გურამიშვილის გამზირზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ადმინისტრატორი

8-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნაძალადევის რაიონში,  გურამიშვილის 4 ნომერში  შენდება.

ახალი შენობა მოქმედი  56-ე ბაღის ეზოში განთავსდება.  ეზოს ტერიტორიული ფართობიდან გამომდინარე, რომელიც 7000 კვადრატული მეტრია, ბაღების მართვის სააგენტომ იქ  ახალი ბაღის მშენებლობის გადაწყეტილება მიიღო.

სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო.

„დაიწყო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებლებს მოემსახურება. იმის გამო, რომ, აქვე, ეზოში არსებულ 56-ე ბაღზე მოთხოვნა საკმაოდ დიდიაა, ბაღი კი საკმარისი რაოდენობის ბავშვებს ვერ იტევდა,  მის მომიჯნავედ დავიწყეთ ახალი ბაღის მშენებლობა. ბაღის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება და მივიღებთ ყველა იმ ბავშვს, რომელიც ელოდება ახალ ბაღს“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალი საბავშვო ბაღი 2018 წელს გაიხსნება და ის იქნება   მესამე ახალი ბაღი ნაძალადევის რაიონისთვის ბოლო ორი  წლის განმავლობაში.

ბაღში ბაგის 2  და  სამიდან ექვს წლამდე 6 ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 60-მდე ადამიანი.

საბავშვო ბაღი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და 300-მდე ბავშვს მიიღებს.

ღონისძიებაზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტის და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე

14 თებერვალი, 2018

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და...

მეტი

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

გურამიშვილის გამზირზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

გურამიშვილის გამზირზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
12:23 | 11 აგვისტო, 2017

8-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნაძალადევის რაიონში,  გურამიშვილის 4 ნომერში  შენდება.

ახალი შენობა მოქმედი  56-ე ბაღის ეზოში განთავსდება.  ეზოს ტერიტორიული ფართობიდან გამომდინარე, რომელიც 7000 კვადრატული მეტრია, ბაღების მართვის სააგენტომ იქ  ახალი ბაღის მშენებლობის გადაწყეტილება მიიღო.

სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო.

„დაიწყო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებლებს მოემსახურება. იმის გამო, რომ, აქვე, ეზოში არსებულ 56-ე ბაღზე მოთხოვნა საკმაოდ დიდიაა, ბაღი კი საკმარისი რაოდენობის ბავშვებს ვერ იტევდა,  მის მომიჯნავედ დავიწყეთ ახალი ბაღის მშენებლობა. ბაღის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება და მივიღებთ ყველა იმ ბავშვს, რომელიც ელოდება ახალ ბაღს“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალი საბავშვო ბაღი 2018 წელს გაიხსნება და ის იქნება   მესამე ახალი ბაღი ნაძალადევის რაიონისთვის ბოლო ორი  წლის განმავლობაში.

ბაღში ბაგის 2  და  სამიდან ექვს წლამდე 6 ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 60-მდე ადამიანი.

საბავშვო ბაღი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და 300-მდე ბავშვს მიიღებს.

ღონისძიებაზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტის და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

ავტორი: ადმინისტრატორი