თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გახსნა

ადმინისტრატორი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. 

ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ვარკეთილში, დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აგებულ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა ეკლესიის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

ქვაჯვარი, სადაც მეომრების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა აკურთხა.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ეკლესიაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა, მათი გმირობის ისტორია გაიხსენა, ოჯახებს გმირი შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

მემორიალის გახსნას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გახსნა

თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გახსნა
16:10 | 8 აგვისტო, 2017

ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ვარკეთილში, დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აგებულ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა ეკლესიის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

ქვაჯვარი, სადაც მეომრების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა აკურთხა.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ეკლესიაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა, მათი გმირობის ისტორია გაიხსენა, ოჯახებს გმირი შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

მემორიალის გახსნას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი