დეზერტირების ბაზრობის დირექტორის მოადგილე: ხანძრის განგებ გაჩენის საფუძველი არ არის

ნათია მაჭარაშვილი

დეზერტირების ბაზრობის დირექტორის მოადგილე აჩიკო ორჯონიკიძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ ხანძრის განგებ გაჩენის საფუძველი არ არსებობს.

“საწყობში ინახებოდა ქაღალდი, კონსერვები და პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი. სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ძალიან მალე მოვიდა. პლასტმასის ჭურჭელი რომ იყო ,სწორედ მაგიტომ მოედო ძალიან მალე ცეცხლი. აქ ისეთი ხალხი არ არის, რომ ეს განგებ გაეკეთებინათ. საეჭვო არაფერია. არც ის არის სწორი, რომ თითქოს ელექტროსადებენიდან გაჩნდა ხანძარი, ეს გამორიცხულია, რადგან შიგნით ელექტროენერგია არ იყო", - განაცხადა აჩიკო ორჯონიკიძემ. 

ცნობისთვის, დღეს დეზერტირების ბაზრობის საწყობებს ხანძარი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

დეზერტირების ბაზრობის დირექტორის მოადგილე: ხანძრის განგებ გაჩენის საფუძველი არ არის

დეზერტირების ბაზრობის დირექტორის მოადგილე: ხანძრის განგებ გაჩენის საფუძველი არ არის
17:42 | 17 ივლისი, 2017

“საწყობში ინახებოდა ქაღალდი, კონსერვები და პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი. სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ძალიან მალე მოვიდა. პლასტმასის ჭურჭელი რომ იყო ,სწორედ მაგიტომ მოედო ძალიან მალე ცეცხლი. აქ ისეთი ხალხი არ არის, რომ ეს განგებ გაეკეთებინათ. საეჭვო არაფერია. არც ის არის სწორი, რომ თითქოს ელექტროსადებენიდან გაჩნდა ხანძარი, ეს გამორიცხულია, რადგან შიგნით ელექტროენერგია არ იყო", - განაცხადა აჩიკო ორჯონიკიძემ. 

ცნობისთვის, დღეს დეზერტირების ბაზრობის საწყობებს ხანძარი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი