შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო

ადმინისტრატორი

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო. ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე სამთო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 18 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მოვლენილი სამხედრო მოსამსახურეები ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, თავდაპირველად, კურსის პირველ ეტაპზე - საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილ უნარ-ჩვევებს გაიხსენებენ. მათ აბულის სასროლეთზე  მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა, ასევე, ზღვის დონიდან 4100 მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრისა და მყინვარწვერზე გადაადგილების ტექნიკის დაუფლება მოუწევთ. მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე გადაადგილების ხერხებს, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკას,  დაზარალებულის დახმარებასა და ევაკუაციას დაეთმობა. კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ.  შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი 11 აგვისტოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო

შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დაიწყო
15:39 | 17 ივლისი, 2017

პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მოვლენილი სამხედრო მოსამსახურეები ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, თავდაპირველად, კურსის პირველ ეტაპზე - საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილ უნარ-ჩვევებს გაიხსენებენ. მათ აბულის სასროლეთზე  მაღალ მთაში სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა, ასევე, ზღვის დონიდან 4100 მეტრიანი სიმაღლის დალაშქვრისა და მყინვარწვერზე გადაადგილების ტექნიკის დაუფლება მოუწევთ. მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე გადაადგილების ხერხებს, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკას,  დაზარალებულის დახმარებასა და ევაკუაციას დაეთმობა. კურსის ბოლოს ქართველ და უცხოელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ.  შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი 11 აგვისტოს დასრულდება.

ავტორი: ადმინისტრატორი