მიტჩელი ბუკიკიოს განცხადებაზე: თანამდებობის პირისგან მსგავსი საუბარი მიუღებელია

ადმინისტრატორი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი ლინკოლნ მიტჩელი "აიპრესთან" ინტერვიუში ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეთანხმება მისი ნათქვამის არსს, თუმცა ამ ეტაპზე, თანამდებობის პირებისგან, ერთმანეთთან მიმართებაში მსგავსი ტერმინების გამოყენება, მიუღებელია.

- იცით ალბათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავარ დოკუმენტზე, კონსტიტუციაზე მუშაობა მიმდინარეობს. რეკომენდაციებს კი ვენეციის კომისი გვაძლევს.რამდენიმე დღის წინ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო იყო ჩამოსული  საქართველოში, რომელმაც მმართველი პარტია  სასტიკად გააკრიტიკა და თქვა, რომ იმედგაცრუებულია მათი დამოკიდებულებით ოპოზიციასთან. მისივე სიტყვები რომ მოვიყვანოთ, კონსტიტუციას ერთი პარტია არ უნდა იღებდეს.  ექსპერტის გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით ბუკიკიოს ამ განცხადებას?

"მისი ნათქვამის შინაარსს არ ვეწინააღმდეგები. თავისი ნათქვამის არსით იგი არ ცდება.  2016 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" იოლად მოიგო, რისი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" სულელური გზით წაიყვანა.  საარჩევნო  სისტემამაც ხელი შეუწყო იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმაზე მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. შემდეგ კი მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს საკონსტიტუციო რეფორმები... მაგრამ რატომ?

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისგან გათავისუფლება ცუდი იდეაა. პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული, სხვაგვარად ამას აზრი არ აქვს. არის პრემიერმინისტრი, რომელიც არაა პირდაპირი წესით არჩეული. კონსტიტუციაში პრეზიდენტობის მთელი იდეა ისაა, რომ მას (პრეზიდენტს) სხვა საფუძველი აქვს, მისი საფუძველი ხალხია და არა პარლამენტი. ეს საქართველოსთვის, ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას გაართულებს, რაც, ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება. ამ მხრივ ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ.

მე არც ევროპისა და ამერიკის ხელისუფლების, ან ვენეციის კომისიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ბევრს ვკითხულობ, საქართველოში ბევრ ადამიანს ვესაუბრები, ოფიციალური პირი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ის დრო აღარაა, როდესაც ისეთი ტერმინები, როგორიცაა "იმედგაცრუებული", თანამდებობის პირმა, ერთმანეთთან მიმართებაში საუბრისას უნდა გამოიყენო. ამერიკის მოქალაქე ვარ და არ გამიგია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი, პრემიერმინისტრი, ან ბაქრაძე ჩამოსულიყოს ვაშინგტონში და ეთქვას, რომ ამერიკით იმედგაცრუებულია. მსგავსი საუბარი ამ ეტაპზე მიუღებელია. ამერიკელები, ევროპელები და თქვენ - ქართველები პარტნიორები უნდა ვიყოთ, ერთმანეთისგან უნდა ავიღოთ მაგალითი და ვისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილებიდან გამომდინარე. უფრო მეტი თავდაჭერილობა გვმართებს", - აღნიშნავს მიტჩელი.

ცნობისთვის, ლინკოლნ მიტჩელი 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი იყო. მიტჩელი სხვადასხვა დროს მუშაობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა საარჩევნო კამპანიების პოლიტიკურ მრჩევლად ნიუ-იორკში. 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იყო კოალიცია "ქართული ოცნების" მრჩეველი.

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

25 ივლისი, 2017

2017 წლის 29 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე შპს „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის მერიის და სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია – მოსახლეობის უფასო სამედიცინო...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

25 ივლისი, 2017

26 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

მიტჩელი ბუკიკიოს განცხადებაზე: თანამდებობის პირისგან მსგავსი საუბარი მიუღებელია

მიტჩელი ბუკიკიოს განცხადებაზე: თანამდებობის პირისგან მსგავსი საუბარი მიუღებელია
19:00 | 9 ივლისი, 2017

- იცით ალბათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავარ დოკუმენტზე, კონსტიტუციაზე მუშაობა მიმდინარეობს. რეკომენდაციებს კი ვენეციის კომისი გვაძლევს.რამდენიმე დღის წინ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო იყო ჩამოსული  საქართველოში, რომელმაც მმართველი პარტია  სასტიკად გააკრიტიკა და თქვა, რომ იმედგაცრუებულია მათი დამოკიდებულებით ოპოზიციასთან. მისივე სიტყვები რომ მოვიყვანოთ, კონსტიტუციას ერთი პარტია არ უნდა იღებდეს.  ექსპერტის გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით ბუკიკიოს ამ განცხადებას?

"მისი ნათქვამის შინაარსს არ ვეწინააღმდეგები. თავისი ნათქვამის არსით იგი არ ცდება.  2016 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" იოლად მოიგო, რისი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" სულელური გზით წაიყვანა.  საარჩევნო  სისტემამაც ხელი შეუწყო იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმაზე მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. შემდეგ კი მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს საკონსტიტუციო რეფორმები... მაგრამ რატომ?

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისგან გათავისუფლება ცუდი იდეაა. პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული, სხვაგვარად ამას აზრი არ აქვს. არის პრემიერმინისტრი, რომელიც არაა პირდაპირი წესით არჩეული. კონსტიტუციაში პრეზიდენტობის მთელი იდეა ისაა, რომ მას (პრეზიდენტს) სხვა საფუძველი აქვს, მისი საფუძველი ხალხია და არა პარლამენტი. ეს საქართველოსთვის, ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას გაართულებს, რაც, ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება. ამ მხრივ ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ.

მე არც ევროპისა და ამერიკის ხელისუფლების, ან ვენეციის კომისიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ბევრს ვკითხულობ, საქართველოში ბევრ ადამიანს ვესაუბრები, ოფიციალური პირი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ის დრო აღარაა, როდესაც ისეთი ტერმინები, როგორიცაა "იმედგაცრუებული", თანამდებობის პირმა, ერთმანეთთან მიმართებაში საუბრისას უნდა გამოიყენო. ამერიკის მოქალაქე ვარ და არ გამიგია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი, პრემიერმინისტრი, ან ბაქრაძე ჩამოსულიყოს ვაშინგტონში და ეთქვას, რომ ამერიკით იმედგაცრუებულია. მსგავსი საუბარი ამ ეტაპზე მიუღებელია. ამერიკელები, ევროპელები და თქვენ - ქართველები პარტნიორები უნდა ვიყოთ, ერთმანეთისგან უნდა ავიღოთ მაგალითი და ვისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილებიდან გამომდინარე. უფრო მეტი თავდაჭერილობა გვმართებს", - აღნიშნავს მიტჩელი.

ცნობისთვის, ლინკოლნ მიტჩელი 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ბიუროს დირექტორი იყო. მიტჩელი სხვადასხვა დროს მუშაობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა საარჩევნო კამპანიების პოლიტიკურ მრჩევლად ნიუ-იორკში. 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იყო კოალიცია "ქართული ოცნების" მრჩეველი.

ავტორი: ადმინისტრატორი