გიორგი გახარია: პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები 6 მიმართულებაზე იმუშავებენ

გიორგი გახარია: პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები 6 მიმართულებაზე იმუშავებენ

ამბასადორიალი-2017  ფარგლებში თბილისში  მიმდინარე  ეკონომიკურ  კონფერენციაზე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი გახარიამ კომერციული ატაშეების  ინსტიტუტზე ისაუბრა, რომელიც სააგენტო "აწარმოე საქართველოს" მნიშვნელოვანი კომპონენტია.  

როგორ მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნება. „კომერციული ატაშეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ "აწარმოე საქართველოს" ექსპორტისა და ინვესტიციების გუნდთან და იმ სტრატეგიულ სავაჭრო ქვეყნებში დაამყარებენ კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და მსხვილ შემსყიდველებთან, რომლებსაც შემდეგ  სააგენტოში არსებულ შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებთან დააკავშირებენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

კომერციული ატაშეების საქმიანობა დაფარავს როგორც ექსპორტის, ისე ინვესტიციების მიმართულებას. პოტენციური საექსპორტო ბაზრებისა და სექტორული  პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება მოხდება ქვეყნების მიხედვით.  კომერციული ატაშე პასუხისმგებელი იქნება შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობაზე და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. გარდა ამისა, კომერციული ატაშე ხელს უწყობს ქართველი ექსპორტიორების შეღწევას შესაბამის ბაზარზე და კონტრაქტების მოპოვებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, არსებობს  ექსპორტის მიმართულებისა და კომერციული ატაშეეების საქმიანობის შეფასების მექანიზმი.

"ექსპორტის გაზომვა შესაძლებელი იქნება ყველა ქვეყანასთან მიმართებაში. ანალიზი გაკეთდება  როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტული ნომენკლატურული ერთეულის პროდუქტის მიმართულებით. შესაბამისად ეს გვაძლევს ძალიან მარტივ შესაძლებლობას, გაიზომოს ზრდა და  შემცირება. ეს იქნება ძირითადი კრიტერიუმები, რითიც შეფასდება კონკრეტული კომერციული ატაშეს მუშაობის ხარისხიც კონკრეტულ ქვეყანაში. ეკონომიკური ატაშეს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ექსპორტის მხარდაჭერა, მათი ფუნქცია ასევე იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ესეც, რა თქმა უნდა გაზომვადია", -განაცხადა გიორგი გახარიამ.

უკვე განსაზღვრულია ის ქვეყნები, სადაც პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები  იმუშავებენ. საუბარია 6 მიმართულებაზე, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩა.  კერძოდ, საუბარია იმ სავაჭრო პარტნიორებზე, რომლებშიც ქართველი ექსპორტიორები უკვე გარკვეულწილად არიან დამკვიდრებულები. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე,  არსებობს ექსპორტის მნიშვნელოვანი გაზრდის პოტენციალი. გარდა ამისა, შერჩეულ ქვეყნებში წარმოდგენილია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და პოტენციურად მეტად საინტერესო საექსპორტო ბაზრები.

სავალუტო ფონდმა ვაშაძის შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი მოიწონა

სავალუტო ფონდმა ვაშაძის შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი მოიწონა

5 საათის წინ

"ჩვენ, კიდევ ერთი ახალი თაობის რეფორმის პროექტი შევიმუშავეთ -ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში, ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმით ჩამოყალიბდება,  უპრეცენდეტოა თანამედროვე სამყაროში. ეს არის მოდელი...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036