მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ადმინისტრატორი

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის მიზნით, ეროვნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 2015 წლის სექტემბერში გლობალურმა საზოგადოებამ დაამტკიცა "მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი" და მდგრადი განვითარების მიზანი, რაც მოუწოდებს ქვეყნებს, რომ დაიცვან, აღადგინონ და ხელი შეუწყონ ხმელეთის ეკოსისტემების მდგრად გამოყენებას, ტყის მდგრად მართვას, გაუდაბნოებასთან ბრძოლას და შეაჩერონ მიწის დეგრადაცია და ბიომრავალფეროვნების კარგვა. გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციისა და გლობალური მექანიზმის (კონვენციის ფინანსური მექანიზმი) მიერ შეიქმნა გლობალური მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს განსაზღვრონ ეროვნული მიზნები მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევისათვის. საქართველოც სხვა ქვეყნებთან ერთად ჩაერთო გლობალურ პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში შექმნილია ეროვნული სამუშაო ჯგუფი. 2017 წლის განმავლობაში ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა. ჯგუფის მიერ შეფასდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობას მიწის რესურსებთან მიმართებაში. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არიან შეხვედრის ფარგლებში შეიმუშავეს ეროვნული მიზნები, რომელიც უზრუნველყოფს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევას.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

მიწის დეგრადაციის  ნეიტრალური ბალანსის მიღწევასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
11:22 | 11 აგვისტო, 2017

 2015 წლის სექტემბერში გლობალურმა საზოგადოებამ დაამტკიცა "მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი" და მდგრადი განვითარების მიზანი, რაც მოუწოდებს ქვეყნებს, რომ დაიცვან, აღადგინონ და ხელი შეუწყონ ხმელეთის ეკოსისტემების მდგრად გამოყენებას, ტყის მდგრად მართვას, გაუდაბნოებასთან ბრძოლას და შეაჩერონ მიწის დეგრადაცია და ბიომრავალფეროვნების კარგვა. გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციისა და გლობალური მექანიზმის (კონვენციის ფინანსური მექანიზმი) მიერ შეიქმნა გლობალური მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს განსაზღვრონ ეროვნული მიზნები მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევისათვის. საქართველოც სხვა ქვეყნებთან ერთად ჩაერთო გლობალურ პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში შექმნილია ეროვნული სამუშაო ჯგუფი. 2017 წლის განმავლობაში ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა. ჯგუფის მიერ შეფასდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობას მიწის რესურსებთან მიმართებაში. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არიან შეხვედრის ფარგლებში შეიმუშავეს ეროვნული მიზნები, რომელიც უზრუნველყოფს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევას.

ავტორი: ადმინისტრატორი