ზურაბ პატარაძე: გლეხს აღარ მოუწევს ქალაქში ჩასვლა, მას ლოგისტიკური ცენტრი მოემსახურება

ადმინისტრატორი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის მაღალმთიანი აჭარა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროექტების დიდი ნაწილი სწორედ იქ განხორციელდება. ერთ-ერთი პროექტი კი  გლეხებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებას, პროდუქციის რეალიზებას შეუწყობს ხელს.

გლეხები მაღალმთიანი აჭარიდან აცხადებენ, რომ მათთვის მოწეული მოსავლის რეალიზაცია საკმაოდ რთულია.  პროდუქციის ჩაბარება დაბალ ფასად უწევთ  ცენტრალურ აგრარულ ბაზარში. ისინი იძულებულნი არიან, შუამავალთან დაიჭირონ საქმე, საბოლოოდ კი, ზოგჯერ ვერ ყიდიან პროდუქტს, ან მომხმარებლის პოვნაში კარგავენ 2 დღეს, რაც მათ აზარალებთ

ამ პრობლემის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს დავუსვით კითხვა. მისი თქმით, უკვე დაგეგმილია ლოგისტიკური ცენტრების აშენება სოფლებში, რაც გლეხებს პროდუქციის გაყიდვას გაუადვილებს და მათ გასაყიდად ბაზარში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ.

"ჩვენი ლოგისტიკური ცენტრები მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, გლეხს აღარ მოუწევს ჩამოსვლა ქალაქში, ბაზარში.

 ლოგისტიკური ცენტრი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, სადაც იქნება ვეტერინარი, მინივეტერინარული კლინიკა, სადაც იქნება შემფუთავი მინი კონვეირი ქარხანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ DCFTA-ის ფარგლებში ევროპის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი კვოტით პროდუქცია, ამას უნდა ჰქონდეს თავის იერსახე, უნდა იყოს დაფასოებული შესაბამისად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ იქ ჩვენი ტექნიკით რომელიც გვაქვს და ლოგისტიკურ ცენტრით სრულად მოვემსახურებით გლეხებს, კოპერატივები შეიქმნება, სადაც გლეხებს ექნებათ საშუალება ჩააბარონ საქონელი, იქვე კოპერატივები დაეხმარებიან პირდაპირი კონტაქტი რომ შედგეს მომხმარებელსა და გლეხს შორის, იქნება ელექტრონული ბირჟა, სასტუმროების, კვების ობიექტები. კომპანიებს ექნებათ საშუალება ელექტრონულად შეუკვეთონ და იყიდონ ეს პროდუქცია, განთავსებული იქნება იქვე სამაცივრე სივრცეები და ჩვენივე სერვის-მანქანებით ეს პროდუქცია მოხდება დანიშნულების ადგილას, ან ცენტრალურ საწყობში, ქალაქ ბათუმში", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

მსგავსი სიახლეები
15 თებერვალი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე

14 თებერვალი, 2018

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და...

მეტი

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

ზურაბ პატარაძე: გლეხს აღარ მოუწევს ქალაქში ჩასვლა, მას ლოგისტიკური ცენტრი მოემსახურება

ზურაბ პატარაძე: გლეხს აღარ მოუწევს ქალაქში ჩასვლა, მას ლოგისტიკური ცენტრი მოემსახურება
16:49 | 4 აგვისტო, 2017

გლეხები მაღალმთიანი აჭარიდან აცხადებენ, რომ მათთვის მოწეული მოსავლის რეალიზაცია საკმაოდ რთულია.  პროდუქციის ჩაბარება დაბალ ფასად უწევთ  ცენტრალურ აგრარულ ბაზარში. ისინი იძულებულნი არიან, შუამავალთან დაიჭირონ საქმე, საბოლოოდ კი, ზოგჯერ ვერ ყიდიან პროდუქტს, ან მომხმარებლის პოვნაში კარგავენ 2 დღეს, რაც მათ აზარალებთ

ამ პრობლემის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს დავუსვით კითხვა. მისი თქმით, უკვე დაგეგმილია ლოგისტიკური ცენტრების აშენება სოფლებში, რაც გლეხებს პროდუქციის გაყიდვას გაუადვილებს და მათ გასაყიდად ბაზარში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ.

"ჩვენი ლოგისტიკური ცენტრები მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, გლეხს აღარ მოუწევს ჩამოსვლა ქალაქში, ბაზარში.

 ლოგისტიკური ცენტრი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, სადაც იქნება ვეტერინარი, მინივეტერინარული კლინიკა, სადაც იქნება შემფუთავი მინი კონვეირი ქარხანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ DCFTA-ის ფარგლებში ევროპის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი კვოტით პროდუქცია, ამას უნდა ჰქონდეს თავის იერსახე, უნდა იყოს დაფასოებული შესაბამისად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ იქ ჩვენი ტექნიკით რომელიც გვაქვს და ლოგისტიკურ ცენტრით სრულად მოვემსახურებით გლეხებს, კოპერატივები შეიქმნება, სადაც გლეხებს ექნებათ საშუალება ჩააბარონ საქონელი, იქვე კოპერატივები დაეხმარებიან პირდაპირი კონტაქტი რომ შედგეს მომხმარებელსა და გლეხს შორის, იქნება ელექტრონული ბირჟა, სასტუმროების, კვების ობიექტები. კომპანიებს ექნებათ საშუალება ელექტრონულად შეუკვეთონ და იყიდონ ეს პროდუქცია, განთავსებული იქნება იქვე სამაცივრე სივრცეები და ჩვენივე სერვის-მანქანებით ეს პროდუქცია მოხდება დანიშნულების ადგილას, ან ცენტრალურ საწყობში, ქალაქ ბათუმში", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

ავტორი: ადმინისტრატორი