გია კორკოტაშვილი: ე.წ ქართველთა მარშის ჩატარების იდეა უფლის ნებით მოგვივიდა

გია კორკოტაშვილი: ე.წ ქართველთა მარშის ჩატარების იდეა უფლის ნებით მოგვივიდა

ე.წ ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის განმარტებით, ე.წ მარში ზეპარტიული აქცია იყო და მიზანი მხოლოდ ღირსების დაცვა იყო. როგორც მან “ობიექტივის” ეთერით განაცხადა,  უფლის ნებით, არა მხოლოდ მან, არამედ ბევრმა სხვა ბევრმა ადამიანმა მიიჩნია, რომ ქვეყანაში სახარბიელო ვითარება არ იყო. მისი თქმით, "დრონის" აპარატურის მიხედვით, ე.წ ქართველთა მარშზე დაახლოებით 12 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. 

"ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ ორი დღის განმავლობაში. შეიძლება ნორმალურ ადამიანს გულიც გასკოდომოდა, იმხელა შეტევები მოხდა, ამის შესახებ ალბათ მომავალში ვისაუბრებ, მაგრამ პირველ რიგში, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი...

მოგესალმებით ჩემო ტკბილო, გემრიელო და ოქრო ხალხო, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში გაჩმორებენ და ვერ დაგვაჩმორეს იმიტომ, რომ შინაგანად ჩვენი გენეტიკაა ასეთი, რომ მაგრები ვართ, რა ვქნათ ახლა. არ გავტყდით იმიტომ, რომ  ღვთის ძალა და მადლი არის ამ ქვეყანასა და ამ მიწა-წყალზე. დანარჩენი ჩვენს ბიჭობაზე და გოგოობაზეა დამოკიდებული. არავინ თქვას, რომ ჩემით მოვიფიქრე ან რაღაც. ყველას ერთად უფლის ნებით მოგვივიდა ეს აზრი. რაღაც მუხტი დაგროვდა იმის, რომ მთლად კარგად ვერ იყო სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. 

ღვთის წინაშე ვამბობ, ნახევარ სიტყვა ტყუილსაც არ ვიტყვი, შეიძლება ხანდახან გიხდება ზღაპრულად რაღაცეების გაფორმება, მაგრამ დღეს რახან კონკრეტულად ვლაპარაკობთ რაღაცებზე, იქნება მარტო ფაქტები. მოკლედ, ეს "ქართული მარში" ბევრი ადამიანის თავში დაიბადა. რომ მოვდიოდით, "დრონი" არის ასეთი აპარატურა, რომელიც ზომავს და იმან დათვალა დაახლოებით 12 ათასამდე ადამიანი. ეს რამდენად სწორია არ ვიცი, მაგრამ 3 ათასი რომ არ ვიყავით ცხადია, მოდით ნუ ვიდავებთ. ყოველ შემთხვევაში, გამოვიდა იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე ჩვენ ველოდით, ესეც მინდა სინდისიერად ვთქვა და გამოვიდა რატომ, იმიტომ კი არა რომ,  ვიღაცას გია კორკოტაშვილი უყვარდა, სანდრო ბრეგაძე, კოკა მორგოშია ან ლადო, არაა. იქ იყო ყველა საზოგადოება.

იყვნენ ადამიანები, ვინც დღესაც ზვიად გამსახურდიას ადიდებენ. იყვნენ ადამიანები, ვინც მხედრიონში იბრძოდნენ. იყვნენ ასევე ომის ვეტერანები, იყვნენ ჩველებრივი ქუჩის ბიჭები. ზეპარტიული აქცია იყო. აქ იყო ღირსებისათვის გამოსვლა. რომ შეიკრიბა ამდენი ხალხი, პეტიციაც დავდეთ მერე რისთვისაც გამოვედით. მართლა ვემუდარებოდი ყველას, თქვენი ჭირიმე, თქვენი ღირსება, თქვენი რაინდობა არაფრით არ შეილახება, იქ შეიძლება რაღაცები მოხდეს. სხვათაშორის, მინდა ხმამაღლა აღვნიშნო, რომ 1981 წლის 13 მაისი მეგონა "დინამომ" თასი რომ აიღო და ყველა ერთმანეთს რომ ეფერებოდა, კოცნიდა, იქ პოლიციელებს ცრემლები რომ ჰქონდათ სიხარულის თვალებში. ახლაც მაჟრიალებს იმიტომ, რომ მართალი მარში იყო",-აცხადებს კორკოტაშვილი.    

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის

2 საათის წინ

მერიის ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ. "თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085