პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი საწარმო გაიხსნება

ადმინისტრატორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 186 კომპანიაა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს "ტიფლის ტექსტილი" შეემატება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კომპანია რომელიც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების წარმოებას გეგმავს, 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდება, ხოლო საწარმოში, რომელიც თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი. პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და საერთაშორისო  ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

შპს "ტიფლის ტექსტილი" თბილისში, კაიროს ქუჩა #81-ის მიმდებარე ტერიტორიაზე  მდებარეობს და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

25 ივლისი, 2017

2017 წლის 29 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე შპს „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის მერიის და სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია – მოსახლეობის უფასო სამედიცინო...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

25 ივლისი, 2017

26 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი საწარმო გაიხსნება

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი საწარმო გაიხსნება
13:25 | 17 ივლისი, 2017

კომპანია რომელიც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების წარმოებას გეგმავს, 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდება, ხოლო საწარმოში, რომელიც თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი. პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და საერთაშორისო  ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

შპს "ტიფლის ტექსტილი" თბილისში, კაიროს ქუჩა #81-ის მიმდებარე ტერიტორიაზე  მდებარეობს და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 ლარს შეადგენს.

ავტორი: ადმინისტრატორი