თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯეს შეხვდა

ადმინისტრატორი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს უმასპინძლა. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში მისი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის 2016 წლის ივლისში „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების“ თაობაზე ხელმოწერილი მემორანდუმითა და 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის, მდგრადობისა და ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და კონკრეტულად, საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაში აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერაზე გაამახვილა: „აშშ-ის ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ის საქართველოს მეგობარია. აგვისტოში კიდევ შვიდ ამერიკელ გენერალს ველოდებით და თვის მიწურულს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმოწერას ოფიციალურად ვგეგმავთ. მართალია, ინფრასტრუქრული პროექტები უკვე დავიწყეთ, მაგრამ იმისათვის, რომ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საწყის ეტაპზე ჩართულობა შეძლონ, იურიდიული საფუძველიც გვექნება. ასე რომ, ის მასშტაბები და დინამიკა, რაც მოცემულ ეტაპზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში გვაქვს, მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის კონკრეტული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი წარმოადგენდა; საუბარი შეეხო ასევე, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის ვიზიტს, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ გაიხსენა. საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს. მისი პირველი ვიზიტიც ჩვენს ქვეყანაში შედგა.

რამდენიმე თვეში გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის პოსტზე საქმიანობას დაასრულებს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
ასაკით პენსიონერების პენსიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაახლოებით 131 მილიონი ლარი გაიცემა

17 აგვისტო, 2017

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 აგვისტო, 2017

18 აგვისტოს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისის ავტომშენებლის, ბუკიას, ზ. ჭავჭავაძის, ტოლსტოის, ლეჟავას, მუსხელიშვილის, ვოლგოგრადის, ც. დადიანის, კ. მესხის, ჩხობაძისა და ბელინსკის ქუჩის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,-...

მეტი

თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯეს შეხვდა
11:30 | 3 აგვისტო, 2017

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში მისი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის 2016 წლის ივლისში „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების“ თაობაზე ხელმოწერილი მემორანდუმითა და 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის, მდგრადობისა და ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და კონკრეტულად, საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაში აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერაზე გაამახვილა: „აშშ-ის ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ის საქართველოს მეგობარია. აგვისტოში კიდევ შვიდ ამერიკელ გენერალს ველოდებით და თვის მიწურულს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმოწერას ოფიციალურად ვგეგმავთ. მართალია, ინფრასტრუქრული პროექტები უკვე დავიწყეთ, მაგრამ იმისათვის, რომ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საწყის ეტაპზე ჩართულობა შეძლონ, იურიდიული საფუძველიც გვექნება. ასე რომ, ის მასშტაბები და დინამიკა, რაც მოცემულ ეტაპზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში გვაქვს, მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის კონკრეტული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი წარმოადგენდა; საუბარი შეეხო ასევე, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის ვიზიტს, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ გაიხსენა. საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს. მისი პირველი ვიზიტიც ჩვენს ქვეყანაში შედგა.

რამდენიმე თვეში გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის პოსტზე საქმიანობას დაასრულებს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

ავტორი: ადმინისტრატორი