იაგო ხვიჩია: მგონია, რომ ცესკოს თანამშრომლებსაც "უტყდებათ" ის, რასაც აკეთებენ

იაგო ნაცვლიშვილი

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „აიპრესსს“ განუცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) აბსურდული ხარვეზი დაადგინა. კერძოდ ის, რომ შეგროვებული ხელმოწერების თარიღის გრაფაში ოთხნიშნა რიცხვის ნაცვლად ორნიშნა იყო მითითებული და ასევე ის, რომ მისამართის გრაფა ქალაქის დასახელებით არ იწყებოდა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებენ ამ საკითხის, ან თუნდაც იმ ნორმის სასამართლოში გასაჩივრებას, რომლითაც „გირჩს“ ცესკო ესაუბრება? - ხვიჩია პასუხობს, რომ სასამართლოში სარჩელს არ შეიტანენ.

„ჯერ ვერ მოვახერხეთ, რომ „გირჩის“ შიგნით ეს საკითხი დეტალურად გაგვევლო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს საკითხი უნდა გავასაჩივროთ. ამ დღეების განმავლობაში ვისაც ვესაუბრე, ყველა თვლის რომ არ უნდა გავასაჩივროთ. მთავარი მიზანია, ადამიანებმა დაინახონ რა აბსურდში ვცხოვრობთ. მთავარი პოლიტიკური ორგანო, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება არჩევნებზე ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებას იღებს. არ ვთვლი, რომ ვთქვათ იმ ხალხმა მაგალითად, ვინც ვერ დაინახა პრობლემა თქვენთვის მოცემული ინტერვიუს შემდეგ, ამას დაინახავდა სასამართლოში შეტანილი სარჩელის შემდეგ.

რაც შეეხება საარჩევნო ნორმების შეცვლას. მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა. არ არსებობს საღი აზრის დონეზე დაშვებაც კი, რომ შემდეგ არჩევნებზე ჩვენ შეიძლება გვქონდეს იგივე კანონმდებლობა. გასაგებია ჩვენი წარმოდგენია ცესკოზე, იქ დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციაზე, მათ მიერ კანონის წაკითხვაზე, პრემიების აღებაზე და პენსიების საკუთარ თავზე დანიშვნის მორგებაზე. ამის მიუხედავად მგონია, რომ ამ ხალხსაც კი „უტყდება“ ის, რასაც აკეთებენ. როდესაც ყვებიან ეს გავაკეთეთო, ეს მათთვისაც მძიმეა ადამიანურად. მით უმეტეს, რომ მეორე მხარეს არის „გირჩი“, რომელიც საზოგადოებას ატყობინებს, იმას რაც არის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი არჩევნებისთვის ამ „შეცდომას“ გამოასწორებენ. სინამდვილეში „გირჩი“ მიიწევს წინ ამ საკითხზეც, ისევე როგორც ყველა სხვა პრობლემებზე, რომელიც ამ აქვეყანაშია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 10 დღის წინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ ცესკოში ხელმოწერები მიიტანა, რაც პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოეთხოვებათ. ამ თემაზე, „გირჩმა“ ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო. მათ ხელმოწერები ხურჯინში მოათავსეს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფაეტონით მიიტანეს. გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უსტარი ბატის ბუმბულით დაწერა, თუმცა ის ცესკოში არ ჩაიბარეს.

„გირჩის“ ლიდერების განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა პრეისტორიულ ხანაშია ჩარჩენილი და ხელმოწერების ცესკოში მიტანის გზა ამიტომ მოიფიქრეს. იქამდე, „გირჩს“ დაანონსებული ჰქონდა, რომ პარტია აპირებდა 27 000 ხელმოწერის შეგროვებას საჯაროდ. ამ ვიდეომიმართვამდე კი ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომელთა რაოდენობამაც 7 000-ს მიაღწია, ამიტომ მათ გაყალბება გადაწყვიტეს. ამასაც თავისი მიზეზი აქვს, როგორც „გირჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, აქამდე საქართველოში ყველა პარტია ხელმოწერებს გაყალბებული გზით აგროვებდნენ. ხოლო „გირჩი“ ამ გზით არსებულ კანონმდებლობას დაუპირისპირდა.

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

იაგო ხვიჩია: მგონია, რომ ცესკოს თანამშრომლებსაც "უტყდებათ" ის, რასაც აკეთებენ

იაგო ხვიჩია: მგონია, რომ ცესკოს თანამშრომლებსაც "უტყდებათ" ის, რასაც აკეთებენ
19:37 | 9 აგვისტო, 2017

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „აიპრესსს“ განუცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) აბსურდული ხარვეზი დაადგინა. კერძოდ ის, რომ შეგროვებული ხელმოწერების თარიღის გრაფაში ოთხნიშნა რიცხვის ნაცვლად ორნიშნა იყო მითითებული და ასევე ის, რომ მისამართის გრაფა ქალაქის დასახელებით არ იწყებოდა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებენ ამ საკითხის, ან თუნდაც იმ ნორმის სასამართლოში გასაჩივრებას, რომლითაც „გირჩს“ ცესკო ესაუბრება? - ხვიჩია პასუხობს, რომ სასამართლოში სარჩელს არ შეიტანენ.

„ჯერ ვერ მოვახერხეთ, რომ „გირჩის“ შიგნით ეს საკითხი დეტალურად გაგვევლო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს საკითხი უნდა გავასაჩივროთ. ამ დღეების განმავლობაში ვისაც ვესაუბრე, ყველა თვლის რომ არ უნდა გავასაჩივროთ. მთავარი მიზანია, ადამიანებმა დაინახონ რა აბსურდში ვცხოვრობთ. მთავარი პოლიტიკური ორგანო, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება არჩევნებზე ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებას იღებს. არ ვთვლი, რომ ვთქვათ იმ ხალხმა მაგალითად, ვინც ვერ დაინახა პრობლემა თქვენთვის მოცემული ინტერვიუს შემდეგ, ამას დაინახავდა სასამართლოში შეტანილი სარჩელის შემდეგ.

რაც შეეხება საარჩევნო ნორმების შეცვლას. მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა. არ არსებობს საღი აზრის დონეზე დაშვებაც კი, რომ შემდეგ არჩევნებზე ჩვენ შეიძლება გვქონდეს იგივე კანონმდებლობა. გასაგებია ჩვენი წარმოდგენია ცესკოზე, იქ დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციაზე, მათ მიერ კანონის წაკითხვაზე, პრემიების აღებაზე და პენსიების საკუთარ თავზე დანიშვნის მორგებაზე. ამის მიუხედავად მგონია, რომ ამ ხალხსაც კი „უტყდება“ ის, რასაც აკეთებენ. როდესაც ყვებიან ეს გავაკეთეთო, ეს მათთვისაც მძიმეა ადამიანურად. მით უმეტეს, რომ მეორე მხარეს არის „გირჩი“, რომელიც საზოგადოებას ატყობინებს, იმას რაც არის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი არჩევნებისთვის ამ „შეცდომას“ გამოასწორებენ. სინამდვილეში „გირჩი“ მიიწევს წინ ამ საკითხზეც, ისევე როგორც ყველა სხვა პრობლემებზე, რომელიც ამ აქვეყანაშია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 10 დღის წინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ ცესკოში ხელმოწერები მიიტანა, რაც პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოეთხოვებათ. ამ თემაზე, „გირჩმა“ ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო. მათ ხელმოწერები ხურჯინში მოათავსეს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფაეტონით მიიტანეს. გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უსტარი ბატის ბუმბულით დაწერა, თუმცა ის ცესკოში არ ჩაიბარეს.

„გირჩის“ ლიდერების განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა პრეისტორიულ ხანაშია ჩარჩენილი და ხელმოწერების ცესკოში მიტანის გზა ამიტომ მოიფიქრეს. იქამდე, „გირჩს“ დაანონსებული ჰქონდა, რომ პარტია აპირებდა 27 000 ხელმოწერის შეგროვებას საჯაროდ. ამ ვიდეომიმართვამდე კი ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომელთა რაოდენობამაც 7 000-ს მიაღწია, ამიტომ მათ გაყალბება გადაწყვიტეს. ამასაც თავისი მიზეზი აქვს, როგორც „გირჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, აქამდე საქართველოში ყველა პარტია ხელმოწერებს გაყალბებული გზით აგროვებდნენ. ხოლო „გირჩი“ ამ გზით არსებულ კანონმდებლობას დაუპირისპირდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი