"ეს არის ცესკოს ბოდვა" - "გირჩი" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

იაგო ნაცვლიშვილი

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „აიპრესსს“ განუცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) აბსურდული ხარვეზი დაადგინა. კერძოდ ის, რომ შეგროვებული ხელმოწერების თარიღის გრაფაში ოთხნიშნა რიცხვის ნაცვლად ორნიშნა იყო მითითებული და ასევე ის, რომ მისამართის გრაფა ქალაქის დასახელებით არ იწყებოდა.

ცესკომ „გირჩს“ ხარვეზის გამოსასწორებლად დრო მისცა, თუმცა პარტიაში ამის გაკეთებას არ აპირებენ. ხვიჩიას, განმარტებით, ცესკოს იმის ნაცვლად, რომ გაყალბებული ხელმოწერებზე გაეკეთებინა მითითება, მან ეს ხარვეზი „იპოვა“.

„ამის საფუძველი იყო ორი არგუმენტი. ერთი ეს იყო ის, რომ გაყალბებულ ხელმოწერებში დაბადების თარიღი მითითებულია არა ოთხნიშნა რიცხვით, არამედ ორნიშნათი. მაგალითად, ნაცვლად 13.04. 1984-ისა წერია 13.04.84. და მეორე მისამართი არ იწყება ქალაქის დასახელებით. მაგალითად, თბილისი, გლდანი, მე-7 მიკრორაინი, კორპუსი 15-ისა წერია, გლდანი, მე-7 მიკრორაიონი, კორპუსი 15. სულ ეს ორი არგუმენტია, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი გვეთქვა.

ამის ჩაწერა შეიძლება იყოს არსებითი დარღვევა? რომელიც შეიძლება გამოცხადდეს ბათილობის საფუძვლად? ეს ასე არაა. ანუ ეს არ არის ბათილობის გამოცხადების საფუძველი. სინმადვილეში ყურადღება არ მიგვიქცევია ამ დეტალებისთვის. ამ გაყალბებაში მონაწილეობა მიიღეს მოხალიხსეებმა. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მონაცემები გადმოიტანეთ ისე, როგორც წერია, მაგრამ 1984-ის მაგივრად 84-ის ჩაწერა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ დარღვევაა ეს. ეს არის ბოდვა უწყებისგან, რომელსაც ქვეყანაში არჩევნების ბედი აბარია.

სხვათა შორის დრო მოგვცეს ხარვეზის გამოსასწორებლად. გვითხრეს, რომ თარიღის წინ „19“ ჩაგვემატებინა. მაგრამ არ ვასწორებთ, იმიტომ რომ ვისაც დანახვა შეუძლია ისედაც დაინახავს და ამიტომ არ ვასწორებთ. არჩევნებში მონაწილეობაზე იმიტომ კი არ გვეუბნებიან უარს, რომ ხელმოწერები გაყალბებულია, არამედ იმიტომ რომ „19“ არ არის ჩამატებული. უბრალოდ არ ვაპირებთ, ჩვენ 25 000 ხელმოწერას თუ ვერ შევაგროვებდით, არ ვაპირებდით არჩევნებზე გასვლას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 10 დღის წინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ ცესკოში ხელმოწერები მიიტანა, რაც პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოეთხოვებათ. ამ თემაზე, „გირჩმა“ ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო. მათ ხელმოწერები ხურჯინში მოათავსეს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფაეტონით მიიტანეს. გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უსტარი ბატის ბუმბულით დაწერა, თუმცა ის ცესკოში არ ჩაიბარეს.

„გირჩის“ ლიდერების განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა პრეისტორიულ ხანაშია ჩარჩენილი და ხელმოწერების ცესკოში მიტანის გზა ამიტომ მოიფიქრეს. იქამდე, „გირჩს“ დაანონსებული ჰქონდა, რომ პარტია აპირებდა 27 000 ხელმოწერის შეგროვებას საჯაროდ. ამ ვიდეომიმართვამდე კი ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომელთა რაოდენობამაც 7 000-ს მიაღწია, ამიტომ მათ გაყალბება გადაწყვიტეს. ამასაც თავისი მიზეზი აქვს, როგორც „გირჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, აქამდე საქართველოში ყველა პარტია ხელმოწერებს გაყალბებული გზით აგროვებდნენ. ხოლო „გირჩი“ ამ გზით არსებულ კანონმდებლობას დაუპირისპირდა.

მსგავსი სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია

20 ნოემბერი, 2017

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქალაქ ვანის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

"ეს არის ცესკოს ბოდვა" - "გირჩი" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

"ეს არის ცესკოს ბოდვა" - "გირჩი" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
19:04 | 9 აგვისტო, 2017

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „აიპრესსს“ განუცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) აბსურდული ხარვეზი დაადგინა. კერძოდ ის, რომ შეგროვებული ხელმოწერების თარიღის გრაფაში ოთხნიშნა რიცხვის ნაცვლად ორნიშნა იყო მითითებული და ასევე ის, რომ მისამართის გრაფა ქალაქის დასახელებით არ იწყებოდა.

ცესკომ „გირჩს“ ხარვეზის გამოსასწორებლად დრო მისცა, თუმცა პარტიაში ამის გაკეთებას არ აპირებენ. ხვიჩიას, განმარტებით, ცესკოს იმის ნაცვლად, რომ გაყალბებული ხელმოწერებზე გაეკეთებინა მითითება, მან ეს ხარვეზი „იპოვა“.

„ამის საფუძველი იყო ორი არგუმენტი. ერთი ეს იყო ის, რომ გაყალბებულ ხელმოწერებში დაბადების თარიღი მითითებულია არა ოთხნიშნა რიცხვით, არამედ ორნიშნათი. მაგალითად, ნაცვლად 13.04. 1984-ისა წერია 13.04.84. და მეორე მისამართი არ იწყება ქალაქის დასახელებით. მაგალითად, თბილისი, გლდანი, მე-7 მიკრორაინი, კორპუსი 15-ისა წერია, გლდანი, მე-7 მიკრორაიონი, კორპუსი 15. სულ ეს ორი არგუმენტია, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი გვეთქვა.

ამის ჩაწერა შეიძლება იყოს არსებითი დარღვევა? რომელიც შეიძლება გამოცხადდეს ბათილობის საფუძვლად? ეს ასე არაა. ანუ ეს არ არის ბათილობის გამოცხადების საფუძველი. სინმადვილეში ყურადღება არ მიგვიქცევია ამ დეტალებისთვის. ამ გაყალბებაში მონაწილეობა მიიღეს მოხალიხსეებმა. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მონაცემები გადმოიტანეთ ისე, როგორც წერია, მაგრამ 1984-ის მაგივრად 84-ის ჩაწერა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ დარღვევაა ეს. ეს არის ბოდვა უწყებისგან, რომელსაც ქვეყანაში არჩევნების ბედი აბარია.

სხვათა შორის დრო მოგვცეს ხარვეზის გამოსასწორებლად. გვითხრეს, რომ თარიღის წინ „19“ ჩაგვემატებინა. მაგრამ არ ვასწორებთ, იმიტომ რომ ვისაც დანახვა შეუძლია ისედაც დაინახავს და ამიტომ არ ვასწორებთ. არჩევნებში მონაწილეობაზე იმიტომ კი არ გვეუბნებიან უარს, რომ ხელმოწერები გაყალბებულია, არამედ იმიტომ რომ „19“ არ არის ჩამატებული. უბრალოდ არ ვაპირებთ, ჩვენ 25 000 ხელმოწერას თუ ვერ შევაგროვებდით, არ ვაპირებდით არჩევნებზე გასვლას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 10 დღის წინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ ცესკოში ხელმოწერები მიიტანა, რაც პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოეთხოვებათ. ამ თემაზე, „გირჩმა“ ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო. მათ ხელმოწერები ხურჯინში მოათავსეს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფაეტონით მიიტანეს. გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უსტარი ბატის ბუმბულით დაწერა, თუმცა ის ცესკოში არ ჩაიბარეს.

„გირჩის“ ლიდერების განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა პრეისტორიულ ხანაშია ჩარჩენილი და ხელმოწერების ცესკოში მიტანის გზა ამიტომ მოიფიქრეს. იქამდე, „გირჩს“ დაანონსებული ჰქონდა, რომ პარტია აპირებდა 27 000 ხელმოწერის შეგროვებას საჯაროდ. ამ ვიდეომიმართვამდე კი ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომელთა რაოდენობამაც 7 000-ს მიაღწია, ამიტომ მათ გაყალბება გადაწყვიტეს. ამასაც თავისი მიზეზი აქვს, როგორც „გირჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, აქამდე საქართველოში ყველა პარტია ხელმოწერებს გაყალბებული გზით აგროვებდნენ. ხოლო „გირჩი“ ამ გზით არსებულ კანონმდებლობას დაუპირისპირდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი