ჯარჯი წიკლაური: "ციანიდის საქმე" შესაძლოა ჯგუფური ბრალდებით გადაკვალიფიცირდეს

ირმა მესხია

პროკურორი ჯარჯი წიკლაური, "აიპრესთან" აცხადებს, რომ შესაძლოა "ციანიდის საქმე" ჯგუფური ბრალდებით გადაკვალიფიცირდეს. ბრალმდებელი ასევეე ღიად აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს დაინტერესება იკვეთება.

თქვენ აცხადებთ, რომ მეუფე პეტრე „ციანიდის საქმეში“ დაინტერესებული პირია და მის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანია. რას გულისხმობთ კითხვის ნიშნებში და ხომ არ რის მოსალოდნელი მეუფე პეტრეს პროკურატურაში დაკითხვა?

მეუფე პეტრე თავიდანვე ავითარდებდა ვერსიას, რომ ოქრომჭედლისთვის უნდოდათ ციანიდი, როდესაც სასამართლოში გამოირიცხა ოქრომჭედელის ვერსია, მოსამართლეც და ალბათ ნებისმიერი ობიექტური პირი დარწმუნდებოდა, რომ ბრალდებულს ციანიდი ოქორმჭედლისთვის კი არა, სხვა მიზნისთვის უნდოდა - ადამიანის მოსაკლავად. მიუხედავად ამ უტყუარი ფაქტებისა, მეუფე პეტრე დღემდე ცდილობს ამ ვერსიის წარმოჩენას, კიდევ ოქრომჭედელზე საუბრობს. 

რატომ ცდილობს მეუფე პეტრე არასწორი სურათი დახატოს? რატომ არის დაინტერესებული ბრალდებულს ხელის შეუწყოს ამ მძიმე დანაშაულიდან თავის დაღწევაში?! რა თქმა უნდა აქ კითხვის ნიშანი არსებობს.

თქვენ არ დაგისვამთ ეს კითხვა სასამართლოში, დაკითხვაზე, მეუფე პეტრესთვის? 

მეუფე პეტრეს ვკითხეთ, რა შუაში აქ ოქრომჭედელი, რატომ საუბრობდა იგი კვლავ ამ ოქრომჭედელის ვერსიაზე? ამაზე პასუხი ვერ გაგვცა და თქვა, რომ უბრალოდ არ იცოდა ამ გარემოების შესახებ. გიდასტურებთ, კითხვის ნიშანი არსებობს თუ რატომ ცდილობს მეუფე პეტრე გამოძიების დაწყების დღიდან აი ამ ცრუ ვერსიის განვითარებას. 

შესაძლებელია თუ არა "ციანიდის საქმე" გადაკვალიფიცირდეს და ჯგუფური ბრალდებით წავიდეს...

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გამოძიება გრძელდება. ბრალდებული ადრე თუ გვიან ალბათ სიმართლეს იტყვის, ითანამშრომლებს და არაფერია გამორიცხული.

თქვენ განაცხადეთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტთა ჯგუფს დაუკავშირდა რომლებსაც სტატიებს უკვეთავდა, ვინ არიან ეს ჟურნალისტები და თუ არიან დაკითხული?

2 ჟურნალისტზეა საუბარი, რომელსაც ხვდებოდნენ სოსო ოხანაშვილი, გიორგი მამალაძე, ტარას შავშიშვილი და სთხოვდენ გარკვეული სტატიები გამოექვეყნებინა. ასევე ცალსახად გამოჩნდა, რომ გიორგი მამალაძე ცილისმწამებლურ სტატიებს ავრცელებდა სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით და ახდენდა სასულიერო პირების სახელის შებღალვას. სამწუხაროდ, გიორგი მამალაძე ამას კონკრეტული ჟურნალისტების მეშვეობით ახორციელებდა. 

შესაძლოა თუ არა "ციანიდის საქმე"ჯგუფურით წავიდეს და მეუფე პეტრე დაიკითხოს?

მეუფე პეტრეს მიმართ მე ვიგულისხმე ის, რომ იგი ცდილობს არასწორი ვერსიის განავითარებას ოქრომჭედელთან დაკავშირებით. მე ვიტყოდი, რომ მას აქვს პირადი დაინტერესება ბრალდებულს ხელი შეუწყოს, თავი დაიძვრინოს ამ მძიმე დანაშაულისგან. აი ეს დაინტერესება აქვს მეუფეს და იგი არასწორი ვერსიის განვითარებას ცდილობდა ბრალდებულის დაკავების დღიდან და მე ვიტყოდი, რომ წინასწარ დადგმული ოქრომჭედლის ვერსია გავრცელდეს. 

თითქმის 60-ზე მეტი ბრალდების მოწმე დაიკითხა სასამართლოში, თქვენი აზრით, არის ეს საკმარისი ჩვენება იმისთვის, რომ დეკანოზი დამნაშავედ სცნონ აღნიშნულ, ბრალში?

თითქმის ყველა მოწმე დაიკითხა, სამწუხაროდ ერთი რამ ფაქტია, ყველაზე მეტად ამ პროცესის დახურვით ადვოკატებმა ისარგებლეს, რადგან პროცესის დახურვა სათავისოდ გამოიყენეს. ყველა ჯერზე პროცესიდან სრულიად განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვთ ვიდრე რეალური მოწმეთა ჩვენებებია. აბსოლუტურად გასხვავებულ ინფორმაციას გაწვდიან ჟურნალისტებს. 

გარწმუნებთ, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდება ბრალდებულის დამნაშავეობა და გამოჩნდება, რომ ადვოკატები თითოეულ ჯერზე რეალობას აცდენილ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მე მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ამ საქმეში უტყუარია მტკიცებულებები.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

12 დეკემბერი, 2017

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული...

მეტი

"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" ლაგოდეხში ჩატარებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

13 დეკემბერი, 2017

ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვანთა შრომა და ბულინგი-არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის...

მეტი

ჯარჯი წიკლაური: "ციანიდის საქმე" შესაძლოა ჯგუფური ბრალდებით გადაკვალიფიცირდეს

ჯარჯი წიკლაური: "ციანიდის საქმე" შესაძლოა ჯგუფური ბრალდებით გადაკვალიფიცირდეს
20:44 | 26 ივლისი, 2017

თქვენ აცხადებთ, რომ მეუფე პეტრე „ციანიდის საქმეში“ დაინტერესებული პირია და მის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანია. რას გულისხმობთ კითხვის ნიშნებში და ხომ არ რის მოსალოდნელი მეუფე პეტრეს პროკურატურაში დაკითხვა?

მეუფე პეტრე თავიდანვე ავითარდებდა ვერსიას, რომ ოქრომჭედლისთვის უნდოდათ ციანიდი, როდესაც სასამართლოში გამოირიცხა ოქრომჭედელის ვერსია, მოსამართლეც და ალბათ ნებისმიერი ობიექტური პირი დარწმუნდებოდა, რომ ბრალდებულს ციანიდი ოქორმჭედლისთვის კი არა, სხვა მიზნისთვის უნდოდა - ადამიანის მოსაკლავად. მიუხედავად ამ უტყუარი ფაქტებისა, მეუფე პეტრე დღემდე ცდილობს ამ ვერსიის წარმოჩენას, კიდევ ოქრომჭედელზე საუბრობს. 

რატომ ცდილობს მეუფე პეტრე არასწორი სურათი დახატოს? რატომ არის დაინტერესებული ბრალდებულს ხელის შეუწყოს ამ მძიმე დანაშაულიდან თავის დაღწევაში?! რა თქმა უნდა აქ კითხვის ნიშანი არსებობს.

თქვენ არ დაგისვამთ ეს კითხვა სასამართლოში, დაკითხვაზე, მეუფე პეტრესთვის? 

მეუფე პეტრეს ვკითხეთ, რა შუაში აქ ოქრომჭედელი, რატომ საუბრობდა იგი კვლავ ამ ოქრომჭედელის ვერსიაზე? ამაზე პასუხი ვერ გაგვცა და თქვა, რომ უბრალოდ არ იცოდა ამ გარემოების შესახებ. გიდასტურებთ, კითხვის ნიშანი არსებობს თუ რატომ ცდილობს მეუფე პეტრე გამოძიების დაწყების დღიდან აი ამ ცრუ ვერსიის განვითარებას. 

შესაძლებელია თუ არა "ციანიდის საქმე" გადაკვალიფიცირდეს და ჯგუფური ბრალდებით წავიდეს...

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გამოძიება გრძელდება. ბრალდებული ადრე თუ გვიან ალბათ სიმართლეს იტყვის, ითანამშრომლებს და არაფერია გამორიცხული.

თქვენ განაცხადეთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჟურნალისტთა ჯგუფს დაუკავშირდა რომლებსაც სტატიებს უკვეთავდა, ვინ არიან ეს ჟურნალისტები და თუ არიან დაკითხული?

2 ჟურნალისტზეა საუბარი, რომელსაც ხვდებოდნენ სოსო ოხანაშვილი, გიორგი მამალაძე, ტარას შავშიშვილი და სთხოვდენ გარკვეული სტატიები გამოექვეყნებინა. ასევე ცალსახად გამოჩნდა, რომ გიორგი მამალაძე ცილისმწამებლურ სტატიებს ავრცელებდა სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით და ახდენდა სასულიერო პირების სახელის შებღალვას. სამწუხაროდ, გიორგი მამალაძე ამას კონკრეტული ჟურნალისტების მეშვეობით ახორციელებდა. 

შესაძლოა თუ არა "ციანიდის საქმე"ჯგუფურით წავიდეს და მეუფე პეტრე დაიკითხოს?

მეუფე პეტრეს მიმართ მე ვიგულისხმე ის, რომ იგი ცდილობს არასწორი ვერსიის განავითარებას ოქრომჭედელთან დაკავშირებით. მე ვიტყოდი, რომ მას აქვს პირადი დაინტერესება ბრალდებულს ხელი შეუწყოს, თავი დაიძვრინოს ამ მძიმე დანაშაულისგან. აი ეს დაინტერესება აქვს მეუფეს და იგი არასწორი ვერსიის განვითარებას ცდილობდა ბრალდებულის დაკავების დღიდან და მე ვიტყოდი, რომ წინასწარ დადგმული ოქრომჭედლის ვერსია გავრცელდეს. 

თითქმის 60-ზე მეტი ბრალდების მოწმე დაიკითხა სასამართლოში, თქვენი აზრით, არის ეს საკმარისი ჩვენება იმისთვის, რომ დეკანოზი დამნაშავედ სცნონ აღნიშნულ, ბრალში?

თითქმის ყველა მოწმე დაიკითხა, სამწუხაროდ ერთი რამ ფაქტია, ყველაზე მეტად ამ პროცესის დახურვით ადვოკატებმა ისარგებლეს, რადგან პროცესის დახურვა სათავისოდ გამოიყენეს. ყველა ჯერზე პროცესიდან სრულიად განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვთ ვიდრე რეალური მოწმეთა ჩვენებებია. აბსოლუტურად გასხვავებულ ინფორმაციას გაწვდიან ჟურნალისტებს. 

გარწმუნებთ, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდება ბრალდებულის დამნაშავეობა და გამოჩნდება, რომ ადვოკატები თითოეულ ჯერზე რეალობას აცდენილ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მე მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ამ საქმეში უტყუარია მტკიცებულებები.

ავტორი: ირმა მესხია