გურიის გუბერნატორი: რატომ გამათავისუფლეს გუბერნატორობიდან, პრემიერს ჰკითხეთ

ირმა მესხია

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სალუქვაძე ამდრომდე პოსტზე რჩება. 

რატომ გამათავისუფლეს გუბერნატორობიდან პრემიერს ჰკითხეთ, - ამის შესახებ "აიპრესთან" სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში გია სალუქვაძემ განაცხადა. 

"ჯერ ერთი, ჩემი სურვილიც არის. მეორე ის, რომ დამთავრდა თვითმმართველობის ერთი ციკლი, ახალი გამგებლები უნდა აირჩიონ და ვფიქრობ, რომ ახალი გამგებლებთან, ახალმა გუბერნატორმა უნდა იმუშაოს.

მე ვრჩები გუნდში, გადავდივარ სხვა სამსახურში. ასე ვთქვათ, ცოტა ხანში დავისვენებ. ეს პრემიერმინისტრთან შეთანხმებული საკითხი იყო.

გუშინ დავასრულე საბოლოო მოლაპარაკება "ზარა"-ს მწარმოებელთან და ამ ეტაპზე ჩემი მისია ამოვწურე. ძალიან დიდი საწრმოო გაიხსნება, რომელიც 1300 ადამიანს დაასაქმებს. ეს ჩეულებრივი როტაციაა. მე მივდივარ და მოვა ახალი ადამიანი, რომელიც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ახალ ურთიერთობებს გამოავლენს და გამგებლებს ეთანამშროლება. 

- გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბეგი სიორიძე ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე ხომ არ განიხილება?

- ეს პრემიერმინისტრმა უნდა გითხრათ. მე ორივესთან ვიმუშავე, ორივე ღირსეული კანდიდატია. თუმცა, ადგილი ერთი. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტი ერთიანდება და იქაც ერთი ადგილია. თუ რომელიმე დაიკავებს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას, მივესამლები და მხარს დავუჭერ.

- ვინ გახდება ქალაქ ოზურგეთის მერი?

- მერობის კანდიდატზე პარტიას უნდა ჰკითხოთ. მე ჩაწერილი მაქვს ჩემი კანდიდატი. მალე რეგიონებში მუნიციპალიტეტების მერების წარგენა იქნება  და გავიგებთ ვინ იქნება მერობის კანდიდატი. 

- ვინ არის თქვენი მერობის კანდიდატი, ვინც პარტიას წარუდგინეთ?

- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

- როდის ტოვებთ თანამდებობას?

- განცხადებას პრემიერმინისტრს ხვალვე ვაახლებ. მე სრულიად ამოვწურე ჩემი მისია და ვფიქრობ, რომ ოზურგეთს დასაქმებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდა. ისე, გურიის ახალ გუბერნატორს გამძლეობა მინდა ვუსურვო.

- ანუ, თქვენ გაუძელით გურულებს?

- (იცინის) მე გურული ვარ. არ არის მარტივი რეგიონი. პოლიტიკურად მოტივირებულები და საკმოდ გაცნობიერებული არიან. აქ მუშაობა არაა მარტივი. თუმცა, ჩვენი რეგიონი ძალიან მშრომელი და კარგი ადამიანებით არის დასახლებული. 

- "ციხი კადრების" საჯაროდ ჩვენების გამო, თქვენს გუბერნატორად დანიშვნას  სერიოზული კრიტიკა მოჰყვა. უკვე წინასაარჩევნო პერიოდია, ხომ არ უკავშირდება თქვენი გათავისუფლება კადერბის ჩვენებას, რადგან ეს თემ ისევ არ იქნას წამოწეული?

- ჩემი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ გადაიღო ფილმი, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბბინაში ვაჩვენეთ. შემდეგ კი საქართველოში. ეს არის დოკუმენტური ფილმი. მედავებოდნენ კინოდარბაზში რატომ შემოვიდნენ არასრულწლოვნებიო. იქ იყო ქრონოლოგია საკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებით და მეტი არაფერი.

კრიტიკას ღირსეული პასუხი გასცა პრემიერმა. მე არაფერ კავშირში ვიყავი სამეგრელოში ღია სივრცეში ნაჩვენებ ფილმებთან. დღემდე მკრიტიკებდნენ რატომ ვარ პოლიტპატიმარი დანიშნული გუბერნატორად, მაგრამ რატომ ვიყავი პოლიტპატიმარი ამას არ კითხულობდნენ. 

მსგავსი სიახლეები
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “

19 ოქტომბერი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “ სამედიცინო დაწესებულების მისამართები რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ იხილეთ...

მეტი

ბათუმში ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექცია გაიმართება

20 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 24, 25, 26 ოქტომბერს 13:00 სთ-ზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N328 აუდიტორიაში გაიმართება - საარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, ბიოფიზიკის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის ინგოლფ ბერნარდტის...

მეტი

გურიის გუბერნატორი: რატომ გამათავისუფლეს გუბერნატორობიდან, პრემიერს ჰკითხეთ

გურიის გუბერნატორი: რატომ გამათავისუფლეს გუბერნატორობიდან, პრემიერს ჰკითხეთ
15:22 | 9 აგვისტო, 2017

რატომ გამათავისუფლეს გუბერნატორობიდან პრემიერს ჰკითხეთ, - ამის შესახებ "აიპრესთან" სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში გია სალუქვაძემ განაცხადა. 

"ჯერ ერთი, ჩემი სურვილიც არის. მეორე ის, რომ დამთავრდა თვითმმართველობის ერთი ციკლი, ახალი გამგებლები უნდა აირჩიონ და ვფიქრობ, რომ ახალი გამგებლებთან, ახალმა გუბერნატორმა უნდა იმუშაოს.

მე ვრჩები გუნდში, გადავდივარ სხვა სამსახურში. ასე ვთქვათ, ცოტა ხანში დავისვენებ. ეს პრემიერმინისტრთან შეთანხმებული საკითხი იყო.

გუშინ დავასრულე საბოლოო მოლაპარაკება "ზარა"-ს მწარმოებელთან და ამ ეტაპზე ჩემი მისია ამოვწურე. ძალიან დიდი საწრმოო გაიხსნება, რომელიც 1300 ადამიანს დაასაქმებს. ეს ჩეულებრივი როტაციაა. მე მივდივარ და მოვა ახალი ადამიანი, რომელიც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ახალ ურთიერთობებს გამოავლენს და გამგებლებს ეთანამშროლება. 

- გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბეგი სიორიძე ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე ხომ არ განიხილება?

- ეს პრემიერმინისტრმა უნდა გითხრათ. მე ორივესთან ვიმუშავე, ორივე ღირსეული კანდიდატია. თუმცა, ადგილი ერთი. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტი ერთიანდება და იქაც ერთი ადგილია. თუ რომელიმე დაიკავებს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას, მივესამლები და მხარს დავუჭერ.

- ვინ გახდება ქალაქ ოზურგეთის მერი?

- მერობის კანდიდატზე პარტიას უნდა ჰკითხოთ. მე ჩაწერილი მაქვს ჩემი კანდიდატი. მალე რეგიონებში მუნიციპალიტეტების მერების წარგენა იქნება  და გავიგებთ ვინ იქნება მერობის კანდიდატი. 

- ვინ არის თქვენი მერობის კანდიდატი, ვინც პარტიას წარუდგინეთ?

- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

- როდის ტოვებთ თანამდებობას?

- განცხადებას პრემიერმინისტრს ხვალვე ვაახლებ. მე სრულიად ამოვწურე ჩემი მისია და ვფიქრობ, რომ ოზურგეთს დასაქმებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდა. ისე, გურიის ახალ გუბერნატორს გამძლეობა მინდა ვუსურვო.

- ანუ, თქვენ გაუძელით გურულებს?

- (იცინის) მე გურული ვარ. არ არის მარტივი რეგიონი. პოლიტიკურად მოტივირებულები და საკმოდ გაცნობიერებული არიან. აქ მუშაობა არაა მარტივი. თუმცა, ჩვენი რეგიონი ძალიან მშრომელი და კარგი ადამიანებით არის დასახლებული. 

- "ციხი კადრების" საჯაროდ ჩვენების გამო, თქვენს გუბერნატორად დანიშვნას  სერიოზული კრიტიკა მოჰყვა. უკვე წინასაარჩევნო პერიოდია, ხომ არ უკავშირდება თქვენი გათავისუფლება კადერბის ჩვენებას, რადგან ეს თემ ისევ არ იქნას წამოწეული?

- ჩემი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ გადაიღო ფილმი, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბბინაში ვაჩვენეთ. შემდეგ კი საქართველოში. ეს არის დოკუმენტური ფილმი. მედავებოდნენ კინოდარბაზში რატომ შემოვიდნენ არასრულწლოვნებიო. იქ იყო ქრონოლოგია საკაშვილის რეჟიმთან დაკავშირებით და მეტი არაფერი.

კრიტიკას ღირსეული პასუხი გასცა პრემიერმა. მე არაფერ კავშირში ვიყავი სამეგრელოში ღია სივრცეში ნაჩვენებ ფილმებთან. დღემდე მკრიტიკებდნენ რატომ ვარ პოლიტპატიმარი დანიშნული გუბერნატორად, მაგრამ რატომ ვიყავი პოლიტპატიმარი ამას არ კითხულობდნენ. 

ავტორი: ირმა მესხია