გარემოს ეროვნული სააგენტო: წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა

ადმინისტრატორი

2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ძუძუმწოვრების გამორიყვა შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

"მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153", - აცხადებენ სააგენტოში. 

ოზურგეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

25 ივლისი, 2017

2017 წლის 29 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე შპს „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის მერიის და სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია – მოსახლეობის უფასო სამედიცინო...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

25 ივლისი, 2017

26 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

გარემოს ეროვნული სააგენტო: წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს ეროვნული სააგენტო: წელს ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა
11:15 | 17 ივლისი, 2017

2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ძუძუმწოვრების გამორიყვა შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

"მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153", - აცხადებენ სააგენტოში. 

ავტორი: ადმინისტრატორი