ირანი სარაკეტო პროგრამების განვითარებისთვის 520 მილიონ დოლარს გამოყოფს

ადმინისტრატორი

ირანის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ანტი-ამერიკული კანონი მიიღო, რომლის ერთ-ერთი დებულება სარაკეტო პროგრამების განვითარებას და მისი დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნული არ არის, ზუსტად რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე, თუმცა გამოცემა The Daily Sabbah იტყობინება, რომ ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განსავითარებლად, ასევე საზღვარგარეთ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ოპერაციის გასაფართოებლად, 520 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება.

დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 247 დეპუტატიდან 240-მა დაუჭირა. "ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია", - ციტირებს გამოცემა სპიკერის ალი ლარიჯანის განცხადებას.

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ხობში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

14 დეკემბერი, 2017

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის...

მეტი

ირანი სარაკეტო პროგრამების განვითარებისთვის 520 მილიონ დოლარს გამოყოფს

ირანი სარაკეტო პროგრამების განვითარებისთვის 520 მილიონ დოლარს გამოყოფს
12:32 | 13 აგვისტო, 2017

განცხადებაში აღნიშნული არ არის, ზუსტად რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე, თუმცა გამოცემა The Daily Sabbah იტყობინება, რომ ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განსავითარებლად, ასევე საზღვარგარეთ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ოპერაციის გასაფართოებლად, 520 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება.

დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 247 დეპუტატიდან 240-მა დაუჭირა. "ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია", - ციტირებს გამოცემა სპიკერის ალი ლარიჯანის განცხადებას.

ავტორი: ადმინისტრატორი