მეუფე გერასიმე, ზუგდიდის მერი და გიორგი გაბედავა - შეკრება ზუგდიდში, ღვთისმშობლის ტაძარში

ადმინისტრატორი

ამ წუთებში, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში შეხვედრა მიმდინარეობს.

შეკრებილებს შორის არიან: მეუფე გერასიმე,  "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და  გიორგი გაბედავა. ზუგდიდში ელოდებიან საპატრიარქოს სპეციალურ კომისიას, რომელიც არსებული ინფორმაციით, ახლა ხობის ტაძარში იმყოფება. ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ხვდება მრევლს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რა ხდება ზუგდიდში, რა შეხვედრა ტარდება ღვთისმშობლის ტაძარში და რა მისიითაა ჩასული იქ გიორგი გაბედავა? "აიპრესი" ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების გასარკვევად ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას დაუკავშირდა:

- ბატონო მერაბ, ფოტოზე, რომელიც ზუგდიდიდან მოგვაწოდეს, ვხედავთ, რომ საერთო მაგიდასთან სხედან მეუფე გერასიმე, ზუგდიდის მერი, გიორგი გაბედავა. შეგიძლიათ განმიმარტოთ რა ხდება? 

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელახლაა საუბარი კვართთან დაკავშირებულ საკითხებზე, რამაც როგორც ჩანს, საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია. შარშან, შარშანწინ, რამდენჯერმე იდგა ეს საკითხი დღის წესრიგში, რასაც ძალიან ნეგატიური გამოხმაურება ჰქონდა ზუგდიდის საზოგადოების მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ფიქრობდა, რომ შარშან ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა პატრიარქის გადაწყვეტილებით, რომელმაც თქვა, რომ  ეს სიწმინდე დავანებულია ზუგდიდში და მისი გამობრძანება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ, ვლაქერნობის დღესასწაულზე, 15 ივლისს.

სიმართლე გითხრათ, მე დეტალურად არ ვიცი, დღეს რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ერთი რამ, რაც ვიცი, გეტყვით, რომ სპეციალური კომისიის წარმოამდგენლის, მეუფე ვახტანგის ჩამოსვლას ელოდება აქ შეკრებილი საზოგადოება, რომ მისგან მოვისმინოთ, რა იყო მიზეზი საკითხის წამოწევისა.

- მეუფე გერასიმესთან ერთად, მის გვერდით მოლაპარაკების მაგიდაზე ვხედავ გიორგი გაბედავას, რამე კავშირშია ამ თემასთან? სპეციალური კომისიის წარმომადგენელია, ან საპატრიარქოსი?

- მე ინდივიდუალურად ვერ ვისაუბრებ ადამიანებზე, აქ ძალიან ბევრი ადამიანია, ყველას აქვს აქ მოსვლის, და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა. ალბათ უმრავლესობა აქ მოსულია იმისთვის, რომ ამ სიწმინდესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

- ბატონო მერაბ, თქვენ ბრძანდებით ხელისუფლების წარმომადგენელი. ხომ არ დაკავშირებიხართ ან საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ან ეპარქიისასა თუნდაც იმის გასარკვევად, როგორია მათი პოზიცია და საერთოდ რა ხდება?

ჩვენ ვესაუბრებით მღვდელთმთავრებს, ეპარქიის, საპატრიარქოს წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ საქმიან ვითარებაში გაირკვევა რა იყო მიზეზი ამ საკითხის წამოჭრის და მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

მეუფე გერასიმე, ზუგდიდის მერი და გიორგი გაბედავა - შეკრება ზუგდიდში, ღვთისმშობლის ტაძარში

მეუფე გერასიმე, ზუგდიდის მერი და გიორგი გაბედავა - შეკრება ზუგდიდში, ღვთისმშობლის ტაძარში
22:40 | 9 აგვისტო, 2017

შეკრებილებს შორის არიან: მეუფე გერასიმე,  "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და  გიორგი გაბედავა. ზუგდიდში ელოდებიან საპატრიარქოს სპეციალურ კომისიას, რომელიც არსებული ინფორმაციით, ახლა ხობის ტაძარში იმყოფება. ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ხვდება მრევლს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რა ხდება ზუგდიდში, რა შეხვედრა ტარდება ღვთისმშობლის ტაძარში და რა მისიითაა ჩასული იქ გიორგი გაბედავა? "აიპრესი" ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების გასარკვევად ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას დაუკავშირდა:

- ბატონო მერაბ, ფოტოზე, რომელიც ზუგდიდიდან მოგვაწოდეს, ვხედავთ, რომ საერთო მაგიდასთან სხედან მეუფე გერასიმე, ზუგდიდის მერი, გიორგი გაბედავა. შეგიძლიათ განმიმარტოთ რა ხდება? 

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელახლაა საუბარი კვართთან დაკავშირებულ საკითხებზე, რამაც როგორც ჩანს, საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია. შარშან, შარშანწინ, რამდენჯერმე იდგა ეს საკითხი დღის წესრიგში, რასაც ძალიან ნეგატიური გამოხმაურება ჰქონდა ზუგდიდის საზოგადოების მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ფიქრობდა, რომ შარშან ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა პატრიარქის გადაწყვეტილებით, რომელმაც თქვა, რომ  ეს სიწმინდე დავანებულია ზუგდიდში და მისი გამობრძანება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ, ვლაქერნობის დღესასწაულზე, 15 ივლისს.

სიმართლე გითხრათ, მე დეტალურად არ ვიცი, დღეს რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ერთი რამ, რაც ვიცი, გეტყვით, რომ სპეციალური კომისიის წარმოამდგენლის, მეუფე ვახტანგის ჩამოსვლას ელოდება აქ შეკრებილი საზოგადოება, რომ მისგან მოვისმინოთ, რა იყო მიზეზი საკითხის წამოწევისა.

- მეუფე გერასიმესთან ერთად, მის გვერდით მოლაპარაკების მაგიდაზე ვხედავ გიორგი გაბედავას, რამე კავშირშია ამ თემასთან? სპეციალური კომისიის წარმომადგენელია, ან საპატრიარქოსი?

- მე ინდივიდუალურად ვერ ვისაუბრებ ადამიანებზე, აქ ძალიან ბევრი ადამიანია, ყველას აქვს აქ მოსვლის, და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა. ალბათ უმრავლესობა აქ მოსულია იმისთვის, რომ ამ სიწმინდესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

- ბატონო მერაბ, თქვენ ბრძანდებით ხელისუფლების წარმომადგენელი. ხომ არ დაკავშირებიხართ ან საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ან ეპარქიისასა თუნდაც იმის გასარკვევად, როგორია მათი პოზიცია და საერთოდ რა ხდება?

ჩვენ ვესაუბრებით მღვდელთმთავრებს, ეპარქიის, საპატრიარქოს წარმომადგენლებს. ვფიქრობ, რომ საქმიან ვითარებაში გაირკვევა რა იყო მიზეზი ამ საკითხის წამოჭრის და მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება.

ავტორი: ადმინისტრატორი