სტრასბურგის მთავარი მოწმე - რას იხსენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რუსეთიდან გამოძევებულ ქართველებზე

ადმინისტრატორი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე 2004-2007 წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი, შემდეგ კი - მრჩეველი, რომელსაც ევალებოდა საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა. 2007-2009 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსულად.

 მისი მოსკოვში ყოფნის პერიოდი დაემთხვა 2006 წლის უმძიმეს მოვლენებს - ქართველების მასობრივ დეპორტაციას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას რუსეთის ფედერაციაში.

"აიპრესისთვის" მოცემულ ვრცელ ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2006 წლის მოვლენებს იხსენებს.

- ბატონო ზურაბ, მე პირველად ვწერ თქვენთან ინტერვიუს, ამიტომ დაგისვამთ კითხვას, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ გვაინტერესებდა ყველას. სანამ თქვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდებოდით, 2006 წელს, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულოს ხელმძღვანელობდით და საზოგადოების დიდ ნაწილს სწორედ ამ პერიოდიდან ახსოვხართ. თქვენი იქ ყოფნა დაემთხვა ქართველების მასობრივ დეპორტაციას, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოძევეს აბსოლუტურად დამამცირებელი მეთოდებით, ადგილი ჰქონდა არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებსაც.

რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც.ეს იყო ძალიან მნიშნელოვანი მოვლენა მაშინ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელშიც თქვენ მთავარი ფიგურანტი ბრძანდებოდით.  შეგიძლიათ გაიხსენოთ იმ დროინდელი მოვლენები?

- ძალიან მძიმეა იმ მოვლენების გახსენება. ნამდვილად რთული პერიოდი გავიარეთ. ქართველებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, დიასპორისთვის ძალიან რთული წუთები იყო.

2006 წელს მასობრივად გამოაძევეს ჩვენი ხალხი  რუსეთის ფედერაციიდან. დაახლოებით 10 000 ადამიანს მოუხდა ქვეყნის დატოვება, ეს იყო იძულებითი დეპორტაცია. სამწუხაროდ ამ დეპორტაციას მოჰყვა მსხვერპლიც, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა მიმღებ გამანაწილებლებში,  ქალაქ მოსკოვის სხვადასხვა ლოკაციებში, მათ შორის აეროპორტში.

 ეს ნამდვილად დიდი ტრაგედია იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ყველანი ერთად ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ბედი, მათი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა და ხელი შეგვეწყო, გამოგვეყვანა და გადმოგვეყვანა საქართველოში.

სხვათაშორის, წლების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი მოწმე  პროცესზე და ძალიან გამიხარდა, როცა სიმართლემ იზეიმა და ფაქტობრივად, ეს პროცესი ჩვენ მოვიგეთ.

- მაშინ, მახსოვს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  იმ  ქმედებების, განცხადებების, ქართველებისადმი თანადგომის და იმ განხორციელებული აქტივობების გამო, რაც ოფიციალურ მოსკოვში განახორციელეთ მათი პოლიტიკის წინააღმდეგ, თქვენ პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადეს. ეს იყო ძალიან მნიშნელოვანი მოვლენა მაშინ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელშიც თქვენ მთავარი ფიგურანტი ბრძანდებოდით.  მართლა გამოგაცხადეს პერსონა ნონ-გრატად მაშინ?

პირადად ჩემი ოჯახისთვის ნამდვილად მძიმე წუთები იყო. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი სამი შვილი ვიმყოფებოდით მაშინ რუსეთის ფედერაციაში. როცა მე მომიხდა ქვეყნის დატოვება, ჩემი ელენიკო, ჩემი ქალიშვილი რამდენიმე დღის გაჩენილი იყო, მაშინ გაგვიჩნდა მოსკოვში. ჩემი მეუღლე სამშობიარო სახლში იმყოფებოდა, როცა შევიტყეთ, რომ სულ რამდენიმე დღეში უნდა დაგვეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია.

 ვფიქრობ, მაქსიმალურად შევეცადე, ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამეკეთებინა. მთელი გუნდი, ვინც იქ ვიყავით, ვმუშაობდით მართლაც დღე და ღამე... მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება ბათუმის ქუჩებში, თბილისშიც, ვინც იხსენებს იმ პერიოდს, რამდენად რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ შევძელით მაშინ მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. 

მსგავსი სიახლეები
ასაკით პენსიონერების პენსიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაახლოებით 131 მილიონი ლარი გაიცემა

17 აგვისტო, 2017

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 აგვისტო, 2017

18 აგვისტოს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისის ავტომშენებლის, ბუკიას, ზ. ჭავჭავაძის, ტოლსტოის, ლეჟავას, მუსხელიშვილის, ვოლგოგრადის, ც. დადიანის, კ. მესხის, ჩხობაძისა და ბელინსკის ქუჩის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,-...

მეტი

სტრასბურგის მთავარი მოწმე - რას იხსენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რუსეთიდან გამოძევებულ ქართველებზე

სტრასბურგის მთავარი მოწმე - რას იხსენებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რუსეთიდან გამოძევებულ ქართველებზე
15:17 | 8 აგვისტო, 2017

 მისი მოსკოვში ყოფნის პერიოდი დაემთხვა 2006 წლის უმძიმეს მოვლენებს - ქართველების მასობრივ დეპორტაციას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას რუსეთის ფედერაციაში.

"აიპრესისთვის" მოცემულ ვრცელ ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2006 წლის მოვლენებს იხსენებს.

- ბატონო ზურაბ, მე პირველად ვწერ თქვენთან ინტერვიუს, ამიტომ დაგისვამთ კითხვას, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ გვაინტერესებდა ყველას. სანამ თქვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდებოდით, 2006 წელს, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულოს ხელმძღვანელობდით და საზოგადოების დიდ ნაწილს სწორედ ამ პერიოდიდან ახსოვხართ. თქვენი იქ ყოფნა დაემთხვა ქართველების მასობრივ დეპორტაციას, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი თანამოქალაქეები გამოძევეს აბსოლუტურად დამამცირებელი მეთოდებით, ადგილი ჰქონდა არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებსაც.

რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც.ეს იყო ძალიან მნიშნელოვანი მოვლენა მაშინ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელშიც თქვენ მთავარი ფიგურანტი ბრძანდებოდით.  შეგიძლიათ გაიხსენოთ იმ დროინდელი მოვლენები?

- ძალიან მძიმეა იმ მოვლენების გახსენება. ნამდვილად რთული პერიოდი გავიარეთ. ქართველებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, დიასპორისთვის ძალიან რთული წუთები იყო.

2006 წელს მასობრივად გამოაძევეს ჩვენი ხალხი  რუსეთის ფედერაციიდან. დაახლოებით 10 000 ადამიანს მოუხდა ქვეყნის დატოვება, ეს იყო იძულებითი დეპორტაცია. სამწუხაროდ ამ დეპორტაციას მოჰყვა მსხვერპლიც, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა მიმღებ გამანაწილებლებში,  ქალაქ მოსკოვის სხვადასხვა ლოკაციებში, მათ შორის აეროპორტში.

 ეს ნამდვილად დიდი ტრაგედია იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ყველანი ერთად ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ბედი, მათი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა და ხელი შეგვეწყო, გამოგვეყვანა და გადმოგვეყვანა საქართველოში.

სხვათაშორის, წლების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი მოწმე  პროცესზე და ძალიან გამიხარდა, როცა სიმართლემ იზეიმა და ფაქტობრივად, ეს პროცესი ჩვენ მოვიგეთ.

- მაშინ, მახსოვს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  იმ  ქმედებების, განცხადებების, ქართველებისადმი თანადგომის და იმ განხორციელებული აქტივობების გამო, რაც ოფიციალურ მოსკოვში განახორციელეთ მათი პოლიტიკის წინააღმდეგ, თქვენ პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადეს. ეს იყო ძალიან მნიშნელოვანი მოვლენა მაშინ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელშიც თქვენ მთავარი ფიგურანტი ბრძანდებოდით.  მართლა გამოგაცხადეს პერსონა ნონ-გრატად მაშინ?

პირადად ჩემი ოჯახისთვის ნამდვილად მძიმე წუთები იყო. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი სამი შვილი ვიმყოფებოდით მაშინ რუსეთის ფედერაციაში. როცა მე მომიხდა ქვეყნის დატოვება, ჩემი ელენიკო, ჩემი ქალიშვილი რამდენიმე დღის გაჩენილი იყო, მაშინ გაგვიჩნდა მოსკოვში. ჩემი მეუღლე სამშობიარო სახლში იმყოფებოდა, როცა შევიტყეთ, რომ სულ რამდენიმე დღეში უნდა დაგვეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია.

 ვფიქრობ, მაქსიმალურად შევეცადე, ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამეკეთებინა. მთელი გუნდი, ვინც იქ ვიყავით, ვმუშაობდით მართლაც დღე და ღამე... მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება ბათუმის ქუჩებში, თბილისშიც, ვინც იხსენებს იმ პერიოდს, რამდენად რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ შევძელით მაშინ მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. 

ავტორი: ადმინისტრატორი