ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოსაძიებლად, გაერო-ს ექსპერტები სირიას ეწვევიან

ადმინისტრატორი

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა და გაერო-ს წარმომადგენლები სირიაში გაემგზავრებიან, რათა პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი გამოიძიონ. ინფორმაციას სააგენტო Associated Press სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფეისალა მეკდადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური დელეგაცია სირიაში 10 დღის განმავლობაში ჩავა.

"დამასკო ხელს შეუწყობს ექსპერტებს, ამა წლის 4 აპრილს ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი გამოიძიონ, რომლის დროსაც სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 80 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ დელეგაციას გამოძიებაში ვეხმარებით. ისინი იმ ადგილს შეისწავლიან, სადაც სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მოხდა", - განაცხადა მან.

4 აპრილს ადამიანთა უფლებადაცვის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 58 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვი.

ადამიანთა უფლებადამცველების განცხადებით, თავდასხმა სირიის მთავრობის ან "რუსი მებრძოლების" მიერ განხორციელდა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა ის ადგილი დაბომბეს, სადაც ტერორისტები იარაღს ინახავდნენ, მათ შორისაა სხვადასხვა წარმოების ბომბები და ტოქსიკური ნივთიერებები.

მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების რეალურ სტატისტიკაზე

19 ოქტომბერი, 2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების რეალურ სტატისტიკაზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა. Jandacvis Saministro The post დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების...

მეტი

ბენო გეგეჭკორი:

ბენო გეგეჭკორი: "ჩვენი ოპონენტის ბრიფინგი არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი"

20 ოქტომბერი, 2017

,,ნაციონალური მოძრაობის,, თელავის მერობის კანდადატის ბრალდებებს პროვოკაციული და უსაფუძვლო უწოდეს ,,ქართული ოცნების,, შტაბში სადაც განაცხადეს, რომ რუისპირში საარჩევნო უბანი სოფლის კლუბში მდებარეობს, რომლის ფოეშიც საჯაროდ...

მეტი

ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოსაძიებლად, გაერო-ს ექსპერტები სირიას ეწვევიან

ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოსაძიებლად, გაერო-ს ექსპერტები სირიას ეწვევიან
10:45 | 13 აგვისტო, 2017

ოფიციალური დელეგაცია სირიაში 10 დღის განმავლობაში ჩავა.

"დამასკო ხელს შეუწყობს ექსპერტებს, ამა წლის 4 აპრილს ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი გამოიძიონ, რომლის დროსაც სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 80 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ დელეგაციას გამოძიებაში ვეხმარებით. ისინი იმ ადგილს შეისწავლიან, სადაც სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მოხდა", - განაცხადა მან.

4 აპრილს ადამიანთა უფლებადაცვის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 58 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვი.

ადამიანთა უფლებადამცველების განცხადებით, თავდასხმა სირიის მთავრობის ან "რუსი მებრძოლების" მიერ განხორციელდა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა ის ადგილი დაბომბეს, სადაც ტერორისტები იარაღს ინახავდნენ, მათ შორისაა სხვადასხვა წარმოების ბომბები და ტოქსიკური ნივთიერებები.

ავტორი: ადმინისტრატორი