შავგულიძე: საზოგადოების ჩართულობა არ იყო იმ ხარისხის, რომ არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა

იაგო ნაცვლიშვილი

„თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობას აღარ მიიღებენ, - ამის შესახებ პარტიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.

პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „აიპრესი“ პარტიის თავმჯდომარეს შალვა შავგულიძეს ესაუბრა, რომელიც იმ მიზეზებს ხსნის, თუ რატომ მიიღო პარტიამ ეს გადაწყვეტილება.

მთავარ მიზეად კი იმას ასახელებს, რომ პროექტი საზოგადოებრივი პლატფორმად ფორმირებას გულისხმობდა, თუმცა საზოგადოებისგან არ იყო იმ ხარისხის გამოხმაურება, როგორსაც ელოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად მოემზადონ.

იმ ფონზე როდესაც რამდენიმე თვის წინ „რესპუბლიკელებთან“ ერთად საარჩევნო ბლოკის შექმნაზე გააკეთეთ განაცხადი, რატომ გადაწყვიტეთ ასე მოულოდნელად, რომ ამ არჩევნებში აღარ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

საქმე იმაშია, რომ იყო შემოთავაზებული საინტერესო პროექტის სახით იდეა თუ როგორ მიგვეღო ერთობლივად მონაწილეობა ამ არჩევნებში ჩვენ და „რესპუბლიკურ პარტიას“ ამ არჩევნებში. ეს პროექტი რამდენიმე შემადგენელ ნაწილს ითვალისწინებდა, რაც ჩვენთვის საინტერესო გახდა. მივიჩნიეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შევძლებდით არჩევნებში სოლიდურად წარდგენას და დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელებაზე ზრუნვა.

პირველი საფეხური იყო, რომ ჩვენ და „რესპუბლიკელებს“ შეგვექმნა ბლოკი, რომლის რეგისტრირებაც ჯერ არ მოხდარა, თუმცა ჩვენი ეს გადაწყვეტილება გავაცანით საზოგადოებას.

კიდევ რას ითვალისწინებდა პროექტი?

პროექტი ასევე ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენს ბლოკ საზოგადოებისთვის პლატფორმა შეგვათავაზებინა. რაც გულისხმობდა იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სპეციალისტებს ყველას ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და დაინტერესებულია არჩევნებში მონაწილოებით მათთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი საარჩევნო სია არაპარტიული ადამიანებისათვის. ასევე ერთ-ერთი შემადგენელი იყო, რომ უპარტიო კანდიდატ ალეკო ელისაშვილისათვის გამოგვეხატა მხარდაჭერა და ყოფილიყო ურთიერთმხარდაჭერა და ამ ფონზე წაგვემართა საარჩევნო კამპანია. ასევე სხვა შემადგენელი ნაწილები ჰქონდა ამ პროექტს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გახდა ამ ყველაფრის რეალიზება შესაძლებელი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ვერ გახდა შესაძლებელი როგორც „თავისუფალი დემოკრატებისაგან“ ისე „რესპუბლიკელებისაგან“ დამოუკიდებლ მიზეზთა გამო. არცერთ ამ პარტიას ერთმანეთის წინაშე ან სხვათა წინაშე არ გვქონია პირობები დადებული.

მე ახლა არ მინდა საუბარი იმ სხვა იდეებზე, რომელსაც პროექტი ითვალისწინებდა, ვინაიდან ეს არის ის არსენალი, საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, რაზეც ერთად ვართ ჩამოყალიბებულები ჩვენ და „რესპუბლიკელები“. არ მინდა, რომ ეს გავახმოვანო, რადგან ის შეიძლება გამოვიყენოთ ერთობლივად ან ცალ-ცალკე შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რა გახდა მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისა, რომ დასახული გეგმა ვერ განახორცილეთ? ვინ ან რამ შეგიშალათ ხელი მის განხორციელებაში?

საზოგადოების ჩართულობა ვერ მოხდა ისეთი ხარისხით, რომ მას შეეძინა პოლიტიკური წონა. სამწუხაროდ საზოგადოების წარმომადგენელთა შორის ნაკლები დაინტერესება ჰპოვა. ამან  გამოხმაურებაჰპოვა, მაგრამ არა საკმარისი რაოდენობით.

ასევე გაჭიანურდა კომუნიკაცია ალეკო ელისაშვილთან და იქ გარკვეულ პირობებზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერც მივედით, მაგრამ ეს არ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მით უფრო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ერთ-ერთი შემადგენელი იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი. სხვა საკითხებიც ვერ რეალიზდა და უკვე არჩევნები კარს მოგვადგა. საჭირო გახდება მალე რეგისტრირება და ამ ყველაფრის ფორმალიზება, ამიტომ დავდექით იმ მოცემულობის წინაშე, რომ ამ პროექტის გარეშე რამდენად მიზანშეწონილია არჩევნებში მონაწილეობა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიჩნია, რომ მაინც მიზანშეწონილია, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მივიჩნიეთ, რომ იმ მოცემულობის გარეშე რის გამოც ბლოკი შევქმენით აღარ არის მიზანშეწონილი.

მოგეხსენებათ 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარტია მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. ბევრმა ლიდერმა დატოვა პარტია. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, მაგრამ ამაზე საუბარი ახლა არაა საინტერესო. პარტია დადგა ადამიანური რუსუსრის, ფინანსური საკითხებისა თუ ინფრასტრუქტურული რესურსის არასაკმარისობის წინაშე. დიდი კითხვის ნიშანი იყო შევძლებდით თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლას. უპირველესი ამოცანა პარტიის გადარჩენა იყო, ჩვენ ვთვლით რომ ეს ამოცანა არსებითად გადავწყვიტეთ. პრობლემების მიუხედავად „თავისუფალი დემოკრატები“ დავრჩით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საკმაოდ აქტიურად. მომავალში კიდევ უფრო მეტი აქტიურობით ვიქნებით წარმოდგენილი. არ მინდა საზოგადოებამ მიიჩნიოს, რომ თუნდაც დროებით პოლიტიკური ცხოვრების მიღმა დარჩენას ვაპირებთ. ეს ასე არაა.

აქტიურად ვიყავით ჩართულები საკონსტიტუციო საკითხებზე, ახლაც კანონპროექტი მოვამზადეთ პოლიტიკური პარტიის ოკუპანტ ქვეყანასთან რეგულირების საკითხზე. გვაქვს სხვა მოსაზრებებიც. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს დასავლელი ქვეყნების შესაბამის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ. საზოგადოება ვერ დაინახავს, რომ ამ არჩევნების გამოტოვებით „თავისუფალი დემოკრატები“ ცოტა ხნით გაეთიშა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის საკითხში, ვინაიდან ჩვენ დავდექით ამ სამწუხარო რეალობის წინაშე, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არის შემდგარი ფაქტი და ის ჯერ კიდევ დასაცავი გვაქვს. ამაზე მეტყველებს რუსეთის აგრესიული ქმედებები. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ასეევე ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლებრივ სახემწიფოდ ჩამოყალიბების საკითხში. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ძალების მოკრება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება.

თქვენ გყავთ თქვენი ელექტორატი. იმის მიუხედავად, რომ არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში ხომ არ მოუწოდებთ თქვენს ამომრჩეველს, რომ რომელიმე კონკრეტულ პარტიას დაუჭიროს მხარი თვითმმართველობის არჩევნებზე?

არა. რომელიმე პარტიის მიმართ მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ. მთლიანად საზოგადოებას მოვუწოდებთ და გულწრფელად ვუსურვებთ, რომ ყველა პრინციპი დაიცვას და ეს იყოს პროდასავლური, ვინაიდან ჩვენ მომავალს მხოლოდ დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან სრულფასოვან ინტეგრაციაში ვხედავთ. ასეთ ძალებს და კანდიდატებს ვუსურვებთ წარმატებას ამ არჩევნებში. დანარჩენს ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს.

აღნიშნეთ, რომ 2020 წლისთვის მოემზადებით აქტიურად საპარლამენტო არჩევნებისთვის. თავის დროზე როდესაც ირაკლი ალასანიამ დატოვა პოლიტიკა აღნიშნა, რომ დროებით გადის პოლიტიკიდან. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ 2020 წლისთვის ალასანია დაბრუნდება პარტიაში?

არა. კონკრეტულად ასეთი პირობა ირაკლი ალასანიასგან არ ყოფილა. ის ამ ეტაპზე არ არის პოლიტიკაში. რა მოხდება მომავალში, ამის თქმა ახლა რთულია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ბოლო პერიოდში აღარ გქონიათ კომუნიკაცია მასთან?

სიმართლე გითხრათ საკმაოდ დიდი ხანია ალასანიას პირადად აღარ შევხვედრივარ. გარკვეული პერიოდულობით სატელეფონო მოკითხვის დონეზე კომუნიკაცია გვაქვს. მაგრამ ეს არ ეხება პარტიულ საქმიანობას. ეს არის კომუნიკაცია პირადი, ადამიანური ურთიერთობის სახით.

მსგავსი სიახლეები
ასაკით პენსიონერების პენსიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაახლოებით 131 მილიონი ლარი გაიცემა

17 აგვისტო, 2017

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 აგვისტო, 2017

18 აგვისტოს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისის ავტომშენებლის, ბუკიას, ზ. ჭავჭავაძის, ტოლსტოის, ლეჟავას, მუსხელიშვილის, ვოლგოგრადის, ც. დადიანის, კ. მესხის, ჩხობაძისა და ბელინსკის ქუჩის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,-...

მეტი

შავგულიძე: საზოგადოების ჩართულობა არ იყო იმ ხარისხის, რომ არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა

შავგულიძე: საზოგადოების ჩართულობა არ იყო იმ ხარისხის, რომ არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა
18:45 | 11 აგვისტო, 2017

პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „აიპრესი“ პარტიის თავმჯდომარეს შალვა შავგულიძეს ესაუბრა, რომელიც იმ მიზეზებს ხსნის, თუ რატომ მიიღო პარტიამ ეს გადაწყვეტილება.

მთავარ მიზეად კი იმას ასახელებს, რომ პროექტი საზოგადოებრივი პლატფორმად ფორმირებას გულისხმობდა, თუმცა საზოგადოებისგან არ იყო იმ ხარისხის გამოხმაურება, როგორსაც ელოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად მოემზადონ.

იმ ფონზე როდესაც რამდენიმე თვის წინ „რესპუბლიკელებთან“ ერთად საარჩევნო ბლოკის შექმნაზე გააკეთეთ განაცხადი, რატომ გადაწყვიტეთ ასე მოულოდნელად, რომ ამ არჩევნებში აღარ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

საქმე იმაშია, რომ იყო შემოთავაზებული საინტერესო პროექტის სახით იდეა თუ როგორ მიგვეღო ერთობლივად მონაწილეობა ამ არჩევნებში ჩვენ და „რესპუბლიკურ პარტიას“ ამ არჩევნებში. ეს პროექტი რამდენიმე შემადგენელ ნაწილს ითვალისწინებდა, რაც ჩვენთვის საინტერესო გახდა. მივიჩნიეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შევძლებდით არჩევნებში სოლიდურად წარდგენას და დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელებაზე ზრუნვა.

პირველი საფეხური იყო, რომ ჩვენ და „რესპუბლიკელებს“ შეგვექმნა ბლოკი, რომლის რეგისტრირებაც ჯერ არ მოხდარა, თუმცა ჩვენი ეს გადაწყვეტილება გავაცანით საზოგადოებას.

კიდევ რას ითვალისწინებდა პროექტი?

პროექტი ასევე ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენს ბლოკ საზოგადოებისთვის პლატფორმა შეგვათავაზებინა. რაც გულისხმობდა იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სპეციალისტებს ყველას ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და დაინტერესებულია არჩევნებში მონაწილოებით მათთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი საარჩევნო სია არაპარტიული ადამიანებისათვის. ასევე ერთ-ერთი შემადგენელი იყო, რომ უპარტიო კანდიდატ ალეკო ელისაშვილისათვის გამოგვეხატა მხარდაჭერა და ყოფილიყო ურთიერთმხარდაჭერა და ამ ფონზე წაგვემართა საარჩევნო კამპანია. ასევე სხვა შემადგენელი ნაწილები ჰქონდა ამ პროექტს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გახდა ამ ყველაფრის რეალიზება შესაძლებელი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ვერ გახდა შესაძლებელი როგორც „თავისუფალი დემოკრატებისაგან“ ისე „რესპუბლიკელებისაგან“ დამოუკიდებლ მიზეზთა გამო. არცერთ ამ პარტიას ერთმანეთის წინაშე ან სხვათა წინაშე არ გვქონია პირობები დადებული.

მე ახლა არ მინდა საუბარი იმ სხვა იდეებზე, რომელსაც პროექტი ითვალისწინებდა, ვინაიდან ეს არის ის არსენალი, საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, რაზეც ერთად ვართ ჩამოყალიბებულები ჩვენ და „რესპუბლიკელები“. არ მინდა, რომ ეს გავახმოვანო, რადგან ის შეიძლება გამოვიყენოთ ერთობლივად ან ცალ-ცალკე შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რა გახდა მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისა, რომ დასახული გეგმა ვერ განახორცილეთ? ვინ ან რამ შეგიშალათ ხელი მის განხორციელებაში?

საზოგადოების ჩართულობა ვერ მოხდა ისეთი ხარისხით, რომ მას შეეძინა პოლიტიკური წონა. სამწუხაროდ საზოგადოების წარმომადგენელთა შორის ნაკლები დაინტერესება ჰპოვა. ამან  გამოხმაურებაჰპოვა, მაგრამ არა საკმარისი რაოდენობით.

ასევე გაჭიანურდა კომუნიკაცია ალეკო ელისაშვილთან და იქ გარკვეულ პირობებზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერც მივედით, მაგრამ ეს არ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მით უფრო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ერთ-ერთი შემადგენელი იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი. სხვა საკითხებიც ვერ რეალიზდა და უკვე არჩევნები კარს მოგვადგა. საჭირო გახდება მალე რეგისტრირება და ამ ყველაფრის ფორმალიზება, ამიტომ დავდექით იმ მოცემულობის წინაშე, რომ ამ პროექტის გარეშე რამდენად მიზანშეწონილია არჩევნებში მონაწილეობა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიჩნია, რომ მაინც მიზანშეწონილია, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მივიჩნიეთ, რომ იმ მოცემულობის გარეშე რის გამოც ბლოკი შევქმენით აღარ არის მიზანშეწონილი.

მოგეხსენებათ 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარტია მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. ბევრმა ლიდერმა დატოვა პარტია. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, მაგრამ ამაზე საუბარი ახლა არაა საინტერესო. პარტია დადგა ადამიანური რუსუსრის, ფინანსური საკითხებისა თუ ინფრასტრუქტურული რესურსის არასაკმარისობის წინაშე. დიდი კითხვის ნიშანი იყო შევძლებდით თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლას. უპირველესი ამოცანა პარტიის გადარჩენა იყო, ჩვენ ვთვლით რომ ეს ამოცანა არსებითად გადავწყვიტეთ. პრობლემების მიუხედავად „თავისუფალი დემოკრატები“ დავრჩით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საკმაოდ აქტიურად. მომავალში კიდევ უფრო მეტი აქტიურობით ვიქნებით წარმოდგენილი. არ მინდა საზოგადოებამ მიიჩნიოს, რომ თუნდაც დროებით პოლიტიკური ცხოვრების მიღმა დარჩენას ვაპირებთ. ეს ასე არაა.

აქტიურად ვიყავით ჩართულები საკონსტიტუციო საკითხებზე, ახლაც კანონპროექტი მოვამზადეთ პოლიტიკური პარტიის ოკუპანტ ქვეყანასთან რეგულირების საკითხზე. გვაქვს სხვა მოსაზრებებიც. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს დასავლელი ქვეყნების შესაბამის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ. საზოგადოება ვერ დაინახავს, რომ ამ არჩევნების გამოტოვებით „თავისუფალი დემოკრატები“ ცოტა ხნით გაეთიშა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის საკითხში, ვინაიდან ჩვენ დავდექით ამ სამწუხარო რეალობის წინაშე, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არის შემდგარი ფაქტი და ის ჯერ კიდევ დასაცავი გვაქვს. ამაზე მეტყველებს რუსეთის აგრესიული ქმედებები. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ასეევე ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლებრივ სახემწიფოდ ჩამოყალიბების საკითხში. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ძალების მოკრება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება.

თქვენ გყავთ თქვენი ელექტორატი. იმის მიუხედავად, რომ არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში ხომ არ მოუწოდებთ თქვენს ამომრჩეველს, რომ რომელიმე კონკრეტულ პარტიას დაუჭიროს მხარი თვითმმართველობის არჩევნებზე?

არა. რომელიმე პარტიის მიმართ მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ. მთლიანად საზოგადოებას მოვუწოდებთ და გულწრფელად ვუსურვებთ, რომ ყველა პრინციპი დაიცვას და ეს იყოს პროდასავლური, ვინაიდან ჩვენ მომავალს მხოლოდ დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან სრულფასოვან ინტეგრაციაში ვხედავთ. ასეთ ძალებს და კანდიდატებს ვუსურვებთ წარმატებას ამ არჩევნებში. დანარჩენს ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს.

აღნიშნეთ, რომ 2020 წლისთვის მოემზადებით აქტიურად საპარლამენტო არჩევნებისთვის. თავის დროზე როდესაც ირაკლი ალასანიამ დატოვა პოლიტიკა აღნიშნა, რომ დროებით გადის პოლიტიკიდან. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ 2020 წლისთვის ალასანია დაბრუნდება პარტიაში?

არა. კონკრეტულად ასეთი პირობა ირაკლი ალასანიასგან არ ყოფილა. ის ამ ეტაპზე არ არის პოლიტიკაში. რა მოხდება მომავალში, ამის თქმა ახლა რთულია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ბოლო პერიოდში აღარ გქონიათ კომუნიკაცია მასთან?

სიმართლე გითხრათ საკმაოდ დიდი ხანია ალასანიას პირადად აღარ შევხვედრივარ. გარკვეული პერიოდულობით სატელეფონო მოკითხვის დონეზე კომუნიკაცია გვაქვს. მაგრამ ეს არ ეხება პარტიულ საქმიანობას. ეს არის კომუნიკაცია პირადი, ადამიანური ურთიერთობის სახით.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი