თბილისის ზღვაზე კომპანია ტრანსპორტერის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა

ადმინისტრატორი

თბილისის ზღვაზე, იახტ კლუბში La Cote კომპანია ტრანსპორტერის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო პრეზენტაციის და ტესტ დრაივის მეშვეობით ახლოს გაეცნოს მომხმარებელს BRP-ის, Kawasaki-ს, JOBE-ს და Quicksilver-ის რეკრეაციულ-უტილიტარული ტექნიკა. კერძოდ კვადროციკლები, ბაგის ტიპის ავტომობილები, წყლის სკუტერები, მოტოციკლები, კატერები და წყლის სპორტის აღჭურვილობა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღონისძიებას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო, ასევე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კომპანიის მომხმარებლები და საპატიო სტუმრები.

რეკრეაციული ტექნიკის ბაზრის განვითარება საქართველოში პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმის განვითარებასთან და ტურისტების ნაკადის ზრდასთან, რაც მნიშვნელოვნად თვალშისაცემია ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. თანამედროვე ტურიზმი წარმოუდგენელია ისეთი მომსახურებების გარეშე, როგორებიც არის: კვადროციკლებისა და თოვლმავლების ტურები, წყლის სკუტერები, წყლის თხილამურები, კატერით გასეირნება და სხვა. კომპანია ტრანსპორტერი თავისი პროდუქციით ხელს უწყობს ტურისტების ხარისხიანად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით მომსახურებას და საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. რეკრეაციული ტექნიკა თავის მხრივ იძლევა საშუალებას მცირე მეწარმეებმა თუ სასტუმროებმა შეიქმნან დამატებითი შემოსავალი და ამავდროულად გაზარდონ საკუთარი ობიექტების და რეგიონების მიმზიდველობა.

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

25 ივლისი, 2017

2017 წლის 29 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე შპს „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის მერიის და სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია – მოსახლეობის უფასო სამედიცინო...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

25 ივლისი, 2017

26 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

თბილისის ზღვაზე კომპანია ტრანსპორტერის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა

თბილისის ზღვაზე კომპანია ტრანსპორტერის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა
17:26 | 17 ივლისი, 2017

ღონისძიებას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო, ასევე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კომპანიის მომხმარებლები და საპატიო სტუმრები.

რეკრეაციული ტექნიკის ბაზრის განვითარება საქართველოში პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმის განვითარებასთან და ტურისტების ნაკადის ზრდასთან, რაც მნიშვნელოვნად თვალშისაცემია ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. თანამედროვე ტურიზმი წარმოუდგენელია ისეთი მომსახურებების გარეშე, როგორებიც არის: კვადროციკლებისა და თოვლმავლების ტურები, წყლის სკუტერები, წყლის თხილამურები, კატერით გასეირნება და სხვა. კომპანია ტრანსპორტერი თავისი პროდუქციით ხელს უწყობს ტურისტების ხარისხიანად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით მომსახურებას და საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. რეკრეაციული ტექნიკა თავის მხრივ იძლევა საშუალებას მცირე მეწარმეებმა თუ სასტუმროებმა შეიქმნან დამატებითი შემოსავალი და ამავდროულად გაზარდონ საკუთარი ობიექტების და რეგიონების მიმზიდველობა.

ავტორი: ადმინისტრატორი