აშშ-ის კონგრესმენი: საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე ვიმუშავებთ

აშშ-ის კონგრესმენი: საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე ვიმუშავებთ

"საქართველოში ჩამოვედით, რადგან კიდევ ერთხელ ვთქვათ ის, რაც ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა უკვე განაცხადა, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ", - აღნიშნულის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჟურნალისტებთან, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, ამ საკითხის განხილვას ვიცეპრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტთან ვგეგმავთ.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას განსაკუთრებულად მოსწონს აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ხალხი. ჩვენ მადლიერები ვართ იმ მეგობრობის, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის არსებობს", - აცხადებს ჯო უილსონი.

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

6 წუთის წინ

მან სინანული გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა. "ეს იმის გამოა, რომ მონტენეგრომ 12 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობამ დიდი წვლილი შეიტანა, სტრატეგიული არჩევანი ნატო-სა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036