გამოწვევაა და როცა პასუხისმგებლობასა და გამოწვევას შორის ხარ, იქ აუცილებლად საქმეს აკეთებ, ამიტომ დავფიქრდებოდი, თუ იქნებოდა შემოთავაზება მეორე ვადით კენჭისყრის შემთხვევაში, თუმცა, ალბათ, მაინც ჩემი გადაწყვეტილება იქნებოდა უარყოფითი, იმიტომ რომ ქალაქი არის კრიტიკული, შესაბამისად, კრიტიკული ქალაქის და თანამოქალაქეების პირობებში მეორე ვადით არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივი იქნებოდა.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გკითხულობთ ხოლმე?  გირეკავთ ხოლმე, დათო, რას შვები, როგორ ხარო?

ბუნებრივია, ურთიერთობა გვქვს, სხვადასხვა ღონისძიებებზე ვხვდებით ერთმანეთს ვულოცავთ სხვადასხვა დღესასწაულებს. გვაქვს ძალიან უშუალო და თბილი ურთიერთობა. 

მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან

16 ნოემბერი, 2017

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან imedi.ge The post როგორ უნდა მოიქცეს მშობელი როდესაც ბავშვი არ იძინებს – რჩევები ფსიქოლოგისგან და პედიატრისგან appeared first on jandacva.ge.

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ნოემბერი, 2017

20 ნოემბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ გორში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

''მაქსიმალურად შევეცადე, ხელი არ დამეკლო თბილისისთვის“ - ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

''მაქსიმალურად შევეცადე, ხელი არ დამეკლო თბილისისთვის“ - ინტერვიუ დავით ნარმანიასთან
10:17 | 15 აგვისტო, 2017

ავტორი: ადმინისტრატორი