მიხეილ სააკაშვილი: რუსეთი მთელი დასავლეთის ნერვებზე თამაშობს

ადმინისტრატორი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ საქმეს მსოფლიოს არცერთი ქვეყანა აღიარებს.

"პოლონეთში კი არა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ საქმეს. მე ამერიკაში ვიყავი, საქართველოსა და ამერიკას შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ამის მიღმა დამალვას არც ვაპირებდი, რადგან დასამალი არაფერი მაქვს. ძალიან მარტივია, რაც უფრო ახლოვდება საქმის განხილვა, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ეს ყველაფერი", - აღნიშნავს სააკაშვილი.

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორია რუსეთის პოზიცია ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, სააკაშვილი პასუხობს, რომ რუსეთი მთელი დასავლეთის ნერვებზე თამაშობს.

"რუსეთი მთელი დასავლეთის ნერვებზე თამაშობს და მათ შორის ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს", - პასუხობს სააკაშვილი.

თავისი სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ იგი კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ჩავა, ხოლო ბოლო გაჩერება, მისი თქმით აუცილებლად იქნება უკრაინა.

"ამის მერე ჩემს ოჯახთან ერთად ერთ-ერთ ევროპის ქალაქში წავალ, შემდეგ კი ბრიუსელში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც იქაურ ლიდერებს შევხვდები, შემდეგ კი უკრაინაში აუცილებლად", - აღნიშნავს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთი მთელი დასავლეთის ნერვებზე თამაშობს

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთი მთელი დასავლეთის ნერვებზე თამაშობს
15:40 | 9 აგვისტო, 2017

"პოლონეთში კი არა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ საქმეს. მე ამერიკაში ვიყავი, საქართველოსა და ამერიკას შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ამის მიღმა დამალვას არც ვაპირებდი, რადგან დასამალი არაფერი მაქვს. ძალიან მარტივია, რაც უფრო ახლოვდება საქმის განხილვა, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ეს ყველაფერი", - აღნიშნავს სააკაშვილი.

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორია რუსეთის პოზიცია ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, სააკაშვილი პასუხობს, რომ რუსეთი მთელი დასავლეთის ნერვებზე თამაშობს.

"რუსეთი მთელი დასავლეთის ნერვებზე თამაშობს და მათ შორის ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს", - პასუხობს სააკაშვილი.

თავისი სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ იგი კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ჩავა, ხოლო ბოლო გაჩერება, მისი თქმით აუცილებლად იქნება უკრაინა.

"ამის მერე ჩემს ოჯახთან ერთად ერთ-ერთ ევროპის ქალაქში წავალ, შემდეგ კი ბრიუსელში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც იქაურ ლიდერებს შევხვდები, შემდეგ კი უკრაინაში აუცილებლად", - აღნიშნავს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.

ავტორი: ადმინისტრატორი