უკრაინის პირველი პრეზიდენტი სააკაშვილს: შენნაირი ადამიანი საქართველოში ბევრი არაა

ადმინისტრატორი

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხმიანება და მას შემდეგ რჩევას აძლევს:

"უსმინე საკუთარ გონებას, საკუთარ ხალხს და იფიქრე იმაზე, რომ შენ ხარ საქართველოს პრეზიდენტი. ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ, მიხეილ, საქართველოში ბევრი არაა".

ლეონიდ კრავჩუკი აგრეთვე მოუწოდებს სააკაშვილს, რომ თავისი გავლენა და გამოცდილება უკრაინისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანისთვის გამოიყენოს.

"რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობს გარეშე არ მოუწვევიათ. მიხეილი თანამდებობის თვალსაზრისით პატარა ადამიანი არაა და არც პატარა ბიჭია მოკლე შორტებში. იგი აცნობიერებდა, სადაც მიდიოდა. იგი ხვდებოდა, რომ აქ ორი პრეზიდენტი ვერ იქნებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ ერთია - პოროშენკო, რომ მას მოუწევდა დირექტივების შესრულება.

კარგად არ ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა გარშემო მყავს ადამიანები, რომლებიც მის შესახებ დადებითსაც მეუბნებიან და უარყოფითსაც. იგი მუშაობდა რთულ დროებაში, ბევრი გააკეთა.

როგორც ვიცი, სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს. თუ არსებობს პრეტენზია იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ ასრულებს, ან არღვევს კანონს, არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ შესაბამისი დოკუმენტი იქნას მიწოდებული საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომელმაც გადაწყვეტილება უკვე სხვა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, საერთაშორისო კონვენციაზე დაყრდნობით, იქ ბევრი სხვადასხვა საკითხია, რომელიც ეხება მოქალაქეობის მიღებასა და ჩამორთმევას.

იმ შემთხვევაში, თუ მას უკვე აქვს უკრაინის მოქალაქეობა და უკვე უკრაინელად მიაჩნიათ და უკრაინელები მას ირჩევენ, ამას ხალხს ვერავინ აუკრძალავს, ვერც პირველი პრეზიდენტი, ვერც მეორე და ვერც მესამე. არსებობს ხალხის ნება, არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი. როცა ხალხი ირჩევს, მაშინ ყველაფერი ხალხის ნებას ემორჩილება.

სააკაშვილს კარგად არ ვიცნობ და ზუსტ რჩევას ვერ მივცემდი, თუმცა ერთ ვეტყოდი: უსმინე საკუთარ გონებას, საკუთარ ხალხს და იფიქრე იმაზე, რომ შენ ხარ საქართველოს პრეზიდენტი და ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ, მიხეილ, საქართველოში ბევრი არაა. ისტორია ამას აფიქსირებს, დადებითსაც და უარყოფითსაც, მაგრამ შენ პრეზიდენტი ხარ, ამიტომ, ყოველი შენი ნაბიჯი და სიტყვა უკრაინაში უბრალოდ არ ფასდება, არამედ ფასდება, როგორც ჭკვიანი ქართველის სიტყვა, შენ კი თან პრეზიდენტიც ხარ. ამიტომ, გამოძებნე ისეთი შესაძლებლობები, რომ საკუთარი გავლენა და გამოცდილება გამოიყენო იმისათვის, რომ უკრაინას მაქსიმალური სარგებელი მოუტანო", - აცხადებს კრავჩუკი.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

მაო ძედუნისა და სტალინის მუზეუმებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 სექტემბერი, 2017

    გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით  მუზეუმების თანამშრომლობას...

მეტი

უკრაინის პირველი პრეზიდენტი სააკაშვილს: შენნაირი ადამიანი საქართველოში ბევრი არაა

უკრაინის პირველი პრეზიდენტი სააკაშვილს: შენნაირი ადამიანი საქართველოში ბევრი არაა
14:18 | 3 აგვისტო, 2017

ლეონიდ კრავჩუკი აგრეთვე მოუწოდებს სააკაშვილს, რომ თავისი გავლენა და გამოცდილება უკრაინისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანისთვის გამოიყენოს.

"რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობს გარეშე არ მოუწვევიათ. მიხეილი თანამდებობის თვალსაზრისით პატარა ადამიანი არაა და არც პატარა ბიჭია მოკლე შორტებში. იგი აცნობიერებდა, სადაც მიდიოდა. იგი ხვდებოდა, რომ აქ ორი პრეზიდენტი ვერ იქნებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ ერთია - პოროშენკო, რომ მას მოუწევდა დირექტივების შესრულება.

კარგად არ ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა გარშემო მყავს ადამიანები, რომლებიც მის შესახებ დადებითსაც მეუბნებიან და უარყოფითსაც. იგი მუშაობდა რთულ დროებაში, ბევრი გააკეთა.

როგორც ვიცი, სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს. თუ არსებობს პრეტენზია იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ ასრულებს, ან არღვევს კანონს, არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ შესაბამისი დოკუმენტი იქნას მიწოდებული საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომელმაც გადაწყვეტილება უკვე სხვა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, საერთაშორისო კონვენციაზე დაყრდნობით, იქ ბევრი სხვადასხვა საკითხია, რომელიც ეხება მოქალაქეობის მიღებასა და ჩამორთმევას.

იმ შემთხვევაში, თუ მას უკვე აქვს უკრაინის მოქალაქეობა და უკვე უკრაინელად მიაჩნიათ და უკრაინელები მას ირჩევენ, ამას ხალხს ვერავინ აუკრძალავს, ვერც პირველი პრეზიდენტი, ვერც მეორე და ვერც მესამე. არსებობს ხალხის ნება, არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი. როცა ხალხი ირჩევს, მაშინ ყველაფერი ხალხის ნებას ემორჩილება.

სააკაშვილს კარგად არ ვიცნობ და ზუსტ რჩევას ვერ მივცემდი, თუმცა ერთ ვეტყოდი: უსმინე საკუთარ გონებას, საკუთარ ხალხს და იფიქრე იმაზე, რომ შენ ხარ საქართველოს პრეზიდენტი და ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ, მიხეილ, საქართველოში ბევრი არაა. ისტორია ამას აფიქსირებს, დადებითსაც და უარყოფითსაც, მაგრამ შენ პრეზიდენტი ხარ, ამიტომ, ყოველი შენი ნაბიჯი და სიტყვა უკრაინაში უბრალოდ არ ფასდება, არამედ ფასდება, როგორც ჭკვიანი ქართველის სიტყვა, შენ კი თან პრეზიდენტიც ხარ. ამიტომ, გამოძებნე ისეთი შესაძლებლობები, რომ საკუთარი გავლენა და გამოცდილება გამოიყენო იმისათვის, რომ უკრაინას მაქსიმალური სარგებელი მოუტანო", - აცხადებს კრავჩუკი.

ავტორი: ადმინისტრატორი