პროქტი Check in Georgia აქტიურ ფაზაში შედის

ადმინისტრატორი

ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად განსაკურებით აქტიურ ფაზაშ შედის პროექტი Check in Georgia-ც. მიმდინარე და მომდევნო თვეებში არაერთი ღონისძებაა დაგეგმილი, მათ შორის BLACK SEA ARENA-ზე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულუ სააგენტო ავრცელებს.

LINE UP:

  • 23 ივლისი- ქეთი მელუა და გორის კალთა კაპელა;
  • 1 აგვისტო ერისიონი;
  • 5 აგვისტო - ქართული ხმები- 30 წელი სცენაზე;
  • 9 აგვისტო- ირმა ნიორაძე- მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები;
  • 15 აგვისტო- ირაკლი ჩარკვიანი;
  • 18 აგვისტო- ჯიპსი კინგი;
  • 21 აგვისტო - ნინო ქათამაძე;
  • 2 სექტემბერი- ფოლკლორის ფესტივალი, სპეციალური სტუმარი ფლამენკო.

გარდა ამისა, Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე დაიწყო ჯემ ფესტი. ფესტივალი 33 დღის განმავლობაში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდება და 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები.

საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24/7-ზე იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ივენთი და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო წელს პირველად (ნოემბერში) მასპინძლობს საბავშვო  ევროვიზიას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

საბავშვო ევროფესტივალის ტრანსილება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში ხდება და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს, ამასთან, კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ  ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წელს მიმდინაეობს და დაგეგმილია  სხვა მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა   ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება. მათ შორის არტ გენი, ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს 8 რეგიონში, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფოტო ფესტივალი, თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, თელავის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშრისო მუსიკალური ფესტივალი, ქართული ღვინის დღე და ა, შ.

პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის აერო სმიტი ბლექ სი არენაზე, სოუ ფესტივალი, ფესტივალი სოფარი, საბალეტი ფესტივალი და ა.შ

პროექტ Check in Georgia-ს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის  თვალსაზრისით. ის დამატებითი საშუალებაა ადგილზე ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ  უკეთესი შთაბეჭდილებებით დატოვონ საქართველო.  ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტებზე  ტურისტული სეზონის გახანგრძლივების  და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით.

პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისითაც. უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც დინამიური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას.

Check In Georgia მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის და ჩვენი შავი ზღვისპირა რეგიონების პოპულარიზაციისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ეფექტი.

საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე  კიდევ ერთხელ ფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტის კულტურული ღონისძიებების ჩატარების სერიოზული ადგილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდასაც.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

წაღვერის მახლობლად ხანძრის ქრობის სამუშაოებში 5 ვეტრმფრენი ერთვება

25 სექტემბერი, 2017

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით შექმნილმა საგანგებო შტაბმა თათბირი გამართა და დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. შტაბის წევრებმა...

მეტი

პროქტი Check in Georgia აქტიურ ფაზაში შედის

პროქტი Check in Georgia აქტიურ ფაზაში შედის
13:40 | 17 ივლისი, 2017

LINE UP:

  • 23 ივლისი- ქეთი მელუა და გორის კალთა კაპელა;
  • 1 აგვისტო ერისიონი;
  • 5 აგვისტო - ქართული ხმები- 30 წელი სცენაზე;
  • 9 აგვისტო- ირმა ნიორაძე- მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები;
  • 15 აგვისტო- ირაკლი ჩარკვიანი;
  • 18 აგვისტო- ჯიპსი კინგი;
  • 21 აგვისტო - ნინო ქათამაძე;
  • 2 სექტემბერი- ფოლკლორის ფესტივალი, სპეციალური სტუმარი ფლამენკო.

გარდა ამისა, Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე დაიწყო ჯემ ფესტი. ფესტივალი 33 დღის განმავლობაში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდება და 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები.

საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24/7-ზე იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ივენთი და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო წელს პირველად (ნოემბერში) მასპინძლობს საბავშვო  ევროვიზიას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

საბავშვო ევროფესტივალის ტრანსილება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში ხდება და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს, ამასთან, კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ  ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წელს მიმდინაეობს და დაგეგმილია  სხვა მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა   ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება. მათ შორის არტ გენი, ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს 8 რეგიონში, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფოტო ფესტივალი, თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, თელავის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშრისო მუსიკალური ფესტივალი, ქართული ღვინის დღე და ა, შ.

პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის აერო სმიტი ბლექ სი არენაზე, სოუ ფესტივალი, ფესტივალი სოფარი, საბალეტი ფესტივალი და ა.შ

პროექტ Check in Georgia-ს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის  თვალსაზრისით. ის დამატებითი საშუალებაა ადგილზე ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ  უკეთესი შთაბეჭდილებებით დატოვონ საქართველო.  ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტებზე  ტურისტული სეზონის გახანგრძლივების  და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით.

პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისითაც. უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც დინამიური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას.

Check In Georgia მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის და ჩვენი შავი ზღვისპირა რეგიონების პოპულარიზაციისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ეფექტი.

საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე  კიდევ ერთხელ ფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტის კულტურული ღონისძიებების ჩატარების სერიოზული ადგილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდასაც.

ავტორი: ადმინისტრატორი