დავით კიკოლაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები დაათვალიერა

ადმინისტრატორი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცის“ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსმა, დავით კიკოლაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა. კიკოლაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონალური შტაბების მუშაობასა და ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს რწყვის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის საკითხის მოგვარება. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვემო ქართლის რეგიონში 2012 წლიდან განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.
 
მსგავსი სიახლეები
დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების რეალურ სტატისტიკაზე

19 ოქტომბერი, 2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების რეალურ სტატისტიკაზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა. Jandacvis Saministro The post დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების...

მეტი

ბენო გეგეჭკორი:

ბენო გეგეჭკორი: "ჩვენი ოპონენტის ბრიფინგი არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი"

20 ოქტომბერი, 2017

,,ნაციონალური მოძრაობის,, თელავის მერობის კანდადატის ბრალდებებს პროვოკაციული და უსაფუძვლო უწოდეს ,,ქართული ოცნების,, შტაბში სადაც განაცხადეს, რომ რუისპირში საარჩევნო უბანი სოფლის კლუბში მდებარეობს, რომლის ფოეშიც საჯაროდ...

მეტი

დავით კიკოლაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები დაათვალიერა

დავით კიკოლაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები დაათვალიერა
11:11 | 12 აგვისტო, 2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა. კიკოლაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონალური შტაბების მუშაობასა და ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს რწყვის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის საკითხის მოგვარება. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვემო ქართლის რეგიონში 2012 წლიდან განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.
 
ავტორი: ადმინისტრატორი