ჩუგოშვილი: სავალდებულო გენდერული კვოტების საკითხს სესიის გახსნისთანავე განვიხილავთ

ადმინისტრატორი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის მიმართ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება. თამარ ჩუგოშვილი წერს, რომ სიძულვილი განსაკუთრებით დიდია საჯარო სივრცეში აქტიური ქალების მიმართ და აღნიშნავს, რომ სავალდებულო კვოტების საკითხს პარლამენტი სესიის გახსნისთანავე განიხილავს. 

"ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება. მეც არაერთხელ გავმხდარვარ უზრდელი თავდასხმების ობიექტი, ისევე როგორ ყველა საჯარო სივრცეში აქტიური სხვა ქალი. ასე რომ, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს ასეთი ბინძური შემოსევები.

ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის ისღა რჩებათ სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება.

ამიტომ აუცილებლად გვეყოლება მეტი აქტიური ქალი საჯარო სივრცეში, სავალდებულო კვოტების საკითხს განვიხილავთ სესიის გახსნისთანავე",-წერს თამარ ჩუგოშვილი. 

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

25 ივლისი, 2017

2017 წლის 29 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე შპს „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის მერიის და სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია – მოსახლეობის უფასო სამედიცინო...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

25 ივლისი, 2017

26 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

ჩუგოშვილი: სავალდებულო გენდერული კვოტების საკითხს სესიის გახსნისთანავე განვიხილავთ

ჩუგოშვილი: სავალდებულო გენდერული კვოტების საკითხს სესიის გახსნისთანავე განვიხილავთ
18:32 | 17 ივლისი, 2017

"ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება. მეც არაერთხელ გავმხდარვარ უზრდელი თავდასხმების ობიექტი, ისევე როგორ ყველა საჯარო სივრცეში აქტიური სხვა ქალი. ასე რომ, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს ასეთი ბინძური შემოსევები.

ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის ისღა რჩებათ სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება.

ამიტომ აუცილებლად გვეყოლება მეტი აქტიური ქალი საჯარო სივრცეში, სავალდებულო კვოტების საკითხს განვიხილავთ სესიის გახსნისთანავე",-წერს თამარ ჩუგოშვილი. 

ავტორი: ადმინისტრატორი