ქუთაისის მერმა 103 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

ქუთაისის მერმა 103 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

დღეს ქუთაისში მცხოვრებ ქეთევან კიკნაძეს 103 წელი შეუსრულდა. მხცოვან ქალბატონს ქუთაისის მერი შოთა მურღულია სახლში ესტუმრა და დაბადების დღე სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად მიულოცა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია  ავრცელებს. 

იუბილარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად ათასი ლარი გადაეცა.

„ჩვენ ქუთაისში მცხოვრებ ას წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს ვულოცავთ დაბადების დღეს. ხანდაზმული თანაქალაქელებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ.

დღევანდელ იუბილარს, ქალბატონ ქეთევანს კი კიდევ მრავალი წლის მატებას ვუსურვებთ“- განაცხადა ქუთაისის მერმა.

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

48 წუთის წინ

ისინი ჭუბერში დაგეგმილ აქციაზე "არა ჰესებს" მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ.  მათი თქმით, შესაძლოა დაანონსებული აქციის ადგილი შეიცვალოს, მიზეზად კი, თავად მოსახლეობაში არსებულ განხეთქილებას ასახელებენ.  როგორც ადგილობრივები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036