"ნატახტარი" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ერთობლივ პროგრამას წარადგენენ

ადმინისტრატორი

10 აგვისტოს, 10:30 საათზე, "ჯეპრას" კომპეტენციის ცენტრში (მის: თბილისი, მ. ალექსიძის #3) ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება. 

კომპანია "ნატახტარი" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" დაინტერესებულ მხარეებს ერთობლივად მომზადებულ პროგრამას წარუდგენენ. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ ერთობლივი მუშაობის შედეგებზე, შემუშავებულ რეკომენდაციების პაკეტებზე, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ კოალიციის საბჭოს წევრები, "ფონდი ნატახტარის", "ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს", კომპანია "ნატახტარის", ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია "ნატახტარსა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა. ადვოკატობის კამპანია ითვალისწინებდა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.

მსგავსი სიახლეები
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “

19 ოქტომბერი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “ სამედიცინო დაწესებულების მისამართები რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ იხილეთ...

მეტი

ბათუმში ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექცია გაიმართება

20 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 24, 25, 26 ოქტომბერს 13:00 სთ-ზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N328 აუდიტორიაში გაიმართება - საარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, ბიოფიზიკის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის ინგოლფ ბერნარდტის...

მეტი

"ნატახტარი" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ერთობლივ პროგრამას წარადგენენ

"ნატახტარი" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ერთობლივ პროგრამას წარადგენენ
09:09 | 10 აგვისტო, 2017

კომპანია "ნატახტარი" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" დაინტერესებულ მხარეებს ერთობლივად მომზადებულ პროგრამას წარუდგენენ. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ ერთობლივი მუშაობის შედეგებზე, შემუშავებულ რეკომენდაციების პაკეტებზე, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ კოალიციის საბჭოს წევრები, "ფონდი ნატახტარის", "ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს", კომპანია "ნატახტარის", ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია "ნატახტარსა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა. ადვოკატობის კამპანია ითვალისწინებდა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.

ავტორი: ადმინისტრატორი