თავდაცვის მინისტრი სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

ადმინისტრატორი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო- საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ხელმძღვანელმა მსმენელებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო. თავდაცვის მინისტრმა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე გაამახვილა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ტექნიკისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ასევე საერთაშორისო მისიებსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს შეეხო. ლევან იზორია ნატოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხს და პარტნიორ ქვეყნებთან უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ პოექტებს შეეხო. მინისტრმა ჰიბრიდულ ომზეც ისაუბრა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსმენელებმა თავდაცვის მინისტრს კითხვები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე თავდაცვის უწყებაში არსებული პრობლემების შესახებ დაუსვეს. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

თავდაცვის მინისტრი სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა
18:10 | 17 ივლისი, 2017

უწყების ხელმძღვანელმა მსმენელებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო. თავდაცვის მინისტრმა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე გაამახვილა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ტექნიკისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ასევე საერთაშორისო მისიებსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს შეეხო. ლევან იზორია ნატოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხს და პარტნიორ ქვეყნებთან უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ პოექტებს შეეხო. მინისტრმა ჰიბრიდულ ომზეც ისაუბრა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსმენელებმა თავდაცვის მინისტრს კითხვები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე თავდაცვის უწყებაში არსებული პრობლემების შესახებ დაუსვეს. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

ავტორი: ადმინისტრატორი