პრემიერი: შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ჩვენი ერის გამთლიანების დასაწყისი ყოფილიყოს

ადმინისტრატორი

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება, - ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას, რომელიც სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

პრემიერის განცხადებით, ძალიან მნიშველოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე - საგანმანათლებლო და კულტურული კერა.

"ჩვენ შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი. დღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა. მას წელს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი; წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. ამდენი ადამიანის სიყვარული მინდა, მოგილოცოთ პირველ რიგში და ყველა თქვენგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი",- მიმართა პრემიერმა მშენებლობის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას.

ხაშური-სურამის ეპკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა პატრიარქსა და პრემიერს საჩუქრად ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქ გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

პრემიერი: შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ჩვენი ერის გამთლიანების დასაწყისი ყოფილიყოს

პრემიერი: შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ჩვენი ერის გამთლიანების დასაწყისი ყოფილიყოს
17:15 | 15 ივლისი, 2017

პრემიერის განცხადებით, ძალიან მნიშველოვანია, რომ სამონასტრო კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე - საგანმანათლებლო და კულტურული კერა.

"ჩვენ შევთხოვთ უფალს, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი. დღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა. მას წელს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი; წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. ამდენი ადამიანის სიყვარული მინდა, მოგილოცოთ პირველ რიგში და ყველა თქვენგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი",- მიმართა პრემიერმა მშენებლობის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას.

ხაშური-სურამის ეპკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა პატრიარქსა და პრემიერს საჩუქრად ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

ავტორი: ადმინისტრატორი