ხოშტარია: რუსეთის მხრიდან მართული რუსული პროპაგანდა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს

ადმინისტრატორი

"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება და  ძალადობის გასაპროტესტებლად კვირას მარჯანიშვილზე აქციას აანონსებს. 

„ეს არის უკიდურესად საგანგაშო მოვლენა მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან მართული რუსული პროპაგანდა აღწევს საგანგაშო მასშტაბებს და გვახვევს თავს ქართველობის, როგორც ისინი ლაპარაკობენ, ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელ ვერსიას, როდესაც ცდილობენ, რომ ჩვენ თავს მოგვახვიონ თითქოს, ქართველობა არის ადამიანის მუქარა, სექსუალური ძალადობა და ზოგადად ძალადობა. გარდა იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა გვქონდეს და ეს არის აუცილებელი პრინციპი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ გუშინდელ განცხადებებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან. ის იყო კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია, მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და აქციას აანონსებს.

„ჩვენ გვაქვს და ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან და კვირას, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე ვაანონსებთ აქციას, რომელშიც ჩვენ, მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ ჩვენ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

ხოშტარია: რუსეთის მხრიდან მართული რუსული პროპაგანდა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს

ხოშტარია: რუსეთის მხრიდან მართული რუსული პროპაგანდა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს
19:50 | 17 ივლისი, 2017

„ეს არის უკიდურესად საგანგაშო მოვლენა მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან მართული რუსული პროპაგანდა აღწევს საგანგაშო მასშტაბებს და გვახვევს თავს ქართველობის, როგორც ისინი ლაპარაკობენ, ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელ ვერსიას, როდესაც ცდილობენ, რომ ჩვენ თავს მოგვახვიონ თითქოს, ქართველობა არის ადამიანის მუქარა, სექსუალური ძალადობა და ზოგადად ძალადობა. გარდა იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა გვქონდეს და ეს არის აუცილებელი პრინციპი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ გუშინდელ განცხადებებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან. ის იყო კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია, მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს და აქციას აანონსებს.

„ჩვენ გვაქვს და ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან და კვირას, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე ვაანონსებთ აქციას, რომელშიც ჩვენ, მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ ჩვენ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ავტორი: ადმინისტრატორი