მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა

ადმინისტრატორი

მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის და საჯარიმო სანქციების დაკისრების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკ ავრცელებს.

2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში (სსკ) შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა (დამატებით სსკ-ში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ ეროვნული ბანკის განცხადება). კანონის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება დაიწყო. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას, გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) დაკისრებას გულისხმობს.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
 
ხოლო იმ მომხმარებლებმა, რომელთა მომსახურე კომპანიები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, თავიანთი უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ სასამართლოს. ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m=551 
 
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, სესხის აღების დროს გამოიჩინონ ყურადღება და დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულებას. თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406, - აღნიშნულია განცხადებაში.
დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების რეალურ სტატისტიკაზე

19 ოქტომბერი, 2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების რეალურ სტატისტიკაზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა. Jandacvis Saministro The post დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების...

მეტი

ბენო გეგეჭკორი:

ბენო გეგეჭკორი: "ჩვენი ოპონენტის ბრიფინგი არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი"

20 ოქტომბერი, 2017

,,ნაციონალური მოძრაობის,, თელავის მერობის კანდადატის ბრალდებებს პროვოკაციული და უსაფუძვლო უწოდეს ,,ქართული ოცნების,, შტაბში სადაც განაცხადეს, რომ რუისპირში საარჩევნო უბანი სოფლის კლუბში მდებარეობს, რომლის ფოეშიც საჯაროდ...

მეტი

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა
15:57 | 10 აგვისტო, 2017
2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში (სსკ) შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა (დამატებით სსკ-ში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ ეროვნული ბანკის განცხადება). კანონის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება დაიწყო. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას, გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) დაკისრებას გულისხმობს.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
 
ხოლო იმ მომხმარებლებმა, რომელთა მომსახურე კომპანიები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, თავიანთი უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ სასამართლოს. ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m=551 
 
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, სესხის აღების დროს გამოიჩინონ ყურადღება და დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულებას. თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ადმინისტრატორი