პრემიერმა ''გილეადის'' აღმასრულებელი თავმჯდომარე ''ოქროს საწმისის'' ორდენით დააჯილდოვა

ადმინისტრატორი

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი - ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯილდოები კომპანიის ხელმძღვანელებს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სახელით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გადასცა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის განსაკუთრებული როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.

„გილეადის“ აღმასრულებელი თავმჯდომარის, ჯონ მარტინის შეფასებით, პროგრამის განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესის მასშტაბი შთამბეჭდავია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე ღონისძიებებს, რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად.

„გილეადის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, გრეგ ალტონის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელი სამაგალითოა მსოფლიოსთვის.

„C ჰეპატიტის აღმოფხვრა ერთი მხრივ, ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას თავისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვსურს, Cჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელი სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ, რათა  ეს დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოიფხვრას“, - განაცხადა გრეგ ალტონმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 40 000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაგან 31 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.

მსგავსი სიახლეები
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “

19 ოქტომბერი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გადაცემაში “იმედის დღე “ სამედიცინო დაწესებულების მისამართები რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას სკრინინგს უფასოდ ჩაუტარებენ იხილეთ...

მეტი

ბათუმში ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექცია გაიმართება

20 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 24, 25, 26 ოქტომბერს 13:00 სთ-ზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N328 აუდიტორიაში გაიმართება - საარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, ბიოფიზიკის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის ინგოლფ ბერნარდტის...

მეტი

პრემიერმა ''გილეადის'' აღმასრულებელი თავმჯდომარე ''ოქროს საწმისის'' ორდენით დააჯილდოვა

პრემიერმა ''გილეადის'' აღმასრულებელი თავმჯდომარე ''ოქროს საწმისის'' ორდენით დააჯილდოვა
12:10 | 9 აგვისტო, 2017

ჯილდოები კომპანიის ხელმძღვანელებს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სახელით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გადასცა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის განსაკუთრებული როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.

„გილეადის“ აღმასრულებელი თავმჯდომარის, ჯონ მარტინის შეფასებით, პროგრამის განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესის მასშტაბი შთამბეჭდავია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე ღონისძიებებს, რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად.

„გილეადის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, გრეგ ალტონის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელი სამაგალითოა მსოფლიოსთვის.

„C ჰეპატიტის აღმოფხვრა ერთი მხრივ, ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას თავისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვსურს, Cჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელი სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ, რათა  ეს დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოიფხვრას“, - განაცხადა გრეგ ალტონმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 40 000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაგან 31 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.

ავტორი: ადმინისტრატორი