ლოკომოტივის სტადიონზე გულშემატკივრების დაპირისპირების გამო მატჩი ჩაიშალა

ადმინისტრატორი

თბილისში, „ლოკომოტივის“ სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ გულშემატკივრები, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მედიაკომპანიის ცნობით, სამართალდამცავებმა მოახერხეს და „ტორპედოს“ გულშემატკივრები სტადიონიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა. 

გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, მატჩი შეწყვეტილია. ამ დროის მონაცემებით,  „ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:0 ამარცხებს ქუთაისის „ტორპედოს“.

აღნიშნული მატჩი დაწყებიდან რამდენიმე წუთშიც შეჩერდა, ვინაიდან გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მოედანზე პიროტექნიკა გადაყარეს. მატჩის განახლების შემდეგ გულშემატკივრებმა პიროტექნიკა კიდევ ერთხელ გადაყარეს, რასაც უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დადგება თუ არა დღის წესრიგში მატჩის ხელახლა ჩატარების საკითხი და დაჯარიმდება თუ არა მომხდარის გამო რომელიმე კლუბი, აღნიშნულ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

ხობში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა

14 დეკემბერი, 2017

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - „ობოლი სულის ტკივილი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის...

მეტი

ლოკომოტივის სტადიონზე გულშემატკივრების დაპირისპირების გამო მატჩი ჩაიშალა

ლოკომოტივის სტადიონზე გულშემატკივრების დაპირისპირების გამო მატჩი ჩაიშალა
20:30 | 11 აგვისტო, 2017

მედიაკომპანიის ცნობით, სამართალდამცავებმა მოახერხეს და „ტორპედოს“ გულშემატკივრები სტადიონიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა. 

გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, მატჩი შეწყვეტილია. ამ დროის მონაცემებით,  „ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:0 ამარცხებს ქუთაისის „ტორპედოს“.

აღნიშნული მატჩი დაწყებიდან რამდენიმე წუთშიც შეჩერდა, ვინაიდან გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მოედანზე პიროტექნიკა გადაყარეს. მატჩის განახლების შემდეგ გულშემატკივრებმა პიროტექნიკა კიდევ ერთხელ გადაყარეს, რასაც უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დადგება თუ არა დღის წესრიგში მატჩის ხელახლა ჩატარების საკითხი და დაჯარიმდება თუ არა მომხდარის გამო რომელიმე კლუბი, აღნიშნულ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

ავტორი: ადმინისტრატორი