"ინტერ რაო", კომპენსაციის სახით, საქართველოსგან 175 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს

ადმინისტრატორი

"ინტერ რაო"-ს შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. კომპანიები, ქართული ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით 175 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ RBC წერს.

მოსარჩელეების მოსაზრებით, საქართველომ ნიდერლანდებთან ინვესტიციების სტიმულირებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმება დაარღვია. საქართველოს ხელისუფლებამ ლარის დევალვაცია მოახდინა, თუმცა ამასთან, ადგილობრივმა რეგულატორმა ელექტროენერგიაზე ტარიფები არ გაზარდა. ეს ხელსაყრელი არ აღმოჩნდა "ინტერ რაო"-ს შვილობილი კომპანიებისათვის, რომლებმაც კომპანია "თელასის", აგრეთვე "Храми-1"-სა და "Храми-2"-ის საკონტროლო პაკეტები შეისყიდა.

ივნისში ორმა ჰოლანდიურმა კომპანიამ, სტოკჰოლმის არბიტრაჟში, 125 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის კომპენსირება მოითხოვა, რისი მიზეზიც, 2013-2016 წლებში იგივე ლარის დევალვაცია გახდა, როდესაც ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში 31%-ით გაუფასურდა.

"საქართველოს ხელისუფლებამ მემორანდუმის პირობები არ შეასრულა, სადაც აღნიშნულია, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებამ ინვესტორებს შესაბამისი დანაკარგი უნდა აუნაზღაუროს", - აცხადებს "ინტერ რაო"-ს წარმომადგენელი ნიკოლაი გორელოვი.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ინტერ რაო" საქართველოში აქტივების გაყიდვას არ აპირებს, ვინაიდან მას ამ ქვეყანაში მუშაობა ხელს აძლევს.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

"ინტერ რაო", კომპენსაციის სახით, საქართველოსგან 175 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს

"ინტერ რაო", კომპენსაციის სახით, საქართველოსგან 175 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს
12:27 | 8 აგვისტო, 2017

მოსარჩელეების მოსაზრებით, საქართველომ ნიდერლანდებთან ინვესტიციების სტიმულირებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმება დაარღვია. საქართველოს ხელისუფლებამ ლარის დევალვაცია მოახდინა, თუმცა ამასთან, ადგილობრივმა რეგულატორმა ელექტროენერგიაზე ტარიფები არ გაზარდა. ეს ხელსაყრელი არ აღმოჩნდა "ინტერ რაო"-ს შვილობილი კომპანიებისათვის, რომლებმაც კომპანია "თელასის", აგრეთვე "Храми-1"-სა და "Храми-2"-ის საკონტროლო პაკეტები შეისყიდა.

ივნისში ორმა ჰოლანდიურმა კომპანიამ, სტოკჰოლმის არბიტრაჟში, 125 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის კომპენსირება მოითხოვა, რისი მიზეზიც, 2013-2016 წლებში იგივე ლარის დევალვაცია გახდა, როდესაც ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში 31%-ით გაუფასურდა.

"საქართველოს ხელისუფლებამ მემორანდუმის პირობები არ შეასრულა, სადაც აღნიშნულია, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებამ ინვესტორებს შესაბამისი დანაკარგი უნდა აუნაზღაუროს", - აცხადებს "ინტერ რაო"-ს წარმომადგენელი ნიკოლაი გორელოვი.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ინტერ რაო" საქართველოში აქტივების გაყიდვას არ აპირებს, ვინაიდან მას ამ ქვეყანაში მუშაობა ხელს აძლევს.

ავტორი: ადმინისტრატორი