დღეს ქალაქ ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩატარდა.

ადმინისტრატორი

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორის, პროფესორის ისმეთ-დინდარ მიქელაძის, ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის  ნინო ქაჯაიას და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით  მოსახლეობას მედიცინის სხვადასხვა სფეროში უფასო  კონსულტაციები გაეწია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

გარდა კონსულტაციებისა, მოქალაქეებს  სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკა და ექოსკოპიური კვლევები უახლესი აპარატურით ჩაუტარდა. სამედიცინო აქციაში  ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძეც ჩაერთო და მოსახლეობასთან ერთად ექოსკოპიური კვლევა თავადაც ჩაიტარა.

როგორც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომაც,  ქალაქის მერია აქტიურად აგრძელებს აღნიშნული ტიპის აქციების ორგანიზებას და  სოციალური მიმართულებით მოქალაქეებზე ზრუნვას.

წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ორგანიზებას უფასო სამედიცინო აქციას უწევს და პრიორიტეტს ყოველთვის კვალიფიციურ კლინიკებსა და მაღალპროფესიონალი ექიმებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ანიჭებს.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ხობში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

14 დეკემბერი, 2017

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის...

მეტი

დღეს ქალაქ ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩატარდა.

დღეს ქალაქ ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩატარდა.
15:21 | 12 აგვისტო, 2017

გარდა კონსულტაციებისა, მოქალაქეებს  სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკა და ექოსკოპიური კვლევები უახლესი აპარატურით ჩაუტარდა. სამედიცინო აქციაში  ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძეც ჩაერთო და მოსახლეობასთან ერთად ექოსკოპიური კვლევა თავადაც ჩაიტარა.

როგორც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომაც,  ქალაქის მერია აქტიურად აგრძელებს აღნიშნული ტიპის აქციების ორგანიზებას და  სოციალური მიმართულებით მოქალაქეებზე ზრუნვას.

წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ორგანიზებას უფასო სამედიცინო აქციას უწევს და პრიორიტეტს ყოველთვის კვალიფიციურ კლინიკებსა და მაღალპროფესიონალი ექიმებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ანიჭებს.

ავტორი: ადმინისტრატორი